ძალიან ბევრი დაიწერა და დაიწერება კიდეც ამ და მომდევნო აქციებზე. ძალიან ბევრი უქებს აქციის მონაწილეებს საქციელს. ბევრიც აძაგებს და ნარკობარიგების ლობისტობას აბრალებენ. ბევრიც გარეგნობას, ჩაცმულობას, ქცევას, ცეკვის მანერასაც კი უწუნებენ - ზოგმა გარეგნობით განათლბის დონეც დაუწუნა. მოკლედ - ტრადიციული ქართული ტროლინგი მიდის. არა და შეკრების სლოგანი "ცეკვა თავისუფლებისთვის" იყო. ამ აქციით იმ უაზრო სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ რომლის შედეგადაც სამი თვის მანძილზე "ნაძოვი", ლამის ეკრანის ვარსკვლავად ქცეული რამდენიმე ბარიგა დააკავეს. ისიც არა კლუბში, არამედ გარეთ.კლუბებს გარეთ, თუმცა კლუბებში მაინც შეცვივდნენ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. ამ აქციაზე არც ერთხელ არ გაჟღერებულა ნარკოტიკების ქება და დიდება, არც ნარკობარიგების ლობისტობაში შენიშნულან - მაგრამ ტროლებისთვის ეს სულ ერთია. იმიტომ რომ ესენი "განსხვავებულები არიან" შესაბამისად საფრხის შემცველნი, ესეიგი მტრები.
ხოდა აი ასე, შეშფოთებულებმა ლამის აკურთხეს და ფიანდაზები დაუგეს "ქლაბერების" დარბევის ჟინით თვალებ ანთებულ აქტივისტებს - და ვის?! - ნეო ნაცისტებს. თუმცა მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა იმას თუ ვინები არიან ეს "ვაჟკაცები" მთავარია ესენი ეცემათ. ხო, ბანალურია, ქართულად ბანალური. ძირითადად მაინც ის თაობა აქტიურობს, რომლის მართლაც დიდი წილი "კაიფში გაიპარა" და წესით სწორედ მათ უნდა ესმოდეთ თუ რას ნიშნავს სწორი და გამართული ბრძოლა ნარკოტიკებთან. ქუჩაში შვიდასკაციანი რაზმით დაჭერილი რამდენიმე კინკილა ბარიგა არ ქმნის ამინდს. ბარიგები მხოლოდ აისბერგების კენწეროები არიან. აი ის ბობოლა ლობები კი, რომლებიც ახლაც ხითხითებენ და საფულეს ისქელებენ, ისევ ჩრდილში სხედან არხეინად. ბარიგა უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ მის გვერდით მისი ლობისტი, კრიშა უნდა იჯდეს აუცილებლად. აი ეს არის ნარკოტიკებთან ბრძოლის სწორი პოლიტიკა.
რაც შეეხება აქციებს და თავისუფლებას: იცეკვე სადაც გინდა, ილოცე როგორც გინდა, ეცი პატივი შენს გვერდით მყოფ ადამიანს და დაიცავი შენი, ასევე მისი უფლებებიც. არა ბარიგებს, არა ნარკოტიკებს, არა ძალადობას, არა შუღს და ბოღმას. და კიდევ ერთი - არა ოკუპაციას. ძალიან ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ რაღაცეები გვავიწყდება და ეს მართლაც დასანანია. მაგრამ ამის დროც მოვა - მე მჯერა.
ეს კი ბათუმის აქციის ფოტორეპორტაჟია
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!