Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ხოფის ბაზობა და წერეთელის ქუჩა

ხოფის ბაზობა და წერეთელის ქუჩა

ახლა ტელეფონში ვიქექებოდი და ეს სურათი აღმოვაჩინე. დიდი არაფერი თითქოს მაგრამ რომ დააკვირდები ცოტა არ იყოს გაგიკვირდება. ისე არ მინდა გამომივიდეს კომუნისტურ ფელეტონებში რომ არცხვენდნენ ხალხს. მაგრამ ამოდენა გაბარბარებულ სამარშრუტო ტაქზსე ასეთივე გაბარბარბული ასოებით რომ ეგ ეწერება, მინიმუმ გაგეღიმება. როგორც ვთქვი ეგ ადრე მქონდა გადაღებული. უბრალოდ ახლა ამოვქექე. თან რატომღაც დღევანდელ განწყობას დაერთო... მე და ჩემი ძმაკაცი ნინო ქათამაძის და ნინო სურგულაძის კონცერტიდან მოვდიოდით. ის მოდიოდა მე მოვფორთხავდი. ახალი ბულვარის ცქერით თავს ვართობდით ( საღოლ ესპანელებს, ლამაზი დაგეგმარებაა! ) გვიხაროდა და მართლაც ალალად ვუზიარებდით აღტაცებას...
მაგრამ არ დაგვცალდა. იქვე ლამპიონთან დამონტაჟებულ ორიგინალური დიზაინის ჰამაკზე 25 ბავშვი ჯეჯილობდა( არ მკითხოთ რა იცი რო 25 და 27 არ იყოვო!. მაგ რიცხვზე ნაკლები ნაღდად არ იქნებოდა. ) ვინც იჯდა ხო იჯდა. ზოგი ამათ ზემოდან აჯდა, ზოგი აწვა და ვინც ეგ ვერ მოახერხა ძგიდეზე იდგა და რაც ძალი და ღონე ქონდა აქანებდნენ... თან უკვირდათ არ წყდებაო. ალბათ ეს უფრო ამწარებდათ... ამას იმ მოგონებასაც თუ დავამატებთ რაც ყოველთვის ღიმილს მგვრის და ჩვენი ერის გენეტიკურ კოდში ჩადებული მთასვლელის სიამაყეს მახსენებს, საერთოდ კარგი იქნება.. 1 მაისი იყო. შადრევნებთან ქალაქელების თავისტკივილად ქცეულ, ამოუხსნელ და გაურკვეველი ფუნქციის მატარებელ თეთრ "მოდელფინო" შენობის თავზე დაცვის თანამშრომელმა კივილით რომ მოხსნა ორი 4-6 წლის ბავშვი და ქვემოთ მდგარ მშობლებს ჩააბარა რომლებიც ქვემოდან შეძახილით ამხნევებდნენ შვილებს. "არა მაინც როგორ მოახერხეს, ან რა უნდოდათ?" ხმამაღლა კითხულობდა დაცვის თანამშრომელი. :)
ეჰ. კიდე ბერი საინტერესო რამ მახსოვს მაგრამ ამ ჯერად გავჩერდე ჯობია. ვატყობ შორს გავტოპავ. მაგრამ ეგ სამარშრუტო ტაქსი თუ შეგხვდათ არ გაგეღიმოთ ;)

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]