არა და რეალურად მაფიქრებს ეგ ყველაფერი. არ უწვიმის ჩვენთან ნორმალურად უკვე 3 თვეა. ანუ რეალურად გვალვა გრძელდება, უბრალოდ აცივდა და ეგაა. ამას იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ევროპაში, ამერიკის სამხრეთ კონტინენტზე და ავსტრალიაშიც წყალმა ყველაფერი გადარეცხა, უდიდესი ეკონომიური ზიანი მიაყენა და ლამისაა დახმარება ითხოვოს ნახევარმა მსოფლიომ. ცოტა არ იყოს მაფიქრებს. რა? რა და მომავალი წლის სათუო სცენარი. "ეკოლოგიური ზიანის გამო გამოწვეული სიფლის მეურნეობის ნაწარმის და ხორბლეულის დეფიციტი, პროდუქტებზე ავარდნილი ფასები. ხორბალი გაძვირდება, შაქარიც, საწვავიც და ასე შემდეგ (ჩვენთან ხომ ყოველთვის ყველაფერი ძვირდება) ამას თუ დავუმატებთ გლობალურ დათბობას, რომელიც ახლა უკვე გვათბობს და გაზაფხული უკვე ახლოსაა, არც თუ ისე მომხიბვლელად მეჩვენება. მითუმეტეს შარშანდელ უწყლო და სულისმხუთავ, ტენიანობა მომატებულ ზაფხულს რომ ვიხსენებ. თუ სინოპტიკოსებს დავუჯერებთ ტემპერატურა უმნიშვნელოდ მოიმატებსო... ეგ უმნიშვნელო უკვე მნიშვნელოვნად მიშლის ნერვებს.
![]() |
წუხანდელი ღამენათევია და ჩაეძინა |
ისე, მის ჩანთას დარწმუნებული ვარ კიდე ბერ დანიშნულებას მოუნახავენ. საარჩევნო უნბენზე მაგალითად. ხმის მისაცემად რად გვინდა რაღაც ურნები, ჩავუტენოთ კენგურუს. აბა კაი დედის შვილი ხარ და მიდი წაართვი მერე მისი ნების გარეშე, მუჰამედ ალი მიმიქარავს. წამსვე იქნები გაშხლართული დამკვირვებლების ფეხებთან.
ჰმ, საკმაოდ პოზიტიური პრეოგნოზი გამომივიდა არა!? კარგი იქნება ფურცელზე თუ დარჩება ეგ ყველაფერი.
ხვალ კვირაა და ვისვენებ. მმ, მაგარია, წვერსაც არ გავიპარსავ. თუმცა ჩემს წვერს გაუპარსავი კარგახანია აღარ ქვია. facebook-ში მკითხეს რატომ არ გძინავსო. რა დამაძინებს, მომავლის ისეთი სურათი დავხატე ახლა იმაზე ვფიქრობ ხვალ დილით ადრე ავდგე და ერთი ტომარა ფქვილი და ერთიც შაქარი ვიყიდო.
მაგრამ ეს ყველაფერი ხვალ, ან ზეგ, ან... როცა იქნება საჭიროება. მანამდე კი ღამეა, წვიმა შეწყდა. არადა მინდოდა წვიმის ხმაზე მომესწრო დაძინება. სამაგიეროდ ავსტრალიაში ნამდვილად გაძღნენ წვიმის ხმით კენგურუებიც და ავსტრალიელებიც.
a, mec damatenda tavze da damafiqra shenma postma:O
ReplyDeleteau, magra vicineb kenguruebi megrulad Tu ilaparakeben (Tu iyvireben , ibgavleben.. ra xmasac ushveben raa):D haa Zaan muqi joke iyo mara mepatieba, bnela axla:D
კენგურუ მაგარი ვინმეა :) მაგრად მოუხდება აქაურობას :)
ReplyDelete