08.08.10

ხის ხმლის კავალერი და 08.08.08

7 აგვისტოა, ტელევიზორს ვუყურებ. ყველა არხზე აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი გადაცემებია. ძალაუნებურად გახსენდება შენაც ყველაფერი. მეც მახოვს. მახსოვს ის რაც განვიცადე და საკუთარი თვალით ვნახე. ფრონტის ხაზზე არ ვყოფილვარ. ამიტომ ჩემი მოგონებები უბრალოდ მოქალაქის მოგონებების კლასიფიკაციაში გადის და შესაბამისად სხვისთვის ნაკლებად საინტერესოა. არავითარი გმირობა, არავითარი ჩინმედლები. უბრალოდ განცდა….


7 აგვისტო ყოველთვის მემახსოვრება მაშინ თურმე დაწყებული ომის უცნაური პრელუდიის გამო. ბათუმში, 7 აგვისტოს, ვაჟა ტუღუშის კონცერტი იყო, მასთან ერთად ბენდში ჩემი მეგობრებიც უკრავდნენ და რაღათქმაუნდა სამსახურის დამთავრების შემდეგ მეც იქ ვიყავი. ბათუმური, წვიმიანი საღამო იყო, ოდნავ ცხელოდა კიდეც. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ოვაციები, ყვავილები, შეძახილები და მერე სიწყნარე. მილაგ-მოლაგდნენ, ინსტრუმენტები ჩაალაგეს და გადავწვიტე “ტარაბუაში” რომელიღაც დჯ-ს შოუზე წავსულიყავით. წავედით კიდეც. ვიბოდიალეთ. ანუ ერთი ჩვეულებრივი აგვისტოს თუხთუხა საღამო იყო. მაგრამ რა ვიცოდით აქვე ხლოს ომი იწყებოდა….

გამთენიოს სამსახურში მივვარდი. სხვებიც მოგროვდნენ. ყველა ეკრანს იყო მიჩერებული, გადიდებული თვალები და სამარისებული სიჩუმე. ომი დაიწყო… ეს ფრაზა ძალიან კარგად მახსოვს… მჯერა-არმჯერას ზღვარი. შოკი? არა… უფრო “ნუთუ?” აი ეს იყო…
საგანგებო რეჟიმში მუშაობა, საინფორმაციო საინფორმაციოზე, მოვლენები ისე ვითარდებოდა რომელიღაც ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავდა…და ეს ყველაფერი რამოდენიმე კილომეტრში ხდებოდა… არა და გუშინ ვაჟას კონცერტი… ტარაბუა… რომელი იყო სიზმარი!?... ყოველ შემთხვევაში კოშმარი გრძელდებოდა… და ამ კოშმარში დღეც რადიოში ღამდებოდა და ღამეც იქვე თენდებოდა… საინფორმაციო გამოშვებები კი სულ უფრო და უფრო დაუჯერებელი ხდებოდა…

იყო მომენტი როცა ბათუმში შუქი მომენტალურად გათიშეს. არც ერთი ნათურა არ ანათებდა. ბათუმი წყვდიადმა შთანთქა…და თითქმის გავიგონე თუ როგორ შეისუნთქა ჰაერი ქალაქმა და გაინაბა… ქუჩაში ტელეფონებით ინათებდა ხალხს… რადიოს ახლოს სომხეთიდან ჩამოსული ტურისტბის მიერ დაქირავებული 4 ავტობუსი გაძიძგინბული იყო ხალხით( არც მიკვისრ, სადმე დასასვენებლად ჩასულს იმ ქვეყანაში ომის დაწყება რომ გამეგო მეც ეგეთ დღეში ვიქნებოდი)… მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ მარტო სომხები არ იქნებოდნენ…

პანიკა მაინც თავისას შვება. ამას დეზიმფორმატორებსაც თუ დავუმატებთ და იმ ადამიანებსაც რომლებიც მალულად “ჩრდილოეთის მოკლე ფაშაზე” მუშაიბდნენ ქალაქი კარგად იკვებებოდა ათასი ჭორით… თან ჭორს რა უნდა… ვირუსივით ვრცელდება. დიდი გარჟა გვჭირდებოდა რომ ეთერშიც რეალური მასალა გადაგვეცა დროულად და სატელეფონო ზარებზეც, რომელიც წამითაც არ წყდებოდა დროულად გვეპასუხა შეშფოთებული მსმენელებისთვის :”გენაცვალეთ, მართლა ასეა როგორც თქვენ ამბობთ? აბა მოვიდნენ უკვეო? კაი კაი, გაიხარეთ”, “დღეს დაგვბომბავენო ასე ამბობენ… გაიხარეთ” ახლა ცოტათი სასაცილოდ შეიძლება ჟრერდეს ეს ყველაფერი. მაგრამ მაშინ ეს რეალური კითხვები იყო, რეალურად შეშინებული ადამიანების… პოლიგონის წინა დღით დაბომბვამ მაინც თავისი წვლილი შეიტანა… დღესაც მახსოვს იმ თვითმფრინავების გრუხუნი და მომდევნო დღეებშიც ცისკენ გაპარული მზერა… ცა მოწმენდილია…

ერთ საღამოს ტელეფონზე ზარი იყო. “დათო რეალური საფრთხეა რომ ბათუმში შემოვიდნენ…”. ჩვეულებრივ ასეთ მდგომარეობაში სახლში წახვიდოდი და მინიმუმ ოჯახის წევრებს თავს მოუყრიდი. მაგრამ მე რადიოს მენეჯერი ვიყავი და ახლა ჩემი რადიო მებარა. 20 მდე ადამიანი რომელიც შეუსვენებლად მუშაობდნენ…ხო, უცნაური შეგრძნებაა როცა მარტო შენი თავის საქმეს არ წყვეტ, შენს გარდა აქ სხვებიცაა… კითხვა “დათო, რა ვქნათ?”

ადრე, ბავშვობისას წიგნებში ისე ლამაზად იყო ეს ყველაფერი ასახული. ხშირად წარმომედგინა ხოლმე თავი გმირის ნაცვლად. აი მეც ასე.. არა სხვაგვარად მაგრამ არანაკლებ გმირულად მოვიქცეოდი… თქვენც არ გიოცნებიათ ამაზე?

ხელმძღვანელობისგან მკვეთრი დირექტივა არ ყოფილა. გადაწყვეტილება ადგილზე უნდა მიმეღო.. ასეც მოხდა… ახლა რო ვიხსენებ მეცინება… წარმოიდგინეთ შუა კაბინეტში, თანამშრომლების წინ ვდგევარ, ტელეფონს ვკიდებ და ვამბობ: “საინფორმაციოს ბოლო გამოშვება გავიდეს და მერე წადით სახლებში. საფრთხე რეალური ჩანს.”- “შენ?’-“მე აქ ვრჩები!” – “რას ამბობ? აქ რა გინდა შენც წამოდი!” – “ არა მე დავრჩები, თუ რაიმე შეიცვალა დაგირეკავთ” ( ვოოი რა სასაცილოა ეგ ყველაფერი, ძველი საბჭოთა ფილმის ეპიზოდი მგონია -გერმანელები მოდიან და მე ვეურჩები ) დიდი დავიდარაბის მერე თანამშრომლები წავიდნენ. დავრჩით მე და 2 სამთავრობო დაცვის თანამშრომელი. რადიო დადუმდა, ქუჩაში მხოლოდ ზედმეტად ცნობისმოყვარენი დაწრწიან, ან კიდე სავსებით მიზანმიმართულადაც. ზარები და სმსსები არ წყდება. “ქობულეთში შევიდნენ”, მახინჯაურში არიან უკვე”, “კიდე მაქ ხარ?” და ასე შემდეგ… დაცვის თანამშრომელსაც უფეთქდება ტელეფნი. ბოლოს გარეთ გავედით და რადიოს კიბეებზე ჩამოვჯექით…

დაცვა-მოდიანო?
მე-ხო მოდიანო და რავიცი!
……
დაცვა- ისე პირველად სტრატეგიულ ობიექტებთან უნდა მივიდნენ, მთავრობა, ფოსტა, ტელევიზია, რადიო,…
…..
მე- ხოდა მოვიდნენ კაცო…
….
მერე ორთავემ ერთმანეთს გადავხედეთ და ავხარხარდით… დაუმორჩილებელი დაცვის თანამშრომელი და რადიოს დირექტორი ჩვენი ჭკუით რომ ვერკინებოდით თითქოსდა უკვე შემოსულ ჯარს… მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ… შევედი, რადიო ჩავრთე და რაც კი პატრიოტული სულისკვეთების სიმღერები გვქონდა გულუხვად ჩავყარე პლეილისტში “აჰა, გასკდით გულზე”… მერე გამოვედი და ისევ კარებთან ჩამოვჟექი…

ლოდინი გრძელდებოდა….ბოლოს ავნერვიულდით კიდეც… ამდენ ხანს სად არიანო… სმს-ების მიხედვით კი ჯარი უკვე ლამის სარფში იყო ჩასული…

ასე გათენდა დღე როცა რუსების ტანკებმა ვერ მოარწიეს ბათუმამდე…არც რადიოსთვის ბრძოლა დაგვჭირდა და არც თავგანწირვა… დილით თანამშრომლებს საღსალამათი და გამოუძინარი დავხდი… მერე კი ისევ გაგრძელდა დღე, მუშაობა, ცხოვრება…

მაგრამ, მადლობა ყველა იმ ბიჭს, ზოგს ჩემზე უფრო მცირეწლოვანსაც, ვისი წყალობითაც მე ბათუმის ქუჩებში რუსის საბრძოლო ტექნიკა ვერ ვნახე …მადლობა თქვენ. თქვენნაირებით მეამაყება მე ქართველობა. 

პ.ს. რატომ ხის ხმალი? სწორედ ამ ხის ხმალს ჰგავდა ჩემი და დაცვის თანამშრომლის იმღამინდელი საქციელი და მაგიტომაც. კიდევ ძალიან ბევრია ასეთი ხის ხმლის კავალერი... ძალიან ბევრი.

9 კომენტარი:

ნან комментирует...

მე კიდევ ის მახსოვს, რომ სულ მინდოდა რაღაც მეკეთებინა. რამე დამავალეთთქო ვიხვეწებოდი, ღამით მართლა ძალიან მეშინოდა, თუმცა ხელვაჩაურში რომ ჩამოაგდეს ბაზაზე ჭურვი არ გამეღვიძე, მეზობლებმა გამაღვიძეს. კიდეც წინა დღეებში ჩემი მეზობელი გაიწვიეს რეზერვში, ეზოში იდგა და გაბზარული ხმით ამბობდა, კაი რა, რუსებს რას მოვუგებთო. უცებ შემეზიზღა და შემეცოდა, ძალიან დაპატარავდა ჩემს თვალში. შიშის გამო არავის განვსჯი, მეც ძალიან მეშინოდა, მართლა, მაგრამ არც გამიფიქრია ასეთი რამ. რეზერვში რომ ვყოფილიყავი, არც მაშინ ვიფიქრებდი. ძალიან ცოტა რამეში ვარ დარწმუნებული ბოლომდე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად ვიცი. 8-ში საღამოს სარფისკენ მანქანები რომ „მიფრინავდნენ“, ბრაზისგან ვტიროდი.
ჰუჰ არ მინდა ეგ ყველაფერი.

Da-v-iD комментирует...

მეც ბევრს შევსკდომივარ კამათში. ბევრიც ვიცი ახლა რომ სიამაყით ატარებს ყაყაჩოს მკერდზე... მაგრამ ვირთხებიც არსებობენ და ისეთი არწივბიც ცეცხლის ხაზზე ჩვენი და ამათი გულისთვისაც რომ იდგნენ... თუცა კონკრეტულად ვინმეს გულისთვის არავინ მდგარა. საქართველო იყო უკან

vasasi комментирует...

მეც ძალიან ბევრი რამ მახსოვს.
იმდენად ბევრი, რომ რომელი ერჱი გავიხსენო არ ვიცი.

ОЛЯ комментирует...

Плохо, что вы видите всю ситуацию ссо стороны одной медали, и не переварачиваете на другую...Я в то лето, тоже была в грузии, на каникулах.И тоже всё видела, всё слышала..Но давайте я останусь при своём мнении, в которое я не буду вас втягивать.Царство небесное всем (и русским и грузинам) которые так беспочвенно и беспричинно потеряли свои жизни.Ради чего???Скорбим!!!!

Da-v-iD комментирует...

როცა ომით მოდიან მწვადით ვერ დახვდები

ОЛЯ комментирует...

ПО-ЭТОМУ И ГОВОРЮ.ОСТАНУСь ПРИ СВОЁМ МНЕНИИ, КОТОРОГО НЕ БУДУ ВЫСКАЗЫВАТь О ТОМ, КТО ВИНОВАТ В ЭТОЙ ВОЙНЕ И КТО НЕТ.ВСЕРАВНО КАЖДЫЙ ОСТАНЕТСЯ ПРИ СВОЁМ МНЕНИИ.ГРУЗИН ЗА ГРУЗИЮ, РУССКИЙ ЗА РОССИЮ.А У МЕНЯ ИЗВИНИТЕ, ЕСТь ВОТ ТАКОЙ ИЗьЯН-Я РУССКАЯ..

Da-v-iD комментирует...

სიმართლე არა ეროვნების -არამედ ისტორიის უკან დგას :)

fიბი комментирует...

ომის დროს მეც ბათუმში ვიყავი. არ დამავიწყდება დაძაბული დედაჩემი, დეიდაჩემი და ბებიაჩემი სამივე ერთნაირ პოზაში რო იჯდა სავარძლებში და ერთსა და იმავე ინფორმაციას იზეპირებდა. მე თავი რაღაც კინოში მეგონა და მარტო ორ რაღაცას ვახერხებდი : ა) დებილივით ვცანცარებდი, რომ როგორმე დაძაულობა შემემსუბუქებინა და ბ) საწოლზე გუნძრევლად ვიწექი და ბითლზებს ვუსმენდი ( და ეს მართლაც მშველოდა)
ერთ ღამეს დეიდაჩემმა ტქვა ტანსაცმლიანად დაწექითო, გამეცინა
ის ღამე იყო, ბათუმი რო ჩაქრა. აივანზე ვიდექი და ვუყურებდი ეზოებში შუქი როგორ მიინაბა. ერთი-მეორეს მიყოლებით. და ყველაფერი გაჩუმდა. გამაჟრჟოლა. საშინლად შემცივდა და რაღაცნაირად დავცარიელდი. მერე სიბნელიდან ბებიაჩემის ხმა გაისმა, დეიდაშვილს ეჩხუებოდა მობილური ჩააქრეო . ისტერიკული სიცილი ამიტყდა.

Da-v-iD комментирует...

ხო, ეგ შუქის გათიშვის მომენტი მართლა რაღაცნაირად დამთრგუნველი იყო. ქალაქი გაქრა მომანტალურად. ახლა კი შეიძლება ამაზე შედარებით გთავისუფლად სიცილი. მაგრამ მაშინ ... მართლა ფილმს გავდა ყველაფერი. ოკუპანტი მტერი მოდიოდა და შენ მზად იყავი დახვედროდი. მაგრამ ის რომ არ ჩანდა (ვერ ხედავდი) რაღაცნაირად გთრგუნავდა

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...