Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Old books - Old friends ( შეხვედრა ბარში )

Old books - Old friends ( შეხვედრა ბარში )

ძველ წიგნთან შეხვედრა ძალიან წააგავს ძველ მგობართან შეხვედრას! აი ის გრძონობაა, როცა მის შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც გსიამოვნებს მის მიერ მოყოლილი ამბის გაგება! გაყვითლებული ფუცლები, ოდნავ გაქექილი გვერდები და სუნი, ძველი ამბების სუნი.


ის მომენტიც, როცა ადამიანებით გადავსებულ სახლში მისი ამბის მოსმენა გინდა, სადმე სიჩუმეში, შენ და ის რომ იყოთ მარტო, ან თუ მარტო არა ხელს მაინც არ გიშლიდეს არავინ.


ის მომენტი, როცა დროს მოიხელთებ, სადმე ისევ მოკალათდებით და : "ხოდა რაო? რას ამბობდი?! - ა, ხო ისა...." და ისევ გრძელდება ჩანიშლუნი ამბის თხრობა, ისევ გრძელდება მოგზაურობა. ეს გზა განვლილი გაქვს, მაგრამ მეხსიერების შეფერკმთალებული ნახატების ხელახლა გაფერადება ისე გსიამოვნებს რომ ვერც კი ამჩნევ დაღლას.

Old book - A good book
ის მომენტი, როცა მასთან დროებით დამშვიდობების შემდეგ გახსენდება რომ ვაშლი, რომელიც ხელთ გქონდა, მთელი დღე ისე ასეირნე იქით-აქეთ, მისი ჩაკბეჩაც კი აზრად არ მოგსვლია. ხო, როცა ამბავი საინტერესოა ამაზე ნაკლებად ფიქრობ.

შემდეგ ემშვიდობები შენს მეგობარს, დროებით. ჰფირდები რომ მალე დაბრუნდები და მის "საძმოს" კიდევრამოდენიმე, რჩეულ ძმაკაცს შეჰმატებ. მართალია ისინი ფასდაკლებით, დიდი ბაზრობის დროს გაიცანი და ძველი მეგობრებივით უკვე დაბადებულს არ გელოდნენ ხის თაორებზე. მაგრამ ამით მათ "კაი წიგნობას" არც არაფერი აკლდება. პირიქით, ასეთი საძმო რაც უფრო მრავალრიცხოვანია - მით უკეთესია და კარგი.

1 comment:

  1. არასოდეს მივბრუნებივარ ძველ წიგნებს. ჯერ იმდენი რამის წაკითხვა მინდა, დრო არ მეთმობა უკვე წაკითხულის გადასაკითხად.
    თუმცა, შეიძლება 50-55 წლიდან თავიდან დავიწყო ფავორიტი წიგნების წაკითხვა. ვფიქრობ, ასე უფრო მეტად მიხვდები რა შეაფასე და რა გადააფასე წლების მანძილზე.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]