Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ვინ იყო ის ?!

ვინ იყო ის ?!
დღეს უაზრო ამინდში გაგვიმართლა. უუუ თან როგორ გაგვიმართლა. გზადაგზა ხან ვიხდიდით ხან ვიცმევდით. თან ვწუხდით რომ ამას ჩვენ ვაკეთებდით და არა გოგონები.
დავიარეთ ბარები. ხინკალ ნაჭამი, ხრიზანტემებიანი წყვილები ირეოდნენ ქუჩებში. ქარში ხან ჰაეროვანი სუნამოს არომატი ხანაც ჰაეროვანი თურქული ცელოფნები გვეკვროდა. მაგრამ მაინც მივდიოდით. შევჩერდით მაღაზიის ვიტრინასთან წარწერით "მამაკაცის საქონელი- იაფად ", მზესუმზირა ვიყიდეთ ბებოსთან. გზა განვაგრძეთ. მივხდით რომ მზესუმზირის ჭამა არც ისე კარგი იდეა იყო. ჯერ ერთი მოუხალავი იყო და მერე მეორე არც ჩვენს უკან მომავალ ქალბატონებს მოსწონდათ...
მაღაზიასთან წარწერით "კოფთა 10 -15 ლარად" უცნობმა დეიდამ შემაჩერა, გამომკითხა როგორ ვიყავი, დედა როგორ იყო, მამა როგორ იყო, სად ვმუშაობდი, ბოლოს დის და დიშვილის ამბებზე რო გადავიდა შევაჩერე. ეგ გრაფა ჯერ ცარიელი მაქვს მეთქი. ბოდიში შემეშალეთო მითხრა და გზა განვარგრძე.

სადარბაზოდან დაფეთებული შავი ძაღლი გამოვარდა და წაიქცა. (პირველად ვნახე ფეხწამოკრულზე წაქცეული ძაღლი ) უკან პატარა ბავშვების ჯარი გამოჰყვა ყიჟინით. ძაღლი ხელში აიტაცეს და ისევ სადარბაზოში შეიყვანეს. ძაღლს ისეთი საწყალი თვალები ჰქონდა - შემეცოდა... კიდე კაი ვიღაც ბებო გამოვარდა და გაფანტა პატარა ავაზაკთა ბრბო. ძარლი წამოაყენა და... ძაღლს ეკითხება - ცუგა ვინ იყო მითხარი?! ვინ იყო პირველი ვიინ...
ძაღლი ჯიუტად დუმდა...

კაი კითხვაა არა ვინ იყო პირველი? ( ამ შემთხვევას რომ თავი დავანებოთ )
ვინ იყო პირველიიი?

ვინ იყო ის ვინც პირველი ეკვეთა ოსმალოს?
ვინ იყო პირველი ვინც პირევლი თქვა რომ ხინკალს 34 ნაოჭი უნდა ჰქონდეს?
ვინ იყო პირველი ვინც სიდედრს დედა დაუძახა?
ვინ იყო პირველი ვინც ტანის შამპუნი გამოიგონა?
ვინ იყო ის ვინც ჩაფიქრდა რატომ აღებენ თვალის ღებვის დროს ქალები პირს?
ვინ იყო ის ვინც შავი კატის ან წითურთმიანი ადამიანის წინ გადარბენისას პირველად იფიქრა რომ ყვერებზე პწკენით უსიამოვნოებებს აარიდებდა თავს.
ვინ იყო ის ვინც ნისია მოიგონა?
ვინ იყო ის ვინც ფენით წინდების გაშრობა დაამუღამა?
ვინ იყო ის ვინც საქორწინო ტორტის მეორე დღეს გაჭრა მოიფიქრა.
ვინ იყო ის ვინც კრამიტით, ლამპის შუშით, კალოშით, თოფის ლულით და ვაზებით განსხვავებულების დალევა მოიფიქრა?
ვინ იყო ის ვინც ტუალეტებში ლექსების და "ამაღლებული" ხელოვნების მუზაზე მოვიდა?
ვინ იყო ის ვინც კატის მემკვიდრედ დატოვება მოიფიქრა?
ვინ იყო ის შავი კაცი და ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო ის ვინც პირველმა გაიგო რა იყო ბარამბო?!

ხოოო. ძალიან არეული ამინდი იყო როგორ ხედავთ. ხვალ უფრო უარესი იქნებაო ამბობენ. აი მაშინ გავარკვიოთ თუ ვინ იყო ის...

2 comments:

  1. რაღა თქმა უნდა, ჩაკ ნორისი!..

    :D

    ReplyDelete
  2. არა, მასე არა... ჩაკ ნორისი, ჩაკ ნორისიიიიიი.... ასე ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]