Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

თბილისიდან ბათუმამდე

თბილისიდან ბათუმამდე

ხმაური, ტემპი და ისევ ხმაური. ალბათ ვერც ამჩნევენ უკვე. თუმცა ერთი ორი დღე და შენც ვეღარ შეამჩნევ. შენთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ყველა ქალაქს თავისი განწყობა მოაქვს. ხოდა აქაც ესეა. თუმცა ამ ქალაქში მოჩუქურთმებული აივნიდან გასამზეურებლად გადმოფენილი ჭრელი ნოხის დარად განწყობაც ჭრელია. შენსას აქ ნებისმიერ შემთხვევაში იპოვი. მოირგებ ან მოგირგებს.



თვალიერებას შევყევი. ზოგი რამ მომეწონა და მერე გამახსენდა გაგონილი ფრაზები. დღეს უკვე აღარ არის მოდაში სიტყვა "მომწონს". რაც უფრო მაღლა აიშვერ ცხვირს, აწევ წარბს და აიღრენ ტუჩს რაღაცაზე, ან იტყვი "ფუ ეს რას გავს", ან კიდე მთლად უკეთესი - სხვას დაუწუნებ მოწონებულს, უფრო აგამაღლებს სხვის თვალში. მე კი სულაც ცალ ფეხზე მკიდია ვის რა არ მოსწონს ან კიდე ვინ რაზე იბზეკს ცხვირს. მე ძალიან მომწონს რომ კოლორიტი შერჩა, იპოვა თავისი ნიშა, გაბრანდდა და შეიფუთა. თან ის მხოლოდ მისთვის სახასიათო. აზიურ ევროპული - ქართულად ჩადუღებული ეშხი არ დაკარგა.


კარგი ყავის ძიებაში გზად ერთ-ორ ბათუმელს რომ არ გადაეყარო და ბარში მისულმა ერთ სამსაც კიდე ბარშივე არ უთხრა გამარჯობა ... აბა ისე როგორ. სადაც ყავაა იქაც ბათუმია.   მითუმეტეს რომ ამ ყავასთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებს.


ხო, რა ვქნა, მიყვარს  კარგი ყავა, გარემო სადაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, არავინ გაწუხებს ყაყანით, ხარხარით ან სიგარეტის სუნით და თანამოსაუბრესაც ყურის ბარაბანზედ არ დაჰყვირი. ბარების, პაბების და რესტორნების კულტურა კი ... ორივე ხელით ვაღიარებ - დედა ქალაქია.


კარგია თბილისი. მაგრამ ცოტაა დრო. ბათუმისკენ... გზა, უკან მოტოვებული მცხეთა, ქვემოდ დატოვებული იგოეთი, უღელტეხილი, გვირაბი, ნაზუქები, ჰამაკები, ... რადიოტალღებივით სწრაფად ცვალებადი, ზოგჯერაც ძალზედ  დამღლელი პეიზაჟები, ავტომობილის სავარძელში მეათასხუთასედ შეცვლილი პოზა და გაჩერება... ჩამოვედით... რამოდენიმე წამი მაინც ზიხარ, ეგუები... მერე გადმოდიხარ, წელში იმართები და... ჩემი ტრადიცია.


გადიხარ ზღვასთან... თვალდახუჭული ღრმად ისუნთქავ ჰაერს და ეშვები ... ისვენებ... უწვიმია


ჩამოვედი...


11 comments:

  1. ლესელიძის ჯანჯუხები? : )

    ReplyDelete
  2. რა კარგი სურათებიააა ^_^
    ჩემი ბათუმი <3

    ReplyDelete
  3. როცა ბათუმი მენატრება, ამ ბლოგზე შემოვდივარ ხოლმე.. თუმცა ისეც შემოვდივარ და მერე ბათუმი მენატრება :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ვიზრუნბთ რომ მალ-მალე მოგენატროს :)

      Delete
  4. მაგაში ნამდვილად გეთანხმები რომ იმდენად ჭრელია თბილისი, რომ ყველა აუცილებლად იპოვის რაღაც თავისს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ერთის მხრივ კარგიცაა :)

      Delete
    2. მეორე მხარე? ანუ ცუდი რატომ არის?

      Delete
    3. არა, ცუდიც არაა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ვიღაცამ შეიძლება იპოვოს ცუდიც :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]