ქუჩიდან შეციებული და ლოყებაწითლებული შემოვიდა. მომესალმა და ოთახისკენ ჩუმად გამომყვა. კი, აქ ნამყოფი ვარ ადრე - ქართული ხალხური სიმღერები ჩავწერეთო - გამომიტყდა. ოთახში შევედით, ტახტზე მოკალათდა და ტელეფონს დაუწყო წვალება. მორიდებული, ზრდილი და ... შემზადებული სიღრმისეული საუბრებისთვის. აი ასეთი დავინახე. თუმცა ეს ბოლო ჩემთან მიმართებაში ნაკლებად გამოადგა. მკითხა - მუსიკაში ერკვევი?! ანუ, მუსიკაზე და დღევანდელ სიტუაციაზე უნდა ვისაუბროთ?!. გამეღიმა, არათქო, ეს სულ სხვა გადაცემაა და ამას თავად მიხვდები რამოდენიმე წუთში მეთქი. კარგიო, ეტყობოდა ჩემმა პასუხმა ვერ დააკმაყოფილა, მაგრამ გამომყვა. გადაცემა დაიწყო და გაყინული ლუკაც ნელინელ გათბა, გაიხსა და ალაპარაკდა.
გადაცემის მერე მეგობარმა დამირეკა - ვუსმენდი და იცი რა გამახსენდაო?! რა მეთქი - რა და ჩვენი თავი ამ ასაკშიო. როცა მთების გადატრიალების, ვარსკვლავების მოწყვეტის ძალას და შეძლებას ვგრძნობდით ძარღვებშიო. აი ეს მუხტი ქონდა შენს სტუმარსო. ხო, ასეცაა. მას ააქვს ეს მუხტი და ეს შემართება... და რაც მთავარია მას ააქვს ყველანაირი იარაღი რომ ყველაფერი ის რაც უნდა - მიაღწიოს, დაიპყროს, შექმნას და გააჩუქოს.
ჯერ მაჭარია, უნდა იჩქეფოს და იდუღოს ისე ლამაზად და ეშხიანად როგორც მღერის. ჯერ მაჭარია და მიხარია რომ ჩვენ წინ გველი მისი დუღილი, წვა, ცვლა და დაღვინებაც.
didi madloba!!!
ReplyDeleteAmerikashi ratom ar ixsneba videooooo.verapers vxsni saertod
ReplyDeleteსიმღერებზე საავტორო უფლებების არქონის გამო.
DeleteAbsoliturad kvelaperi ixsneboda aqamde, komentarebidan gavige, rom marto me ar mqonia es problema,sadme xom araa kidev mag chanateri??? egeba iq shevzvre???
Deleteluk, shen xar chemtvis ertaderti namdvili, ukompromiso, sakutari tavis da musikis ertguli. sheni tsarmateba iqneba namdvili gamotsveva im realobis mimart rashits vimkofebit. me mas udidesi sixarulit davelodebi da shevxvdebi
ReplyDeletera mezobeli myavs :DD :D :P
ReplyDeleteმიყვარს ეს ადამიანი თავისი ყველაფრით!
ReplyDeleteმიყვარს იმიტომ რომ ასეთია!
ასე მგონია ჩმი სულიერი ალტერ ეგოა!