ფოტოებს ვალაგებდი და რამდენიმე საინტერესო ფოტო შემომრჩენია. ხოდა გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა რიგის ძველი უბნის ერთი საინტერესო ჰოსტელი. რომლის პირველ სართულზე აი ასეთი, უცნაური პაბი გაუკეთებიათ. სადაც ბარის დახლის მოვალეობას ეს საყვარელი მინიბუსი წარმატებით ართმევს თავს. სწორედ ის გახლავთ ამ პაბის მთავარი "საკვანძო" დეტალი.
რამდენჯერაც არ ვცადე შესვლა, ყოველ ჯერზე პაბი სავსე დამხვდა. სავარაუდოდ ჰოსტელის მკვიდრთა წყალობით. მაგრამ ფაქტია რომ დასადგომი ადგილიც ვერასდროს ვნახე. ხოდა აი ასე, მხოლოდ შერბენა- გადაღებით დავკმაყოფილდი. თუ ვინიცობაა და რიგაში მოხვდები, თან ჰოსტელიც დაგჭირდება - იცოდე ეს ადგილი. კარგი რამაა
- მისამართი: Vaļņu iela 43, Rīga, LV-1050,ტელეფონი:+371 67 223 406
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!