13.10.2009

რექსა


რექსა.
სახელების შერჩევაში დიდი ორიგინალურობით მამაჩემი არასდროს არ გამოირჩეოდა. საერთოდ სამი მოქმედი სახელი არსებობს ჯერ-ჯერობით. როკი, რექსა და ჯეკა. სქესს არანაირი მნიშვნელობა არააქვს. არც იმას არააქვს მნიშვნელობა შენ რას დაარქმევ. მაინც ეგ სახელები იქნება ხმარებაში. იმიტო რო მამაჩემს ცნობიერებაში ძაღლთან ასოცირებადი მარტო ეგ სახელები აქვს ჩაბეჭდილი. ასე რომ უკვე გვყავდა ჯეკა მე2-ე, როკი მე-5-ე და რექსა მე-3-ე. რექსა მე-3-ე დედალი, შავი გერმანული ავჩარკაა. ბზინვარე ბეწვით და სევდიანი თვალებით. მიუხედავად მისი საკმაოდ შთამბეჭდავი ზომისა და ავი გამომეტყველებისა, საკმაოდ კეთილი ძაღლია. როგორც ჩვევია ავჩარკებს. მისი საყვარელი საქმიანობა ჩემს კვალდაკვალ, პირში ჯოხ მოგდებული ძუნძულია.მაგრამ ამაზე ცოტათი ქვემოთ.

დღემდე ვერ ვხვდები რატო აჩვევენ ძაღლებს ბრძანებების შესრულებას რუსულ ენაზე. რატო ჩავდეთ რათველებმა ეს ცინიკური ნაღმი ასე ირონიულად ამ საქმეში. გაიხსენეთ, ზუსტად რუსულად ვესაუბრებით ძაღლებს. მაგალითად: "პაშოლ", "სვოლოჩ", "ჩუჟოი,ფას","იდი ვონ" და ასე სემდეგ. თითქოს ეს ჩვენი ძარლები დიპლომირებულ ენის სპეციალსტები იყვნენ და ქართულად არ ეკერკებოსნენ..მაგრამ რას იზამ...

ხო, იმაზე ვსაუბრობდი უკან დამსდევს მეთქი. პატარა, საყვარელი და სულელ ლეკვი რო იყო, ფეხსაცმელს რო მიღრღნიდა და ყაპყაპებდა მაშინ ვასწავლე. ავიღებდი ჯოხს, გადავუგდებდი და მასაც მოჰქონდა. მაგრამ ძაღლი გაიზარდაა.. მე კი როგორც წესი სახლში იშვიათად ვარ. ერთხელაც ჩავდივარ, ეზოს კარებს ვაღებ და ვხედავ რომ რაღაც შავი მასა მოწყდა და ჩემკენ მოქრის. სანამ გავარკვიე რომ ეს რექსა იყო ჩემი კი დამემართა... ხოდა დღესაც ჩემსავით თავი ბავშვი ჰგონია და სულ თამაშს მთხოვს. როცა აშვებული გვყავს კარებთან მელოდება. როგორც კი დამიგულებს გარეთ გასულს, მოწყდება, გაიქცევა, ატყდება ხრაგუნი, რაღაცა დაიმტვრევა, რაღაცა გადმოვარდება და ვხვდები რომ ჯოხს ეძებს. რაღაცას იპოვის და მოვა ქეშელით. დამიგდებს წინ და ენაგადმოგდებული, განათებული თვალებით მელოდება როდის გადავუგდებ. მაგარი სანახავია ეგ ყველაფერი. თუმცა ყოველთვის თამაშის ხასიათზე როდი ვარ. ხოდა დამდევს ამ ჯოხით უკან. პრინციში თუ ჯოხი ვერ იპოვა ნებისმიერი რამ რისი გადაგდებაც შესაძლებელია და პირში ჩეტევა იმას აპორწიალებს. მათ რიცხვში ხშირად ხვდება ცოცხი, ფეხსაცმელი, შეშა, აქანდაზი და კიდე სხვა რაღაცეები.

ყველაზე სასაცილო კი მაშინაა როცა გთხოვს რო გამეთამაშეო. მუცელზე კოტრიალებს, ხტუნავს, ცუნცრუკებს. თუ რამეს აკეთებ მოვა და გვერდით დაგიდგება, გაგლოკავს და გაიქცევა, დაილამება. ერთი სიტყვით მაგარი სასაცილო ვინმეა.

იყო შემთხვევა სახლიდან ყველა წასულები ვიყავით და რექსა მეზობლების იმედზე დავტოვეთ. 3 დღეში დაგვირეკეს ," რომელიმე ჩამოდით თორე არც წყალს სვამს და არც ჭამსო, გარეთაც არ გამოდის მისი სახლიდანო". ჩავედი. ჩავედი და ისეთი ყეფა-წკმუტუნი ატეხა, გამოცოცხლდა, მთელი დღე დამდევდა და არ მშორდებოდა. ფეხზე მეყრდნობოდა, თავს მადებდა. შემეცოდა. ეგეც ხო იჯახის წევრია. ისიც ითხოვს სითბოს და სიყვარულს რომელსაც პურის ნატეხსავით გადავუგდებთ ხოლმე...
რექსა

Post a Comment

1 комментарий:

  1. გული ამიჩუყდა ბოლოში :-((( მართალი ეგ ამბავი, ეგ კი არა ჩემი კატა იქცევა ხანდახან ისე რო მრცხვენია რო კატად ვთვლი :-)))

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!