Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმი - სარფი - ბათუმი Bicycle tour

ბათუმი - სარფი - ბათუმი Bicycle tour

კვირა დღე, მზე, თავისუფალი დრო და სურვილი ხეტიალის - მემგონი საკმარისია იმისთვის რომ გახვიდე ქალაქიდან შორს, კიდე უფრო შორს. მაგალითად სარფში! მართალია სარფი დიდი ვერაფერი ეგზოტიკაა მათთვის ვინს ყოველ უქმე დღეს სავაჭროდ სტუმრობს ჩვენს მეზობლებს. მაგრამ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაფერი ნაკლებად აინტერესებთ და უბრალოდ ველოგასეირნების სურვილი აქვთ - მათთვის მშვენიერი მარშრუტია.



მოკლედ, გავყევით ველობილიკს სანამ ამის საშუალებას მარშრუტი გვაძევდა, შემდეგ აეროპორტს ავყევით, ცენტრალურ მაგისტრალზე გავედით და აი აქ მივხვდით - თუ რაოდენ საჭიროა ჭოროხზე, ზღვისპირას ახლად აშენებული გზის გაგრძელება და გონიოსკენ მიმავალი ხიდის აგება.
ტრასაზე ველობილიკის არარსებობა, გზის განაპირას დამტვრეული შუშის ბოთლების ფიანდაზები და მძღოლების "ზრდილობიანობა" კიდე უფრო ამძაფრებდა ზემოდხსენებული პროექტის მალე დასრულების სურვილს. განსაკუთრებით მაშინ განვიცდიდით დისკომფირტს, როცა სრული სვლით მიმავალი ტრაილერისგან წამოსული ჰაერის ნაკადი პეპელასავით გვაფარფატებდა - მაგრამ ეგ ყველაფერი ასატანია.
ასატანია, რადგან თალსა და ხელს შუა ნელინელ შედიხარ მწვანეში. დიახ, ამხლა უფრო იგრძნობა ეს ყველაფერი. მწვანეა ყველგან და ყველაფერი. ქალაქის ჯუნგლებიდან თავდაღწეული ამას გაორმაგებული მადლიერების გრძნობით ათვალიერებ და კმაყოფილი ხარ.
თუმცა ეგ ყველაფერი მაშინ მძაფრდება, როცა ტრასა კვარიათის სერპანტინზე გაგიყვანს! ათასგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ - მიყვარს მე აქაურობა.

კვარიათი
თოლიებივით შემოსკუპული მეთევზეები
აქ ისეთი სიმამაზეა - რომ რამე წყალზეც გაივლი კაცი
კვარიათიც, გონიოც და სარფიც მაინც ყველაზე პოპულარული ზღვის სეზონზეა. თუმცა გონიოსგან და კვარიათისგან განსხვავებით სარფში ჩასული დამსვენებლები ( ვინც იცის საფრფის მუღამი ) იმედგაცრუებულნი დარჩებიან. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში ლამის ერთად ერთი, ზღვიდან აღმართუი კლდე - რომელიც ასე ძალიან უყვარდა სიმაღლიდან წყალში გადმოხტომის მოყვარულთ - "ნაპირზე გამოიყვანეს". უფრო სწორედ კი მიწა მიაყარეს. როგორც არ უნდა შეურჩიო ეპითეტები - თავისი ფუნქცია დაკარგა.

აქ გადმოხტომას კი არავის ვურჩევ - მანძილი იგივეა - შედეგი დასამახსოვრებელი იქნება უდაოდ 
გზის გაფართოების და ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოები 
ნაპირს რომ ამაგრებენ და ამ კლდის დარად ზღვას არ გავყავართ გაღმა ეს ძალიან მიხარია. მაგრამ აი ამ კლდის ამბავმა ფრიად დაგვამწუხრა. იმედია მოიფიქრებენ რამეს. აი სარფი და იქეთურები კი დგანან ისევ ძველებურად, მედიდურად. აქ მოსულებს გზის გაგრძელების დიდი ჟინი გვქონდა, მაგრამ სამომავლო გეგმებს მივანდეთ ეგ ამბავი. ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავით.


ყოველი შემთხვევისთვის ისიც კი გავარკვიეთ - ვინიცობაა და ველოთი თურქეთში გადასვლა მოგვინდეს, რაიმე საბუთი თუა საჭირო ველოსიპედისთვისო - ღიმილით გვითხრეს - როგორ გეკადრებათ - ველოსიპედს არანაირი საბუთი არ სჭირდება, ისეც გაგხვალთ ფონსო.

ამ ამბით გახარებულებმა იქვე, სარფში მდებარე ერთ-ერთ, საკმაოდ სუფთა და კოხტა ბარში შევიარეთ და ამდენ ფიზიკურ დატვირთვას დანატრებული კუნთები ოდნავ მოვადუნეთ. ოფიციანტი მოგვეგება. მცირეხნიანი საუბრის შემდეგ გავარკვიეთ რომ ყველაზე გემრიელი აქ მაინც ლაზური ხაჭაპური ქონიათ. ცოტა კიდე რომ ჩავეკითხეთ - იმაშიც გამოტყდა რომ ეგრედ წოდებული "აჭარული ხაჭაპური" სინამდვილეში ლაზურია. არგუმენტი კი ის იყო რომ "აჭარულს ხაჭაპურს" ნავის ფორმა აქვსო, ნავით კი ლაზები გადიოდნენ ზღვაშიო. მართალი გითხრათ კითხვაზე "აბა ამ მრგვალ ხაჭაპურს რაღატო უწოდებთ ლაზირს - ამ ფორმის რა გაქვთქო"  პასუხი დიად ამომწურავი არ იყო - მაგრამ მომზადებულმა ხაჭაპურმა "მრგვალმა ლაზურმა" მართლა რომ საამოდ გაგვახარა. გადამატება არ იქნება არანაირად თუ ვიტყვი რომ - ძალიან გემრიელი იყო. თუ გზად სარფი გექნებათ გასავლელი და დროც გექნებათ, აუცილებლად შედით "ოქრის საწმისში" და ჩვენი ქებული ლაზური მიირთვით. არ ინანებთ.

ლაზური
ბოლოს, როცა ჩვენც და გარედან მომდგარი ქუჩის ძაღლიც დავნაყრდით. წაოვიზლაზნეთ და ... აი ეს დაბრუნება ყოველთვის "ნე ტო" თემაა რა.. მოკლედ ამას გამოვტოვებ და მთავარზე გადავალ. ველოტური ბათუმი - სარფი - ბათუმი შეგდა. ახლა ჩემს რუქაზე სხვა თეთრი ლაქების ამოშლას შევდგები. თქვენ კი შემომიერთდით თუ სურვილი, ძალი და ველო გაგაჩნიათ :)

და აი ამ ჭიქით კი გაუმარჯოს თავგადასავლების მოყვარულ ხალხს, მართალია ამ ჟინის დაკმაყოფილებას ვინ როგორ ახერხებს და ვინ როგორ. მაგრამ მთავარია თაროზე არ გაქვთ შემოდებული და არ ამტვერებთ თქვენს სურვილს ნახოთ, განიცადოთ და იგრძნოთ თავგადასავლები. ხოდა - ხეტიალის დრო მოდის. ყველას, ყველას, ყველას წარმატებებს გისურვებთ ! მომავალ გასეირნებამდე.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]