Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ყველა ქალაქს თავისი განწყობა მოაქვს!

ყველა ქალაქს თავისი განწყობა მოაქვს!

ბათუმი სახეს იცვლის. ფართოვდება. გრძელდება. ლამაზდება. მაგრამ სახეს იცვლის. ეს თვალშისაცემი ალბათ უფრო ჩამოსული სტუმრისთვის, ან დიდი ხნით წასული და მერე დაბრუნებული ადამიანისთვის უფროა ვიდრე ჩვენთვის, ყოველდღე რომ აქ ვცხოვრობთ და ამ პროცეს თვალყურს ვადევნებთ. ასეა თუ ისე ქალაქი იცვლება. ბევრს არ მოსწონს. ბევრს მოსწონს. ზოგს ასე მიაჩნია მართებულად და ზოგს ისე. მშენებლობა კი მიდის. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ მიღწევებით ჩვენ უფრო ვტრაბახობთ ვიდრე უცხოელებს ვაკვირვებთ. მათვის ეს ყველაფერი, როთაც ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ, ჩვეულებივი მოვლენაა. ერთი კია - მშენებლობის ტემპებით ნამდვილად ვაკვირვებთ. დანარჩენი. ლამაზი შენობები, სისუფთავე და კომფორტი (მიღწეულიც და მისაღწევიც) მათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ  ისე არ მოხდეს რომ ამ ჩვეულებრივმა მოთხოვნებმა ისე შეუცვალოს ბათუმს სახე რომ ჩვენთვისაც თავიდან მისაჩვევი იყოს ქალაქი.


მაინც როგორი ქალაქი იყო ბათუმი? რა განწყობა მოჰქონდა მას?

აი სიღნაღი. ის თავისი აივნებით, წითელი კრამიტითა და დამახასიათებელი არქიტეკტურით თავიდანვე „განწირული“ იყო  ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოსთის სახასიათო, ქართულ ქალაქად. თბილისი - აქ მთლიანი საქართველოა და მარტო აბანოთ უბანი გიკარნახებს განწყობასაც და მოტივებსაც. ქუთაისი - გუბერნიისთვის დამახასიეთებელი ლამაზი ქალაქია მოკირწლული ქუჩებით, მდინარით, ხიდით და აქაც აივნების გარეშე ვერანაირად.
აი ბათუმი?- კი, აქაც ევროპული არქიტექტურის ულამაზესი ნიმუშებია და პატარა, კოპწია ქუჩებს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ ცოცხალი ბულვარი თავის საქმეს ჯერ კიდევ აკეთებს.  ჩემის აზრით ბათუმი არასდროს ყოფილა მკვეთრად გამიჯნული ევროპული, ქართული ან აზიური ქალაქი.

აქ ერთმანეთში იყო არეული ევროპული პედანტიზმი და თავშეკავებულობა, რუსული იმპერიული „სიდიადე“ და გაუთლელობა, ქართული ზღვის სიუცხოვე და „უცხო ხილის“ სიყვარული და აზიური-შემპარავი კოლორიტები. რაც თავისთავადია  საზღვრისპირა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ისეთი ლამაზი ქალაქისთვის როგორიც ბათუმია.

ევროპელისთვის ეს გაკულტურბული აზიის ნაწილი, აზიელისთვის ევროპის პატარა ნაგლეჯი, ქართველისთვის კი საკმაოდ ეგზოტიკური და სავსებით მისაღები კულტურული მიქსი იყო. თუმცა პროცენტული თანაფარდობა გარკვეულწილად დაცული იყო. ერთი მეორეს არ გამორიცხავდა.

ესოდენ მოძალებული ევრორემონტი კარგი კია მაგრამ  ეგ განწყობა, ხასითი და ისტორია სადმე არ გაიპაროს, არ დაგვეკარგოს. 

მიყვარს ქალაქები სადაც შეიძლება დაისვენო ისტორიასთან ერთად.


ყველა ქალას თავისი განწყობა მოაქვს. რომ მკითხოთ გეტყვით, ჩემთვის ბათუმი ეს შავ ზღვასთან, თოლიების ძახილის ფონზე, ღია ევროპული ბარის აივანზე მირთმეული ბათუმური ყავის არომატით მოტანილი, წარმოუდგენლად ლამაზი ისტორიების მქონე ქალაქით მოხიბლული ადამიანის განწყობაა. და არა მხოლოდ...

თქვენთვის?

4 comments:

  1. სახეცვლილებას და სიახლეს ყოველთვს მივესალმები როცა ის გემოვნებით არის გაკეთებული.

    ბათუმში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ძველ ხიბლს არ დაუკარგვენ და არ გახდიან მოდერნ ლასვეგას.

    ReplyDelete
  2. მართლა სულ სხვა იყო ბათუმი 40 წლის წინად. თქვენ არც გემახსოვრებათ. მართალია პატარა იყო, მაგრამ თავისი პეწი ქონდა. ახლა სულ სხვა ხიბლს იძენს. ჯერ ვერ გეტყვით ეს ახალი როგორია. მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ იმ სითბოს შენარჩუნებას, რაც ბათუმს ახასიათებდა, შესძლებენ. ყოველ შემთხვევაში სურათებში ახალიც ძალიან ლამაზია. მიყვარს ბათუმი და ბათუმელები.

    ReplyDelete
  3. მგონი, რომ ჩემთვის სანაპიროზო არეკლილი "ორ ციანი" სიუჟეტებია ბათუმი

    ReplyDelete
  4. toma- ცვლილება აუცილებელიცაა. მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა კარგი. მაგრამ ისეთებიცაა რასაც ჯერ ვერაფერი გავუგე :) მეც დიდი იმედი მაქვს რომ განწყობა შენარჩუნდება.
    ანონიმო - 40 წლის წინანდელი ნამდვილად არ ვიცი. სამაგიეროდ უფრო ახლო წარსული მახსოვს და... შესაძლოა იმიტომ რომ ბავშვონის შთაბეჭდილება იყო- მაგრამ იმ ბათუმსაც ქონდა რაღაცნაირი შარმი :) ახლა რათქმაუნდა ლამაზია!
    სუხო - მე მომწონს შენი "არეკლილი" ბათუმი :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]