დევიზით "ბაღანას ჰაერის გამოცვლა უნდა", სამი სეზონის დეფილეს სამყოფი სამოსით დაძეძგილი ჩვენი ენტონი (NISSAN NOTE) ახალი თავგადასავლებისკენ დაიძრა. მოგზაურობის შესახებ ვლოგი მალე იქნება. მანამდე უბრალოდ ბეტონის ჯუნგლებიდან გამოქცეული ადამიანის აღტაცება მინდა გაგიზიაროთ რომელიც მონატრებულმა ხეტიალმა გამოიწვია. აქ ჩვეულებრივი "საკურორტო" ფოტოები არ იქნება. ეს სოფლის კოხტა ლოკაციების ამსახველი ფოტოებია. ციხისჯვარი, ბაკურიანი, ცემი. თითქმის ყველაფერი რაზეც ჩემი ფუჯის ობიექტივის მზერა შეჩერდა. ძირითადად მაინც სახლებია, ხის, ძველი, კოხტა და მოხდენილი. იმედია მოგეწონებათ ჩემი ფოტო კოლაჟი
აი, ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობის ერთი ამბავი. ფაქტია - უნდა ვიმოგზაუროთ, რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება შორს. თუმცა ეს სიშორეც ხშირ შემთხვევაში პირობითია. ზოგიერთის აღარც ჩრდილოეთ პოლუსი ეჩვენება შორს, ზოგიერთისთვის კი ქალაქის გარეუბანიც ლამის სერიოზულად მოსამზადებელი სალაშქრო თემაა. ასეა თუ ისე, საჭიროა და აუცილებელი.
დაელოდეთ, ახალი ამბები მალე იქნება
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!