ჯერ რვა საათია, მაგრამ გურიაში უკვე დენთის და საფანტის ჭექა-ქუხილია. გვიყვარს გურულებს გენერალური რეპეტიციები. განსაკუთრებით ბავშვებს. ვნახოთ აბა როგორი ხმა ექნება ამ "ბომბაჩკას" ახალ წელს... ბაბაახ.... აბა ამას?!... ბაბაახ...... ორივე ერთად რომ გავხეთქოთ .... ბააააბააახ....
- გაწყტა მაგის მომგონის ჯიში და ჯილაგი, დავყრუვდით - ისმის სამზარეულოდან.
კარის ყოველი გაღების შემდეგ ზოგჯერ ხვერწნით, ძირითადად კი ხელში აყვანილი გამოგვყავს "ბობმაჩკებისაგან" შეშინებული რექსა გარეთ. არც გაგდებული გოჭის ხორცი ხიბლავს და არც ბეჭის ძვალი.
- შემოიტანე კაცო ეგ გოჭი, არ წაიღოს ძაღლმა.
- ამას მისი სული ძლივს მიაქვს, რაის წამღებია
- ადექი ზედ და შემოიტანე, ნუ ხარ გაზარმაცბული
- რავა ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ ოჯახში, აი ამხელა მუტრუკი რომ ზის ამ კომპიუტერთან ადგეს და შემეტანოს. არ მოწყვეტს წელს
- მაგან ხო ააწყო ნაძვის ხე?!
- რაღა გვიჭირს, ავშენდით. აგერ ვენოკიც დამიკიდა სასტუმალთან.
- აგეწყო მაშინ შენ?!
- იოლკა ვჭამო მერე?! შემოიტანოს არაფერი უჭირს
- ხო, გადააბარე იმწუთას სხვას შენი საქმე... შემეიტანე თორე წეიღო ძაღლმა
- უხ, ხომ არ მომასვენებენ, მართალია აი ცაგარელი, შენი წელი მოდის უკვე და რა გოუძლებს.
- ნუ გეშინია, შენ იმფერი სქელკანიანი ხარ შხამი კი არა მახათიი ვერ გააღწევს.
- მისისინე ხო მისისინე
- ე, გახდა თორმეტი საათი,. სადაა თოვლის ბაბუა?!
- არა მარი, ჯერ რა დროს თორმეტია?!
- აბა ის ისარი?!
- ის დიდი ისარია, აი პატარა ისაიც რომ მასთან ერთად იქნება მაშინ მოვა თოვლის ბაბუაც!
- აუუ... გადავწიოთ რა პატარა ისარიი... და მოვა თოვლის ბაბუაა!!
საახალწლო კონცერტი მოედანზე. სიმღერებს შორის აპლოდისმენტების ნაცვლათ ბომბების გრუხუნით ჩახშობილი ტაში და სადღაც, მასის შუაგულიდან "მომბის მსროლელისკენ" წამოსული სამადლობელო უოფეთქე დედაშენს....
ასე ხმაურით საქართველოში არსად არ მოდის ახალი წელი როგოც გურიაში. ამდენი ტყვია წამალი, ამდენი დენთი და საფანტი რაც აქ ოცდათერთმეტი დეკემრის თერთმეტის ნახევრიდან პირველი იანვრის ბარე ორ საათამდე რომ იხარჯება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს კი არა თამარის დროინდელ საზღვრებს დაიბრუნებდა. მოდის ჭექით, სახურავზე მიყრილი საფანტითა და დამწვარი გოგირდის სუნით.
მერე ისევ გამოგვყავს გარეთ მაგიდის ფეხს ჩაფრენილი რექსა და ახალი წელი ისევ, მირთმეული გიზინაყით, სიმბოლურად აფეთქებული შამპანიურით, ტრადიციული ოლივიეთი, ვინც არ მარხულობს იმან რა დააშავას გულისთვის პირშიბოლოკ გარჭობილი გოჭითა, გადატეხილი ჩურჩხელებით და ამ ქართულ არხებზე ხო ვერაფერს ვერ ნახავს კაცი საახალწლოდ ჯუჯღუნით მოდის... მოდის და მოდის.
- აუ, ამ თოვლის ბაბუას რა დავუწერე და რა მომიტანა... ბარბი და გალაქსი ნოუთი მინდოდა და ბარბი და კიდე რაღაც თოჯინა მომიტანა... აუ რატო ერევა ასე საჩუქრები...
ბედობისას ყველა ცდილობს იმ ადამიანებთან იყოს ერთად ვისთანაც გულს უხარია. ამ შემთხვევაში საუკეთესო 2 იანვარი მქონდა. ბედობა, როცა ღიმილი უბრალოდ შესვენება იყო ხარხარსა და ისტერიულ სიცილს შორის! ამ ამბავს ალბათ მერე მოვყვები, ოდნავ დაწყნარებული გონებით! ჯერ ადრეა, ჯერ კალანდობა ისევ წინაა, აი ის, ნამდვილი "ახალი წელი" !
ისე კი.. მშვენივრად შევეგებეთ ორიათას ცამეტს. დაჩქარებული წესით,ხმათა უმრავლესობით, თებერვლის ნაცვლად უკვე იანვარში გავაცილეთ ხუთიანზე ასრულებული დრაკონი და შევეგებეთ საოცნებო გველს. ასტროლოგები გვირჩევდნენ რა ჩაგვეცვა, რა გვეჭამა, რა არ გვეჭამა, ვინ დაგვეჭამა და ვინ დაგვეგესლა.. მაგრამ როროგიც არ უნდა იყოს ოცი ცამეტი, ფაქტი ერთია. მისი დასაწყისი ძალიან მომწონს. ეს არის წელი, რომელის მოსვლასაც ძალიან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ის კი აი ასე, ყველა ფსევდოგანათლებულ-მართლცრურწმენიანთა გულზეგასახეთქი დამცინავი ღიმილით მოვიდა და გათენდა
ხოდა ასე ... გილოცავთ ახალ დღეს, ახალ თვეს, ახალ წელს და ყოველივეს ახალს. მრავალს დავსწრებოდეთ !
შენ სულ გურიაზე უნდა წერო პოსტები. და ყავაზე :))
ReplyDeleteორი ამოუწურავი თემა :)
Deleteერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და გავიხსენე რა ბედნიერი ვყოფილვარ აი მაშინ, სადღაც ბავშვობაში ბებიასთან ოზურგეთში რომ ვხდებოდი ახალ წელს. მოდიოდა მეკვლე წინასწარ ”შეთვალიერებული”, შესწავლილი გენეოლოგიით, დარწმუნებით რომ იძახდნენ ”მაგას კაი ფეხი ექნება იმისთანა ხალხის ნაგრამია” , მოსალოცი ტექსის ავტორი და დამდგმელ-გამფორმებელი, ხმის რეჟისორი და ა.შ. თავად ბებია იყო და ვაი მისი ტყავი (მეკვლის) არ მოწონებოდა მისი გამოსვლა, მეკვლე ისე ნერიულობდა თითოს ოსკარზე იყო წარდგენილი....მაგიდაზე უხვად იყო გოჭი , ”წაგრილებული” ხაჭაპურები, მოხარშული დედლები... ბებია გვეხვეწებოდა ”ა ნენა მეიტეხეთ ბარკალი, მალე ქენით ”ვალიუტებო” გაგიცივდენ ხოორციო” .... მიყვარს და მენატრება ჩემი ბავშვობის გურია.
ReplyDeleteხო, მეკვლე და მისი ტექსტი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე. ახლა სამწუხაროდ ნაკლებად, მთავარია "კაი ფეხი" :) ქათმის ბერკალი კი ყოველთვის შვილიშვილისა
Deleteiseti gemrieli tsasakitxia mominda guriashi axali tslis shexvedra!
ReplyDelete