ის მომენტიც, როცა ადამიანებით გადავსებულ სახლში მისი ამბის მოსმენა გინდა, სადმე სიჩუმეში, შენ და ის რომ იყოთ მარტო, ან თუ მარტო არა ხელს მაინც არ გიშლიდეს არავინ.
ის მომენტი, როცა დროს მოიხელთებ, სადმე ისევ მოკალათდებით და : "ხოდა რაო? რას ამბობდი?! - ა, ხო ისა...." და ისევ გრძელდება ჩანიშლუნი ამბის თხრობა, ისევ გრძელდება მოგზაურობა. ეს გზა განვლილი გაქვს, მაგრამ მეხსიერების შეფერკმთალებული ნახატების ხელახლა გაფერადება ისე გსიამოვნებს რომ ვერც კი ამჩნევ დაღლას.
Old book - A good book |
შემდეგ ემშვიდობები შენს მეგობარს, დროებით. ჰფირდები რომ მალე დაბრუნდები და მის "საძმოს" კიდევრამოდენიმე, რჩეულ ძმაკაცს შეჰმატებ. მართალია ისინი ფასდაკლებით, დიდი ბაზრობის დროს გაიცანი და ძველი მეგობრებივით უკვე დაბადებულს არ გელოდნენ ხის თაორებზე. მაგრამ ამით მათ "კაი წიგნობას" არც არაფერი აკლდება. პირიქით, ასეთი საძმო რაც უფრო მრავალრიცხოვანია - მით უკეთესია და კარგი.
არასოდეს მივბრუნებივარ ძველ წიგნებს. ჯერ იმდენი რამის წაკითხვა მინდა, დრო არ მეთმობა უკვე წაკითხულის გადასაკითხად.
ReplyDeleteთუმცა, შეიძლება 50-55 წლიდან თავიდან დავიწყო ფავორიტი წიგნების წაკითხვა. ვფიქრობ, ასე უფრო მეტად მიხვდები რა შეაფასე და რა გადააფასე წლების მანძილზე.