15.11.2010

JE T'AIME

სიმღერამ საოცარი შეყვარება იცის. როცა გრძნობ რომ ეს ის სიმღერაა რასაც შენ აუცილებლად მოიფიქრებდი, შენს სათქმელს იტყოდი, დაწერდი და სწორედ ასეთივე გრძნობით იმღერებდი როგორც ამას შენი საყვარელი მომღერალი აკეთებს. დაახლოებით ასე ფიქრობდა ბელგიელ-იტალიელი წარმომავლობის, ფრანგენოვანი მომღერლის ლარა ფაბიანის კონცერტზე შეკრებილი მრავალათასიანი დარბაზი.

რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება? რათქმაუნდა, ძალიან ბევრი სიმღერაა რომელსაც დიდი სიამოვნებით აყვებოდით ცოცხალი შესრულებით რომ მოგესმინათ საყვარელი ჯგუფის კონცერტზე. კი, ასეთი ჰიტი მართლაც ძალიან ბევრია.

 ესეც ომ ის სიმღერათაგანია რომელსაც მართლა შეიძლება ეწოდოს სულით ნამღერი.
არც იმ ორ აკორდიან, პლანაქეშ სიმღერებს განეკუთვნება "ბაიკერი" ბიჭანჭურები რომ თავს აწონებენ გოგონებს, რომლებიც მერე თავს იწონებენ მე ამას ვუსმენო. არც იმ კატეგორიას "ორდღიან პეპლებს" რომ ეძახიან, ყველას უყვარს, ყველა გიჟდება. მაგრამ ერთი კვირის მერე აღარავის აღარც ახსოვს. არც იმათ, შაბლუნური ნიხრის გამო, უფრი სწორედ სვის დასანახად რომ უსმენენ მეც "დონე" ვარო.

ეს ის სიმღერაა რომელიც შეიძლება შეეხოს შენს გულს და დარჩეს. ან სულაც გვერდი აუაროს და არც დაგამახსოვრდეს. თუცმა ამ ვიდეოს შემდეგ, სადმე ყურს რომ მოკრავ გაგახსენდება ერთხმათ ამღერებული, ერთ გრძნობაზე მომღერალი ათასობით მსმენელი. რა ვიცი იქნებ შენც აყვე.



ჰა! რას იტყვი? მაგარი დარბაზია არა? თითქოს წინასაწარ ნავარჯიშები იყვნენ ისე მღეროდნენ.
იქნებ შენი გრძნობაც გამოხატა ამ სიმღერამ!? მართალია სტუდიური ჩანაწერი, სადაც ლარას ვოკალი გაცილებით სუფთად და უცრემლოდ ჟღერს სულ სხვა რამაა. მაგრამ აქ გაცილებით დიდი ემოცია იყო.
ათასობით ადამიანზე გადანაწილებული ერთი დიდი გრძნობა!

Post a Comment

2 комментария:

  1. აა!! სიტყვები არ მყოფნის! საოცარია :)

    ОтветитьУдалить
  2. გეთანხმები :) მიუხედავად იმისა რომ 2002 წლის ჩანაწერია, თავისი უცნაური მუხტი დღესაც მოაქვს!

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!