Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შიშველი ველოსიპედისტების საპროტესტო მსვლელობა

შიშველი ველოსიპედისტების საპროტესტო მსვლელობა
საქართველოში მიტინგები, საპროტესტო აქციები და გამოსვლები ახალი ხილი არ არის. ამით ვერავის გააკვირვებ. ვერავის გააკვირვებ ველოსიპედითაც, დღითიდღე ეს აკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგამ წარმოიდგინეთ  ამ ორი რაღაცის - საპროტესტო აქციის და ველოს სინთეზი. სინთეზი ყოველგვარი ზედმეტი რაღაცეების გარეშე, მათ შორის ტანსაცმლის გარეშეც.

რამოდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში, მექსიკაში, ამერიკაში, კანადაში და ესპანეთში ფრიად საინტერესო საპროტესტო აქცია - მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები ველოსიპედისტები იყვნენ რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ნევთობის მოხმარების ზრდის, ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის გამო გამოწვეულ საცობების, ეკოლოგიის დაბინძურების წინააღმდეგ ... რითი?! არც ისტერიკით, არც დარბევებით, არც შიმშილობით. უბრალოდ - სიშიშვლით.



რამოდენიმე ასეული ველოსიპედისტი თავიანთი ორბორბლიანი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების დედაქალაქების ცენტრალურ ქუჩებში აი ასე დანავარდობდნენ, რითაც (მათი აზრით) ყველაზე "მწვანე" და სუფთა ტრანსპორტის პროპაგანდას ეწეოდნენ.


უბრალოდ წარმოიდგინეთ ანალოგიური მსვლელობა საქართველოში ... :)
























საინტერესოა რა შედეგი ექნებოდა ასეთ საპროტესტო აქციას საქართველოში. სავარაუდოდ მმკ თავისი აქტივისტებით ლურსმებს დაყრიდა გზებზე...

აქციის რა მოგახსენოთ, მაგრამ შარშანწინდელი ზაფხული თუ განმეორდე თავისი ხვათით ... შეიძლება აქციოოს მონაწილეობაც დავიბრალოთ...

პ.ს. ის ფრაზა გამახსენდა "რაჭა ჩემო სიყვარულო" დან - დამანებეთ კაცო თავი, შიშველი ტურისტი ვარ ...

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]