Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Critical Mass Batumi 24/04/2015 "ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა"

Critical Mass Batumi 24/04/2015 "ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა"
Critical Mass არის ყოველთვიური ველო-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. როგორც წესი, იმართება მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ყოველი თვის ბოლო პარასკევს. ჩვეულებისამებრ ტარდება როგორც სპონტანური შეკრება, დღესასწაული და არა როგორც ორგანიზებული პროტესტი ან დემონსტრაცია. ჯგუფური მსვლელობის მიზანიაგავაგებინოთ ავტომანქანის მფლობელებს, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე და მოვთხოვოთ მათ დამატებითი სიფრთხილე სანამ ველოსიპედისტები იმოძრავებენ.



 ეს მოძრაობა 1992 წელს, სან ფრანცისკოში დაიწყო. ტავდაპირველად მასში მხოლოდ სამოცამდე ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა მათი რაოდენობა ტვიდან თვემდე მატულობდა. მოძრაობა მალე გასცდა სანფრანცისკოს და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქს მოედო.

წელს ის პირველად ჩატარდა ბათუმში. მართალია პირველი ჯერისთვის ვერც სანფრანცისკოს "რეკორდი" მოვხსენით. სულ რაღაც ოცდაათამდე ველოსიპედისტი შევიკრიბეთ. თუმცა პირველი ეტაპისთვის სრულებით საკმარისი იყო. თუ გავითვალისწინებთ ქარს, წვიმას, სიცივეს და ჩვენს ღრმატპატივცემულ ავტომობილის მძროლებს - ეს ყველაფერი ლამის გმირობას უტოლდებოდა.


"ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ყავსო" ხოდა აქაც ეგრეა. მოძრაობის მონაწილე მზად უნდა იყოს დაფაროს 20-30 კილომეტრიანი მანძილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე. შეინარჩუნოს ტემპი და დაიცვას მოძრაობის წესები.




ამინდი - ეს ერთადერთი რამ იყო რაც დათქმულ დოსა და პუნქტუალობაზე მეტად ართულებდა საქმეს. თუმცა რაკი აქამედ მოვედით, უკან დამხევიც არც არავინ იყო. ვახსენედ პირველქმნილი ველო ღმერთი, ანბანის კოშკთან დავდეთ პირობა და გავედით.






ქალაქში მოძრაობა რთული იყო. ამ სანახაობას შეუჩვეველი მძროლები უკან მათთვის უჩვეულო სიდინჯით მოგვყვებოდნენ. თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა. ველოკოლონა ქალაქში დაშვებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.


თავდაპირველი მარშრუტი ასე იყო დაგეგმილი. თუმცა აზარტმა თავისი გაიტანა და გზა აეროპორტამდე გაგრძელდა.


იყო პატარა შეფერხებებიც, თუმცა უმნიშვნელო.








წვიმა, ქარი, მძღოლები. მაგრამ ეს გარბენი შედგა. გაწუწულები, მაგრამ ძალიან კმაყოფილები დავუბრუნდით თავდაპირველი შეკრების ადგილს. გვქონდა ის გრძნობა - რომ ეს არ იყო საკმარისი, რომ ხვალ სადმე კიდევ უნდა გავსულიყავით ერთად. ერთად ხო უფრო სახალისოა. თან თანატომელების სასიამოვნო ნაცნობობის მშვენიერი წინაპირობა. ხოდა ასე, გეგმები დაისახა და შედგება კიდეც. ამ კონკრეტულ აქციას რაც შეეხება :

ყოველი თვის ბოლო პარასკევს. შემოგვიერთდით. რაც მეტი მით უკეთესი. ეს კარგია, ეს აუცილებელია. ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას - ჩვენ თვითონ ვართ მოძრაობა



Bike Tour 2

ბათუმი - სარფი - ბათუმი

შიშველი ველოსიპედისტების პროტესტი

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]