ზღვა გუგუნებს. ჯაჭვზე დაბმული ქოფაკივით იწევს ნაპირისკენ. დუჟს აფრქვევს, ღრიალებს, ტალღებით კაწრავს, თხრის ქვას და ღორღს. მომნუსხველია მისი ყურება. მოჯადოვებული დგეხარ და მხოლოდ მაშინ ერკვევი როცა მისი ტალღის ქაფი შიშხინით გედება ფეხებში. შემდეგ კი კადრულობ, შენს "უშიშრობას" ივიწყებ და გამორბიხარ ნაპირისკენ.
უეცრად გაბრაზებულა. მოვარდლინა და აუპხრებია ნაპირი. კიდევ კარგი წვიმა და ქარი ვერ აიყოლა. თორემ მისი ბრაზი გაცილებით მწარე და სავალალო იქნებოდა. ახლა მარტო ღელავს და ბრგვინავს.
ჯერ კიდევ ადრეა მისი ბრაზისაგან მიღებული შედეგის თვლა. სამწუხაროდ ერთი ადამიანი მაინც წაიყვანა. მეთევზე, რომელიც მისგან საზრდოს ელოდა. გაბოროტებული იყო დღეს ზღვა ... მოარღვია, მოაცალა და მობრდღვა ჯებირები, ბიკები, ნაპირი ... ნაგავი აყარა ნაპირს...
დღის ბოლოს კი ისევ ჩაწითლდა დასავლეთი. ისევ გამოჩნდა მზე, გადაავლო მოოხრებულ ნაპირს თვალი და ჩაესვენა მწუხრით.
მომნუსხველია
ReplyDelete