Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ველო 2014 დაიწყო

ველო 2014 დაიწყო

ზაფხული მოდის. ზამთარ გადატანილ სულსა და სხეულს ძლიერ სწყურია განტვირთვა, დასვენება და დიიდი დოზით მზისგან მიღებული პოზიტივი (ლეღვის ნახარში არ იგულისხმება). ჩემს ირგვლივ ყველა აფაციფუცდა, ზოგი ფიტნესზე ჩაეწერა, ზოგიც ცურვაზე, ზოგიც დიეტის საოცრებების ძიებაში ხან რას ჭამს და ხან რას სვამს. მოკლედ. ემზადებიან ზაფხულისთვის. სხვათაშორის მზადება არა მხოლოდ ადამიანის სხეულს სჭირდება - არამედ იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელთა ხარჯზეც ძაალიან ბევრი საზაფხულო თავგადასავლების დაგროვებას ვაპირებთ. მე ასეთი - ველოსიპედი მყავს. ხოდა დღეს, თავის ველოექიმს წავუყვანე "ხელის შესავლებად". იქ დაზეთა, აქ რაღაც გაასწორა, იქ კიდე დაუჭრა და ... ახლა ორთავე სტარტზე ვართ.
თუმცა სანამ ცოტა დრო კიდევ მაქვს, მინდა თვალი გადავავლო ამ წლის ველო-ტენდეციებს. მარტო ჩემთვის ხომ არ მოდის ეს დალოცვილი ზაფხული.

ბათუმი რამდენადაც მე ვიცი (სამწუხაროდ) ერთად ერთი ქალაქია საქართველოშ სადაც ველო მოძრაობა მოწესრიგებულია და ველომოყვარულთათვის სავალი ბილიკებიც არსებობს. მართალია ეს ბილიკები ძალიან უყვართ ავტომობილის მძღოლებსაც და ქვეით მოსიარულეთაც, მაგრამ მათი არსებობა ერთი დიდი პლიუსია. ეს ველო კი სწორეთ აი იმ, დანარჩენი. სავალნაწილ მოუწესრიგებელი ადგილებისთვის და უჩვეულო რელიეფისთვისაა სპეციალურად შექმნილი

Rungu Juggernaut Bike



ამ საბურავებს არ ეშინიტთ არც უსწორმასწორო გზების, არც ქვიშის და არც გრუნტის. ერთია, ამის პატრონს კარგი კუნთი უნდა ქონდეს ფეხზე. თუ ეს თქვენ შეგიძიათ, მაშინ ეს თქვენი ველოა  Rungu Juggernaut Bike


Rungu Juggernaut Bike

მთაში ფეხით ხეტიალის მოყვარულებს ეს ველო დანამდვილებთ დააინტერესებთ. ზურგჩანთის უკან ჩამალული ორი ბორბალი ( კომპანიის წარმომადგენლების თვალსაზრისით) ძალიან სასიამოვნოს გახდის მთიდან დაშების პროცესს. მართალია აღმართში თქვენი ორთვალა მეგობარი დაკეცილ მდგომარეობაში თავად უნდა აიტანოთ, მაგრამ ხომ გახსოვთ : ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს. ხოდა... რავიცი, იქნებ ეს ველოა თქვენი 


INgSOC

ბენი სიმოლასა და ედვარდ კიმის დიზაინით შექმნილი ეს ველო კი მომავლოდან გვეწვია. ყოველ შემთხვევაში სანამ ეს ქმნილება ჩვენამდე მოაღწევს... უმსუბუქეს ჩონჩხზე აწყობილი ველო არა მხოლოდ თავისი მსუბუქი დიზაინით მოგხიბლავთ, არამედ ამ ჩარჩოში ჩამალული ელექტროძრავის წყალობით, გასეირნებისას დიდ შეღავათსაც გაგიწევთ. მათი მთავარი იდეა კი მაინც ბორბლებია, რომლებიც ყოველგვარი "სპიცების" გარეშე, პატარა ძრავების წყალობით ტრიალებენ. ხო, აშკარად მომავლიდანაა....


Connor Woody Cruiser

ეს მოდელი კი ჰიპსტერებს ნამდვილად დააინტერესებთ. მისი ჩონჩხი მთლიანად ხის მერქნისაგანაა შექმნილი. ორიგინალური დიზაინის მოყარულებს ისაც გაახარებს რომ ეს ველოები მხოლოდ პერსონალური შეკვეთით მზადდება და მათ შესაძენად რიგშიც კი მოგიწევთ ჩადგომა.


Diamondback

ხოლო თუ ზესპორტული ინტერესები გამოძრავებთ და უბრალო ველოგასეირნება თქვენთვის საკმარისი არ არის. თუ გინდათ სისწრაფე და განუმეორეელი შეგრძნებები რასაც ველოსიპედი განიჭებთ....


ეს ისე, ამ სეზონის ყველაზე უცხო ველოებს რაც შეეხებოდა. თუმცა ზაფხული არც ისე შორსაა და სავსებით შესაძლებელია რომელიმე კომპანიამ კიდე არაერთგზის გაგვაკვირვოს, თან სასიამოვნოდ. მანამდე კი იმედია ყველა თქვენთაგანი იპოვის თავის საყვარელ ველოს, იმოძრავებს რაც შეიძლება მეტს და ქალაქიც ამოისუნთქვას. 

ახლა კი ველოს დროა, დროებით


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]