დღეს, როგორც დათქმული გვქონდა, შევიკრიბეთ კურსელები და 3 წლის წინად დაწერილი წერილები გავხსენით. ეს იყო ჩვენი გზავნილი მომავალში წარსულიდან. ძალიან ბევრი ვიცინეთ. ბევრ რამეზე თავი მოვიფხანეთ და მხრები ავიჩეჩეთ. მართლა საინტერესო ყოფილა შენს თავთან დიალოგი. მეგონა ვიღაც ბავშვი მეტიინებოდა თავის სამომავლ განზრახვებზე და მე, როგორც უკვე გამოცდილი მამაკაცი, ვუსმენდი და რჩევას ვაძლევდი. სიმართლე გითხრათ რაც დაგეგმილი მქონდა, უმეტესეობას მივაღწიე. არ ვიცი ეს იმის ბრალია რომ ცოტათი რეალური რაღაცეები დავწერე ვიდრე სინემდვილეში ვოცნებობდი ხოლმე თუ მართლა რაც მინდოდა ის დავწერე და მივაღწიე კიდეც. მართლა საინტერესო იყო. ძალიან ბევრი ისეთი რამ გავახსენეთ ამ წერილების საშუალებით ჩვენს თავს რომ მართლაც მივიწყებული გვქონდა. მარტო ის რად ღირს რომ ამდენი ხნის შემდეგ ერთად შეგვყარა და ისევ დაგვაბრუნა წარსულში. ერთმანეთს ვეოხუნჯეთ, მოვეფერეთ, ვაღიარებინეთ წარმატებები და მარცხი. კიდევ ერთხელ გამოვუტყდით იმაში რომ მართლაც ძვირფასები ვართ ერთურთისთვის და გავხალისდით.
მაგრამ ეს დღე მარტო ამით არ იყო გამორჩეული. ჩვენს ერთ ერთ მეგობარს. კობა ბანძელაძეს გადავურეკეთ. უნდა გვეთქვა შენ გვაკლიხარ სუფრასთანო და აღმოჩნდა რომ კობა რამოდენიმე საათის წინ მამა გამხდარიყო. კობა დაჩის მამიკოა. არ ვიცი, რა უნდა დაგვეგემა კიდევ ისეთი რომ ასე გაგვხარებოდა. მართლაც გაასმაგდა იმ საღამოს ბედნიერება. მდაა მშვენიერი საღამო იყო. ახლა დროა ახალი წერილის წერას შევუდგეთ. ეგ უკვე 5 წლის მერე გაიხსნება ;)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!