Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოდი, იპოვე შენი ტალღა.

მოდი, იპოვე შენი ტალღა.
ღამის ეთერა. გარეთ წვიმს. მშვენირი საღამოა იმისთვის რომ სხვებსაც კარგი განწყობა შევუქმნა. მუსიკალური ბაზაც ხელთ მაქვს. ვიქექები და ვეძებ. იქნებ ეს სიმრერა ვინმეს ამჟამინდელ განცდას გადმოსცემს... იქნებ ეს სიმღერა გამოხატავს ვინმეს გრძნობას. განა ამ წვიმიან საღამოს ცოტანი იქნებიან ისინი "მენატრება" რომ  აწერიათ სევდინ თვალებში. ან კიდევ ისინი ვინც ერთად არიან და რაღაც განსაკუთრებულის, მნიშვნელოვანის თქმა სურთ ერთმანეთისთვის? ან კიდევ ისინი ძველი დრო რომ ახსენდებათ და თავისთვის ფიქრობენ "ხო.. ეს იყო... რა დრო გასულა". ან იქნებ ანცობა სურს ადამიანს? კიდევ რამდენი განსხვავებული განცდა და განწყობა შეიძლება დაეფლოს ადამიანს ამ წვიმიან საღამოს... იქნებ ეს სიმღერა... თუმცა დრო მაქვს და მივყვეთ ნელი-ნელ... ისტორიიდან ისტორიამდე... განწყობიდან განცდამდე. ყოველი სიმღერა ხომ ადამიანივითაა...



მიქშერი სრიალით მომყვება... სტუდიის ნათურა ინთება... მიკროფონი ღიაა და...
ახლა მხოლოდ შენ და მსმენელი ხართ.. და უმალ სადღაც იკარგება ის ასობით მეტრი თუ კილომეტრი რომელიც შენ და მას ერთმანეთისაგან გაშორიშორებს... ის აქ არის და შენ გისმენს... ელის იმას რასაც შენ ეტყვი, რასაც შენ შესთავაზებ... ელის იმას რომ მანძილის მიუხედავად გამოიცნობ მის გულის წადილს... ან იქნებ მეტსაც შესძლებ და იმას მოასმენინებ რაც თურმე სჭირდებოდა, აი ახლა. მაგრამ ამაზე არც უფუქრია. არც ისე იოლია იპოვო მისი განწყობა, იპოვო მისი ტალღა... გაითვალისწინე, დოლარი არ ხარ ყველას რომ მოსწონდე.
ყოველ ადამიანს თავისი სიმღერა აქვს და ეს სიმღერაც განწყობასთან ერთად იცვლება... თუმცა არის ისეთებიც რომელიც თეზად მიჰყვება მთელს ცოვრებას... რომელია შენი სიმღერა? შენი განწყობის საუნდტრეკი? იქნებ ახლა ის ეთერში ჟღერს ? ის არის ?!

ახლა კი ჩუუუ... ღამის ეთერა... ჩუუუ... ნათურა აენთო... ღია ეთერია... კარგი განწყობის ტალღას გისურვებთ.



ეს ძველი რგოლია, ძველი სიხშირით.. მაგრამ მაინც მიყვარს. არის რაღაც თბილი მასში.

2 comments:

  1. ძალიაააააააააან და უძალიანესად საყვარელიაააააააააა )))))))
    იქნებ ეს სიმრერა ვინმეს ამჟამინდელ განცდას გადმოსცემს!!!!!!!!!!!
    ell

    ReplyDelete
  2. :) გაიხარე, შენც იპოვე შენი ტალღა ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]