Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბახმარო - გაქცევა ქალაქიდან N 2

ბახმარო - გაქცევა ქალაქიდან N 2

ძალიან უხეირო ზაფხული იყო (ჩემთვის), რომელიც ცირითადად სამსახურში დაწყებულ რემონტს შეეწირა. არა და სული მიწანწალებდა, გარეთ, ქალაქ გარეთ გასვსლას მთხოვდა. შვებულებას რამდენიმე დღე მოვპარე და გურიისკენ გავემართე. სახლში ცოტა ხანს შევყოვნდი და.. მთები, ტყე, ჩერო, სუფთა ჰაერი - ეს ბოლო თაბაშირ მუყაოს მტვრის ჭამის შემდეგ ხომ აუცილებელიც იყო. ჩემს ძველ მეგობარს, შეთავსებით კლასელს და მოწოდებით ძმაკაცს - თემურას შევეხმიანე და გადავწყვიტეთ იქეთკენ აგვეღო გეზი, საითაც ყოველ ზაფხულს ლამის ყველა გურული მოჯადოვებულივით ავტოპილოტით მიდის.

ბახმაროს შესახებ არა ერთხელ დამიწერია და მომავალშიც აუცილებლად დავწერ. რა იყო ვიცით, ხოლო მომავალი ისეთ საინტერესო რაღაცეებს უქადის რომ მკრეხელობა იქნება ამის შესახებ არ ვისუბრო. მაგრამ ეს მომავალში. ახლა კი - ავზი ავავსე, თემურას გავუარე, თემურას ლუდის ავზიც ავავსეთ და ბახმაროსკენ მიმავალ, კოხტად დავარცხნილ, მოვლილ, ნაფერებ გზას გავუყევი. გზადაგზა ვტკბებოდი ხედებით და შიგადაშიგ თემურას ლოცვით - შენ გეიხარე, 100 წლის სიცოცხლე მოგემატება ისე გამახარე ბახმაროში რომ წამომიყვანე-ო

თავად ბახმაროს შესახებ აქ ბევრს არაფერს დავწერ. ბმულებს დავდებ და იქ იხილავთ სხვა დეტალებს. ქვემოთ მცირე ვიდეო რგოლი იქნება ნისლიანი ბახმაროს ამსახველი და ესეც მცირედი ფოტო რეპორტაჟი სეზონ მოთავებული და დასვენებული ბახმაროდან








კაიაო თემურამ ბახმარო. ა, ასეთიო 

ესეც შეპირებული ვიდეო 






ნისლი ბუნებრივი მოვლენებიდან ერთ ერთი ყველაზე მისტიური სანახავი რამაა. როგორ ვისურვებდი მქონდეს აივანი აი ასეთი ხედით, სადაც შიგადაშიგ ქედებს და ნაძვებს ნისლის სქელი ფენა დაფარავს ხოლმე. თუმცა რა იცით რა ხდება - შეიძლებაც და ოდესმე მქონდეს კიდეც ;)


აქ კი შეპირებული ბმულები ბახმაროს შესახებ

2 comments:

  1. ტრაქტორისტი მაგარია :)

    პირველად ვკითხულობ მგონი თქვენს ბლოგს, ძალიან კარგია!

    ReplyDelete
    Replies
    1. ტრაქტორისტი ისე მოდიოდა - მინიმუმ ბენტლის საჭესთან იჯდა :) გაიხარეთ

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]