Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

+1 = 81

+1 = 81
დიდი ხანია ასე არ დავღლილვარ. უფრო დიდი ხანია ასე სასიამოვნოდ არ დავღლილვარ. ხო, ასე უფრო სწორია. სტუდიებში ჩაღამებული დღეები, შეკრებები, მონტაჟი, თათფირები, ისევ მონტაჟი და ... მოახლოვებული დღისთვის საგანგებო სამზადისი. აჭარის რადიომ ახალი სეზონი დაიწყო, ახალი ფორმატით, შეფუთვით, გადაცემებით და უკვე ახლებურად უძგერს გული. დიდი ხანია ასე საკუთარი ეთერით არ მისიამოვნია. ეს იმ შეგრძნებას გავს, პატარა ბავშვს რომ შეიიყვან "ლუნაპარკში" და აღარ უნდა იქედან გამოსვლა. მომწონს როცა ჩემი თანამშრომლების სახეზე კმაყოფილების ღიმილს ვხედავ. მიხარია როცა კმაყოფილი მსემელის შექებას ვიმსახურებ. მხიბლავს იმის შეგრძნება რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე კიდევ არაერთი ახალი პროექტი ჩაეშვება განახლებულ ბადეში. მიყვარს ჩემი "ბებერი" რადიო. რადიო რომელიც ბევრ "ახალგაზრდას" მისცემს ფორას.

ბებრი რატომ? სულ რაღაც 1930 წლის 23 მაის გაიხსნა. სულ რაღაც 81 წელი შეუსრულდა და სულ რაღაც თარიღის შემხედვარე თუ იტყვი თორემ... აბა ერთი გვიპოვე ტალღაზე 104.5 და მერე ვნახოთ როგორი ბებერიცაა. ასაკი აქ მხოლოდ დიდი პლიუსია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღესა და განახლებულ ფორმატს ჩემ რადიოს. ეს ერთი და სხვა მრავალი !!!!

პ.ს. მალე განახლებული საიტის ლინკსაც დავდებ ბლოგზე და უკვე ხმაც ექნება ბლოგს :)

2 comments:

  1. ლოც, ლოც, ლოც.. ^^

    ReplyDelete
  2. მად, მად, მად ლობა :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]