22.10.2009

პალიასტომი

  
ძამა შენ თევზის საჭერად ხარ წამოსული თუ ჭიაყელბის საბანაოდ?! გადააგდე ნორმალურად მაი ანკესი იქეთ. მეიცა, აი ერთი კეპკა მაქ და მაგიას მაინც ნუ წამოამევ ანკესზე, ნელა მეიქნიე! ნელათვა.. კაია, წაი ახლა და მოძებნე საცხა გადააგდე...

დაახლოებით ასე მაკვალიანებდნენ პალიასტომის ნაპირთან ჩემთან ერთად სათევზაოდ წამოსული ძმაკაცები. არაჩვეულებრივი მზიანი დღე იყო და რაღათქმაუნდა არც ჩვენ ვიყავით მოღრუბლულ განწყობაზე.  იქ სადაც ერთზე მეტი გურული შეიკრიბება მოწყენას რა უნდა. ხან ერთს ამოვიჩემებდით და ხან მეორეს. ვგლახაობდით ასე და დარწმიუნებული ვარ წყლის ქვეშ თევზიც გულიანად იცინოდა ჩვენზე. ერთი საათი ლიფსიტაც კი ვერაფერი ვერ დავიჭირეთ .

- ევიწიოთ პაწა ზევით. ეგება იქ გაგვიმართლოს
- ახლა შუადღე ახლოვდება და თევზი ლაფში წვება
- გაჩერდი ერთი, ძაან იცი შენ ლაფში წევს თევზი თუ ასფალტზე. ჭადი ყურში მიგაქ
- შენ რო იცი ჩემზე მეტი იმიზა ასწრებდნენ ერთმანეთს კალმახი და წვერა, არა მე დამიჭირე არა მეო...
- ე ძამა ვიცი მე აი ადგილი. შარშან ვთევზაობდით და აფერი არაა აქ. არ იჭირება
- დანაშაულის ადგილზე მომიყვანე ბიჯო?
ერთი სიტყვით გამოცდილი მეთევზე ჩვენში არც ერთი არ იყო. რამოდენიმე მოყვარული, რომლსაც მარტო თევზჭერის პროცესი სიამოვნებდა. ერთი "უპონტობის" გამო წამოსული, ერთიც მე და კიდევ ერთი ძალად წამოყვანილი, მანქანის  მოჯუჯღუნე პატრონი.
- ერთი არ დგიჭერიათ ზუთხი და გაგძნეყვავთ თქვე საცოდავებო...

პალიასტომი გინახავთ? ულამაზესი სანახავია. როცა ნიავი ჩამდგარია მოკრიალებული სარკესავითაა. მერე აიქოჩრება და მის ზედაპირზე შეგიძლია დაინახო თუ როგორ ცეკვავს ქარი. მერე შესაძლოა საერთოდ შეიცვალოს ფერი. ჩაქუფრდეს, ჩანაზრისფრდეს. ხოლო თუ გადაირია... ზღვაზე ნაკლები არაფრითაა. თუმცა ასეთივე იყო ჩვენი შავი ზღვაც. მტკნარი და იდუმალებით მოცული. ეს მანამ, სანამ ხმელთა შუა ზვა არ შემოერვარა ( ამაზე მერე მოგითხრობთ )

მართალია თევზს რო იჭერ ჩუმად უნდა იყოო ამბობენ. მაგრამ ჩვენი გაჩერება იქნებოდა?
-ბიჯო ადრე გახსოვს კაკლებს ვჩეჩქვავდით და წყალში ვყრიდით თევზის მოსაწამლად
- რად გინდა ბიჯო შენ კაკალი, ჩაყავი ენა და მაგაზე მეტი საწამლავი რას ააქ?
- ნუ იხვანები ფრიადოსანივით და იქედ ჩააგდე ანკესი. ნუ მეკვეხები
- თევზს შენ ვერ იჭერ, ჭიაყელას ვერ აცმევ. ქალი შენ არ მოგყავს. რაია კი მარა რა გეტაკთ?
- რაია ძამა და ჭკვიანს ჩვენ არ ვუდივართ და აბდალი ჩვენ არ გვინდა
- ნუ გეშინიათ. გაგარონიებთ ჩემთან კურსებს. თვარა მერე ასაკი ხო იცი?!...
- რაია ძამა ? უჩივი უკვე რამეს? ვეღარ ქოქავ?
- ხო გეუბნები?! ჩააყოფიო უნდა ენა წყალში და ამოტრიალდება პალიასტომი...
ვხარხარებდით და ვითვლიდით არც თუ ისე დიდ ნადავლს. თუმცა საღამოს პირს უფრო წამოვიდა თევზი. მოშივდათ ეტყობა.
- ე ბიჯო გამწარდნენ მგონი. რაა ეგ?
- თემურას გახედე. ბრიფინგი აქ იმდენი თევზი ესევა....
- ბიჯო ჭიაყელა გამითავდა მასესხეთ!
- გადატრიალე ბიჯო ქვა და ნახავ
- მიე მიე, თვარა თევზს ჭიაყელაში არ შეეშალოს და არ მიახტეს მაგ გამხმარს...
საღამოს ტურები აწიოკტნენ...
- უი და ზმუკი! რა საზიზღარი ხმააქვთ მაინც ?!
- შენ დაგინახეს და გოუხარდათ ნათესავის მოსვლა!
- ე ბიჯო გაჩერდი თვარა გირტყი აი ღორჯო თავში
- ხო იქნიე რა გენაღლება შენი დაჭერილია თუ? ჯართი არ დარჩა ფსკერზე შენ რომ არ ამოგეხიკა. აბარებს აი ეტყობა
- ჯართს მე კი არა მამაშენი აბარებდა 5 წლის წინ შენი სახით კოლეჯში. შენი იმედი აქ ოჯახს?
- ვაი შე აბდალა. მამაშენს მართლა ჯორკო გეეკეთებია ჯობდა შენს გაკეთებას. ჩამოჯდებოდა ქემაინც კაცი მარა ისეთი უვარგისი ხარ სამი ფეხის მაგივრად ორი გექნებოდა მაშინაც...
- ბიჯო ნუ გამომაყვანიებ შენს ჭიშკართან შენი სახელობის წყაროს. რო ბჟირდები და იკვაჭები მოი და გაარჩიე თევზი...
- შეხედე ბიჯო? ამ თევზივით არ იყურება თამაზა რო გადათვრება?...
- შეყარე ბიჯო შეშა, არ ჩაქრეს ცეცხლი თორე ჩაგიქრობ სიცოცხლეს...



დღისით ხო ლამაზია პალიასტომი. ღამით კი ორჯერ უფრო საოცარი. განსაკუთრებით მაშინ როცა ვარსკვლავები და სავსე მთვარე დაჰყურებს ზემოდან და მაშინ როცა კოღოების საწინააღმდეგო მაზი გაქვთ წაღებული. თორე კოღოს მოგერიებაში თვითგვემის პროცესი გარანტირებული გაქვთ. კოცონის ბირბირი. მეგობრების ხმები. სგარაზე დადობილი ნადავლი , კარალიოკის არაყი და გრძელი ნათელი ღამე. ტურების შემოყმუვლება, საპასუხო გინება, კოღოს გადაჯიშების პერსპექტივები და დაუჯერებელი ზღაპრები... აქანა ძამა აა ამხელა თევზი მოდიოდა....

Post a Comment

3 комментария:

  1. :))))

    ძალიან მაგარი დიალოგია :)))
    უჰუჰუუ

    მომეწონა

    ОтветитьУдалить
  2. ვაიმე, როგორ ვიცინე! მეც მინდა ასეთ თევზაობაზე :)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!