Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ამური იქნება ახლაა

ამური იქნება ახლაა

რა საინტერესო ფენომენია შეყვარებული მამაკაცი, უფრო სწორედ უზომოდ შეყვარებული და უზომოდ რომანტიული მამაკაცი გვერდიდან. დამეთანხმებით ალბათ რომ არც ერთი გრძნობა ისე უსუსურს არ ხდის მამაკაცს როგორც სიყვარული. არა იმ დონეზე არა რომ – "ვაიმე დედა,მუხლი მეკვეთება, გული მიმდის და მთლად დავიღუპები...". მაგრამ მისი სახასითო გამოვლინებები მაინც გააჩნია. თან ხშირ შემთხვევაში სასაცილო.ამ შემთხვევაში მოდით ცრუ სიყვარულის შემთხვევა განვიხილოთ, უფრო სწორედ ერთ ერთი მაგალითი. "ცრუ სიყვარული" რატომ დავარქვი? აი ხოა ცრუ ორსულობა? რო ელოდებიან, განიცდიან, დაფარფატებენ და მერე აგმოჩნდება რომ..ხვიშტი. არც არაფერი. ხოდა ზოგკერ სიყვარულიც ასეთივე "ცრუა" ხოლმე.
დავიწყოთ ამ გრძნობის საკუთარ თავში გააზრებით და აღიარებით. როცა ერთად სხედხართ და უეცრად აღმოაჩენთ რომ მას ძალიან ლამაზი თვალები აქვს. არა, რა ძალიან? ყველაზე ლამაზი!. მერე იმასასც აღმოაჩენთ რომ საოცრად თბილად გეპყრობათ და გული გათბება... აი ისიც..როგორც იქნა ადამიანი რომელმაც ჩემი გულის სიმები შეარხია... მერე ნაზად გაიღიმებს, რაღაცნაირად, სათუთად შეგეხება, გული რეჩხს გიყოფს და დადააან... ამურის ისარიც ზედ არიი... სწორედ მაშინ გიმრგვალდება თვალები,თავი მარჯვნივ გადაგეხრება და სახეზე იდიოტიზმის,ბედნიერების, დაბნულობის და სასიამოვნო გაურკვევლობის ნაზავი ჩამოგეფარება. ეგ პირველი ნაბიჯია, მეორე უკვე აკუსტიკური ბურუსია...აი ის, მისი ტუჩების მოზრაობას რომ უყურებ და რას ლაპარაკობს რომ ვერ ხვდები. ბოლოს აღმოჩნდება რომ მის ყოფილ შეყვარებულს ლანზღავდა და შენ უღიმოდი... მაგრამ ეგ არაფერი.ეგ კიდევ ასატანია.
შმედეგ დაიწყება ეგრედ წოდებული "შოკოლად–თაიგულის" პერიოდი. როდესაც გინდა რაიმე დღესასწაული მოუიქრო. გაულამაზო ნაცრისფერი დღები... თაიგულები, ფუმფულა დათუნიები, საჰაერო ბუშტები წაწერით მიყვარხარ, ღამის სერენადები, მრჭყვიალა სამკაულები, მთვარის შუქზე ნაჩუქარი მორიგი "მოულოდნელი" ლამაზად შეფუთული ყუთი. უსაზვროდ უმწიკლო თვალებით ახსნილი უსათუთესუ გრძნობები და ღამით უმისამართო ხეტიალი... მაპატიეთ თუ რამე გამოვტოვე. ეგ სპეციალურად გავაკეთე, იმიტომ რომ მერე ადგილი აგარ დამრჩებოდა სხვა რამისთვის... ხოდა იმას გეუბნებოდით რომ , ეგრედწოდებული "შოკოლად–თაიგულის" პერიოდი საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება გვერდიდან თავისი თვით გვემის ცვალებადი კოეფიციენტით. მაგრამ რას იზამ... მთავარია არ გამოგვრჩეს თანამედროვე ფლირტის უკვე ჩვეული ფორმა sms-ი. ეგ ხო საერთოდ განყენებული თემა შეიძლება იყოს, მითუმეტეს შყვარებული ადამიანისთვის. ადრე კალიგრაფია ბევრ რამეს გეტყოდა ადამიანის შესახებ, ახლა კი არიული შრიფტი ბობოქრობს.შემოკლებულ და აბრივიატურამდე დასულ სიტყვებს რომ თავი დავანებოთ: "six,4emi love xar.kiss. dz dz miyvarxar. chmoki. pk." მერწმუნეთ 10 წლის წინ ამას უშიშროების კონტრდაზვერვის კაბინეტებში დადებდნენ გასაშიფრად... ეგ არაფერი. მთავარია ამ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გრძნობათა გაცვლის პროცესი: მიწერ. გიპასუხებს... კიდევ მიწერ, კიდე გიპასუხებს...ა ეს რატო მომწერე? აქ სმაილიკი რატო დასვი?...აუ რატო იგვიანებს სმსი? ასე მოკლედ რატო მომწერე.და წავიდა ხორუმიიი... რა ქნას, არ კმარა სმსით გამოვლენილი სითბო. არ კმარა და რა ქნას?
მერე კი, ოი ამაოებავ. გეტყვის რომ არ მიყვარხარო და დავშორდითო. დადიხარ და უმტიკებ რომ ეს შეცდომაა. რომ არააა, ეს უბრალოდ წამიერი სიბრაზეა. ის ტელეფონს თიშავს. შენ კედლებზე გადიხარ. მერე ეგ არ გყოფნის და გარეთ გააგრძელებ სვლას. თავიდან და ისევ ატრიალებ ყველაფერს თავში.ყოველ წუთს ყოველ წამს... ო არა. ეს ასე არ უნდა იყოს, ეს ხომ უსამართლობაა... კითულობ მის გამოგზავნილ სმს–ებს. ნახულობ ერთად გააღებულ სურათებს. ურეკავ ძმაკაცებს. მიგყავს და კაი გემოზე ლოთაობთ. შენ შენს დარდს ახრჩობ. ისინი თავიდან თანაგიგრძნობენ ბოლოს კი ოფიციანტთან ცეკვავენ. განსხვავებუულით სვამ სიყვარულის სადღეგრძელოს და ღვინო გემლაშება იმიტო რომ რაც სასმელი მიგაკლეს– ბღავილით ცრემლებით აავსე. მაგრამ მაინც სვამ... ბოლომდეეე...მერე ერთს თავში აზრად შრისძიება მოუვა და ასე დაიბადება იდეა ზოგადად ქალებზე შურის ძების... (აბა რა, თუ გვტანჯავენ,იქეთაც დავტანჯოთ ) მერე სასტუმროს ნომერი და შენი ბრძანების მომლოდინე ჩაპუტკუნებული ქალ–გოგო. მაგრამ არა– შენ იღებ მობილურს და უკითხავ სატრფოს მიერ მოწერილ, გულის ამაჩუყებლ სმს–სებს. ანახებ ფოტოებს და ისიც თანაგიგრძნობს 70 ლარად... მერე დილით იღვიძებ და სანამ ერკვევი სად ხარ და ვინ არის ეგ ქალ–გოგო..ძმაკაცები ხაშზე მიგათრევენ, არ გინდა მაგრამ სხეული ითხოვს. ისევ შეეჩდები თავიდან დაწყებას, მაგრამ შეგაჩერებენ...გაკდა ბიჯო თავი ამური იქნება ახლა?! მოდი მოდი თითოც და გამოვბრუნდებით...
არადა, ზოგჯერ ცოტაი მაინც რომ შეგვეძლოს გვერდიდან დავინახოთ ეს ყველაფერი. მერწმუნეთ არც თუ უსე ურიგო სანახავია შეყვარებული მამაკაცი :) მაგრამ ამ პაპანაქებაშ ამურის დროა ახლა?

4 comments:

  1. კარგი არ დათო კაცს სიყვარული სად შეუძლია...:D:D :D
    გეხუმრები არ გამიჯავრდე :) მაგარი ხარ მართლა ...

    ReplyDelete
  2. რას ამბობ :) სადაც გინდა იქ შეუძლია სიყვარული ;)

    ReplyDelete
  3. დათია, სად ნახულობ ამ "შოკოლადიან–თაიგულიან კაცებს",ჩემთან პირდაპირ ნაჯახით და უროთი მოდიან:(

    ReplyDelete
  4. ოო, ეგეც საქმეა, გააჩნია როგორ დავირთვას მისცემენ მერე მაგ "საჩუქრებს" :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]