20.05.2014

სტალკერი Bike Tour N2 Stalker


როცა მზე ანათებს, თავისუფალი დრო გაქვს და შენს განკარგულებაში მშენიერი ველოა - დღის დაგეგმვა არც თუ ისე ძნელია. მინიმუმ იცი რას გააეთებ. მაგრამ როცა ანალოგიურ სიტუაციაში შენს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომელთაც შენსავით ხიბლავს ველოგასეირნების იდეა - მაშინ საქმე სულ სხვა ელფერს იღებს.

ამჯერად ჩვენი გასავლელი გზა გასცდა ბათუმურ, წითლად შეღებილ ველობილიკებს, ასე ძლიერ რომ ხიბლავს ფეხით მოსიარულეთა 90%ს. დასალაშქრად ბათუმის შემოგარენში მდებარე, ერთ-ერთი მაღალი მთა აირჩიეს და მეც ავყევი ამ ახირებას. ერთგვარი გამოწვევაც იყო, ველოთი მთაში არასდროს ავსულვარ. თან სავალი არა ასფალტ-ბეტონის საფარიანი არამედ გრუნტის, ალაგ ხრეშიანი და ალაგ ეკლიანი გზა იყო.

მოკლედ გავედით.

Когда во дворе прекрасная погода, есть свободное время и хороши велосипед - составить распорядок дня не такта уж и сложно.  A если знаешь ещё нескольких людей, у кого такие "проблемы", тогда совсем другое дело. Есть о чем поразмыслить.
На этот раз наш маршрут уже не пролегал на раскрашенной в красный цвет батумскую вело трассу, которая так и пленить всех пешеходов. Решили покорить одну довольно-таки высокую гору, что находится по близости от Батуми. Тем более этот поход был для меня неким визовом, я ещё некогда не поднимался в гору на велосипеде, тем более некогда ещё не спускался с него. Предложение было заманчива, решили и поехали.



 თავიდან მოასფალტებული გზა გვიხარებდა გულს და გვიიოლებდა სვლას. ირგვლივ ყველაფერი მწვანე და აბსოლუტურად განსხვავებული იყო ვიდრე ქალაქში და ეს გვახარებდა - რაც შეიძლება შორს ქალაქიდან

С начало нас всю устраивало, и утопающая в зеленом цвету пейзаж, и асфальтированная дорога которая уводила нас в дал от города. 


მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი - ასფალტიც მალე დამთავრდა და ჩვენ უკვე გრუნტიან გზაზე მივაგორებდით ჩვენს ველოებს. პროცესი დიდად საამო  ნამდვილად არ იყო. მაგრამ ამ პროცეს ის ხედები ალამაზებდნენ რაც გორაკებს შორის მოსჩანდა ხოლმე.
Но как всю хорошее и асфальт тоже когда-то заканчивается, и вскоре мы колесили уже на грунтовой дороге, тем более в подъем, занятие не из приятных, но эта маленький недостаток затмевал замечательный вид с горных серпантин. 


ქალაქი უკვე უკან იყო, სადღაც იქ, დაბლობში. ჩვენ კი მწვანეშე გაკაფულ გზა მივყვებოდით, რომელიც თანდათან უფრო ზემოდ მიდიოდა და არამც და არამც არ იოლდებოდა.



ეს ბათუმის საბაგირო გზის "არგოს" ბოლო გაჩერებაა. ჩვენთვის კი კარგახნის წინ უკან მოტოვებული ორიენტირი
Эта батумская канатная дорога арго, вернее его конечная остановка. А для нас уже позади оставшийся ориентир 


ეს კი მდინარე ჭოროხის დაბლობი, საიდანაც საამოდ ქროდა გრილი ქარი
А это река чорохи, со старании которого дул прохладны, приятный ветер.


მალე ბილიკი კიდე უფრო გაუვალი გახდა. კომპანიონებისაგან განსხვავებით მე მთაში სვლის არც თუ ისე დიდი გამოცდილება მქონდა. ამიტომ ასეთ ბილიკებს ხშირად ფეხით მივუყვებოდი. თუმცა გურულის პირობებზე - საკმაოდ ჩქარა დავდიოდი. ასე რომ არ ჩამოვრჩენივარ. კიდევ რამდენიმე მოსახვევი და თვალწინ ისეთი სანახაობა გადამეშალა, რომლის დანახვას ნამდვილად არ ველოდი.

Вскоре дорога стала еще непроходимой, в отличие от моих друзей поход в гору для меня была в новинку, так что часть таких трудных участков я прошёл пешком. Но в зачёт меня можно сказать что для гурийца шагал я не так уж и плохо, даже не отставал, еще несколько поворотов и переда мной открылся вид  которой если честно для меня стал неожиданностью.




დიდი სიამოვნებით ვიტყოდი რომ ეს ციკლოპური ნაგებობებიათქო. თუმცა ეს არც ანტიკური და არც შუასაუკუნების ხანის ნანგრევებია. გასული საუკუნის დასაწყისში აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობაა. რკინა-ბეტონისგან ჩამოსხმული "ციხე" სამ იარუსზეა გაშლილი. თავისი ბუნკერებით, მიწისქვეშა გვირაბებით, სათვალთვალო ნიშებით, საქვემეხე კოშკებით და სათოფურებით.

Я бы с большим удовольствием сказал, что эта циклопическое строение. Но это не античное и не средневековое строение. Этот, уже заброшенный пост, построили в начале прошлого столетия. Постройка из железобетона и цемента возвышается на трех ярусах. По кругу распределены смотровые башни, бункеры, подземные ходи и башни для зенитных орудий.




ამ ყველაფერმა ძალაუნებურად ძმები სტრუგაცკები და ტარკოვსკი გამახსენდა. არის აქ რაღაც სტალკერისეული. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი აქ ამ ყველაფრის ხელახლა შესასწავლად. ადგილმდებარეობა იდეალურადაა შერჩეული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია. აქედან ხელისგულივით მოსჩანს როგორც ჭოროხის დაბლობი, ასევე ბათუმიც და მისი შემოგარენიც.

Глядя на всю эта так и нахлынула воспоминание о Стругацких и о Тарковском. Да уж, есть в этом что-то от сталкера - или для сталекара. В общем я б с удовольствием вернулся суда для боле чателного досмотра. Замечательное место для форпоста. Отсюда как на ладони видна и река чорохи, и Батуми с окрестностями. 



სანამ ნანგრევებში ვხეტიალებდი, ნისლიც ჩამოწვა. ნამგზავრისთვის კი ნესტიანი ნისლი არც თუ ისე სასიამოვნო მეგობარია. როცა ბიჭებთან დავბრუნდი იქ უკვე კოცონი გაეჩაღებიათ. სიამოვნებით მივეფიცხეთ. დავუდასტურეთ ერთმანეთს თუ რაოდენ კარგია ასე - ქალაქიდან გასვლა და მოწყვეტა. სამომავლო მარშრუტებიც მოვზომეთ და იმ გუდას მოვხსენით დავი "ერხელ" რომ ქვია და არ მთავრდება.

Пока я бродил, о старании реки приполз туман. а для уставшего путника сирости не такой уж и хороши попутчик. Вернулся к ребятам, они уже разожгли костёр. Да уж, приятна погреться у костра, просушить одежду, поговорить, сразу вспоминается всю что начинается с слова однажды... и потом пошло поехало.


ცოტა შევშრით, შევთბით და რაკი ჩვენი მოგზაურობა ღამის თევას არ გულისხმობდა და თან არცთუ კომფორტული გზა ისევ გამოსავლელი გქვონდა - დაღამებას აღარ დაველოდეთ და გამოვემგზავრეთ.

რა გითხრათ... ასეთ ტურებში ორი საკვანძო მომენტია. ერთი, არც თუ ისე სასიამოვნო და შრომატევადი - ასვლა და მეორე, არრრრაჩვეულებრივად საამო - დაშვება. აი სად გამოიყოფა ადრენალინი. ეს ის მომენტია როცა ვეება მთიდან მოქრიხარ, შენი ველო ხშირად ორთავე საბურავით ჰაერშია, როცა მაქსიმალურად გრძნობ თუ რას ნიშნავს მთის ველო და შიმანოს მუხრუჭები. კი, ეს უნდა გამოსცადოთ. აუცილებლად.

Время летело, так как мы не планировали ночёвку. Пара была собираться в путь. В вело походах в гору есть два основных момента, первый не из особа приятных - эта подъем. И второй - эта спуск. Вот когда кипит кровь и вырабатывается адреналин. И те не забиваемые моменты когда твой велик парит в воздухе, когда чувствуешь бешеную скорость и мощь тормозов шимано. да уж, эта надо почувствовать.


დიდხანს ვიფიქრე როგორ უნდა ამეღწერა თქვენთვის მთიდან დაშვების სიამოვნება. არა, ამას ვერ მოგიყვებით. ეს თავად უნდა გამოსცადოთ. მითუმეტეს თუ გიყვართ ველო, ექსტრიმი და თავგადასავლები.


ჩვენ კი, უკვე დაბად ჩამოფრენილებმა, ჩვენი თავგადასავალი ლუდით ავღნიშნეთ. ამ ბოლო ეპიზოდში ყველაზე კურიოზული ის იყო რომ, ღია ბარი, რომელიც ამოვირჩიეთ ლუდის დასალევად, სულ მალე ბათუმელი ბაიკერებით აივსო, ჩვენი მაგიდის წინ სხვადასხვა მარკის მოტოები ჩამწკვრივდნენ და სანამ მათი მხედრები სიამოვნებით მიირთმევდნენ ლუდს მოშორებით. ჩვენ , მათი ბაიკების შემხედვარე სულ სხვაგან წავედით... ოცნებით რათქმაუნდა. ბევრი გადავზომეთ და ბოლოს დავასკვენით. კი, კარგი რამაა მოტო, მაგრამ იმ თავგადასავალისთვის რაც დღეს გადაგვხდა - ველო საუკეთესო საშუალება იყო. მითუმეტეს რომ გასავლელი ჯერ კიდევ ბევრია სადაც ველოსაც და მოტოსაც თავისი ადგილი ექნება.

Уже спустившись гор уже  в Батуми, решили отметить наше путешествие бокалом пива. и тут нас ждал еще один куриозни  эпизод . в бар где мы пришли на своих велосипедах и решили попить пиво, скоро заполнился батумскими байкерами. наши велосипеды горда стаяли  на фоне спортивных баикав. мы сидели попивая пиво и глядя на эти байки воображения рисовала уже иной маршрут для новых путешествий и иные пути. но вскоре  байкеры с шумам уехали. мы ещё чуток посидели, поразмыслили и решили что для путешествии годится и байк и велик. всему надеется свою место и применение. ведь дорог не проеденных так много, и всех надо пройти.

Так что... продолжение следует



გაგრძელება იქნება

Комментариев нет:

Отправить комментарий

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!