Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბლოკნოტომანია - ახალი ახირება

ბლოკნოტომანია - ახალი ახირება

სვამ ყავას, უსმენ მუსიკას, ტკბები პეიზაჟით და მოზღვავებულ აზრებს ბლოკნოტში წერ, ინიშნავ, ან სულაც ხატავ. კარგი რამაა - კი კარგია მანამ - სანამ ბლოკნოტს დანიშნულებისამებრ იყენებ,


ამ ბოლო დროს ერთი ახირება მაქვს. ბლოკნოტებს ვაგროვებ. ხო, ვაგროვებ. თავიდან უბრალოდ მჭირდებოდა, იმიტომ რომ ხშირად ვწერ ან ვხატავ შიგნით. ხოდა ერთ მშვენიერ დღეს, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა ბლოკნოტი უკვე ამოვავსე მენლით - ახლის შესაძენად გავეშურე.

ხშირად მივსტირით იმ პერიოდს, როცა არაფერი იშოვებოდა და თუ იშოვებოდა - ყველაფერი ერთნაირი იყო. თურმე რიგ შემთხვევებში ეგ კარგიც ყოფილა.

მაღაზიის დაღლებზე ჩამწკვრივებული სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფორმატის, შეფუთვის, ფურცლის, აკინძვის და ტექსტურის მქონე ბლოკნოტები ჩემი თავის ტკივილი გახდა.

ჯერ ერთი ვიყიდე. ეს ერთი სხვა დანარჩენი 2345620347 დან ამოვარჩიე. წამოვიღე, გადავშალე, გატკიცინებულ, გემრიელ ფურცელს ხელი გადავუსვი, კალამი მოვიმარჯვე და ... არაა, ეს ზედმეტად კარგია ამ სემინარის გადამღერებული იდეების ჩასაწერად თქო და ისევ დავხურე.

გადავწყვიტე მეყიდა სხვა, შედარებით დაბალი ხარისხის. უბრალო გამოყენებისთვის. ისევ მაღაზია, ისევ არჩევანი და 2345620346 დან არჩეული მომცრო ზომისბლოკნოტი... რომელსაც ისეთი კარგი ფურცლები ქონდა... უხაზო, ოდნავ მოყვითალო... გეხვერწებოდა არ დამაწერო - დამახატე რამეო...

ხოდა გადავწყვიტე... სახატავად სხვა ფორმატია საჭიროთქო

ხოდა ახლა სახლში ხელუხლებელი ბლოკნოტების მთელი წყებაა. რა გინდა სულო და გულო. მათი გვერდების უბიწობა მხოლოდ ჩემი ხელმოწერითაა დარღვეული და ისიც იმ მიზეზით - რამე ხომ უნდა დამეწერა - ხოდა დავწერე. ზოგჯერ, როცა მორიგ მხევალს შევმატებ ჩემს ჰარემს - ერთს სასაჩუქროდ გამოვარჩევ ხოლმე... მაინც კეთილ საქმედ ჩამეთვლება. ასე ვცდილობ რამენაირად დავაბალანსო რაოდენობა.

ხოდა ... დღეს მგონი ბოლო ბლოკნოტი შევიძინე... ახლა უნდა დავძლიო ეს დაბრკოლება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების პროცესი აღვადგინო. თორემ პლიუშკინის სინდრომამდე და სილლოგომანიამდე ერთი ბლოკნოტი დარჩა :)

6 comments:

  1. ბათუმში ყოფნის ბოლო საღამოს მე და ნინო ძნეაძე ვიყავით 'წიგნები ბათუმში' და ბლოკნოტებზე გაგვახსენდი :))) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო ხედავ - უკვე ბლოკნოტებთან ვასოცირდები :)))

      Delete
    2. აგერ ნახავ, თუ დააბალანსებ)))) არ მაწყობს!:)

      Delete
    3. :))) ხო არა ?! ხარააშოოო... კაი, გავზრდი სინდრომამდე ზღვრულ ნიშნულს და ავიყვან + 10 ბლოკნოტამდე

      Delete
  2. უიმე, მეც მჭირს ეს. :/

    ReplyDelete
    Replies
    1. :) მშვენიერი რამ გჭირს

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]