Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ARRIVAL წლის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა ?!

ARRIVAL წლის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა ?!




Картинки по запросу arrival

რამდენიმე ხნის წინ დავწერე კიდეც, კარგა ხანია არ მინახავს საინტერესო ფილმი უცხო პლანეტელებზე მეთქი. ხოდა აი ისიც. ჩამოვიდნენ, ჩამოფრინდნენ, მოფრინდნენ და მეც მათ დასახვედრად გავემართე. დენი ვილნიოვის ფილმი "ჩამოსვლა" საკმაოდ მოულოდნელად გამომეცხადა, ყოველგვარი წინასწარი შემაწუხებელი რეკლამების და თიზერების გარეშე. უბრალოდ ჩამოვიდნენ და ვინც გაიგო დასახვედრადაც მივიდა. მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და მითუმეტეს მისი ვიზუალიზაციის ხილვა. ამიტომაც მოვკალათდი და...


პირველი რაც თვალში გხვდება ეს ფერებია. ძალიან მოკრძალებული, გამოზომილი და ჩამჯდარი. აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ხასხასა, შხამიან და მყვირალა ფერს.
მეორე ეს მუსიკაა, რომელიც ფილმის დასაწყისიდან ტიტრის დასრულებამდე წარმოუდგენლად ორგანული და ძლიერია.
მესამე ეს მოლოდინია. მიუხედავად იმისა რომ უცხოპლანეტელებიც ხომალდი აფიშებზეც და ინტერნეტში მიმოფანტულ რგოლებში უკვე არა ერთგზის გაქვს ნანახი, რეჟისორი ლამის ნახევარი საათის განმავლობაში აჭიანურებს მათ გამოჩენას. შენც ნერვები გეშლება და ლამის ყელს იღერებ, იქნებ დავინახოო. ვერაფერს იტყვი, კარგად მაწვალა.

პირდაპირ გეტყვით, ფილმში ისტორიის თხრობის მანერა უთუოდ მოეწონება ინტერსტელარისა გულშემატკივრებს. მაგრამ ამ ფილმს (ჩემი აზრით) ყოველთვის დაასახელებენ ნოლანის ფილმის შემდეგ. 

დიახ, ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა და აქ არავინ ელოდა "ვარსკვლავურ ომებს" ან "დამოუკიდებლობის დღეს" მაგრამ...

მე მხოლოდ რამდენიმე ფილმი მახსენდება, სადაც უცხოპლანეტელებთან ან არამიწიერ ინტელექტთან კონტაქტის ისტორიაა მოთხრობილი რომ ბოლო წუთამდე ნარჩუნდება დუღილის ტემპერატურა. ესაა ბარი ლევინსონის "სფერო" (1998 წელი) და რობერტ ზემეკისის "კონტაქტი" ( 1997 წელი ) ინტერსტელარამდე სწორედ ეს ორი ფილმი იყო ჩემთვის იმის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მოყვე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამბავი ომების, გრძელთავა უცხოპლანეტელების და მანათობელი ხმლების გარეშე. აქ იყო სამეცნიერო ფანტასტიკის ძალიან გემრიელი და კარგად შეზავებული კოქტეილი. შესაბამისი დასასრულით. 

აქ კი. სიმართლე გითხრათ გაორებული გრძნობა მაქვს. ფილმი არ არის ცუდი, არც ამბავი და არც ამ ამბის თხრობის მანერა. მაგრამ ვერანაირად ვერ ვიშორებ უკმარისობის გრძნობას. რაღაც აკლია ამფილმს. რაც მუსიკის და ხშირშემთხვევაში მომაბეზრებელი ფოკუს არეული კადრების გარდა გამოგყვება გარეთ. 

ფილმში ფაქტიურად არ არის იუმორი. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფრაზას კენგურუს შესახებ. არა და ინტერსტელარში რობოტიც კი ახერხებდა ამას.

Картинки по запросу დენი ვილნიოვი

მთელი ფილმის მანძილზე  ლუიზა ბენგსთან ( ემი ადამსი) ერთად ვცდილობთ გავარკვიოთ რა ჯანდაბას წერენ ჩამოფრენილი უცხოპლანეტელები და რატომ მოფრინდნენ. ერთი მომენტში საომრადაც კი მოვემზადეთ მაგრამ... 

დამარხულ არს ენაი შვითფეხათა დღემდე... ასე სამასი წლის შემდეგ 

ბოლოში, როგოც კარგ სამეცნიერო ფანტასტიკაში ხდება ხოლმე, ჩვენი უფროსი ძმები, რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები, მიმტევებლები და კეთილები არიან, გვპატიობენ ჩვენს უჭკუობას, სამასი წლის მერე გადმოგირეკავთო გვეუბნებიან და ორთქლდებიან... გაერთიანებული და ერთ გუნდად შეკრული კაცობრიბა კი მათ წინაშე ვალშია... ჰალელუია. ჭირი იქა, ლხინი აქა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი. ფილმი კარგია. უბრალოდ ეტყობა მე მქონდა გადაჭარბებული მოლოდინი. მუსიკალური გაფორმებით, კარგი გრაფიკით, მონტაჟითა და ოპერატორის ნამუშევრით ის სადღაც შუაშია ინტერსტელარსა და ზემეკისის კონტაქტს შორის. თუ მოგენატრათ ამ ფილმებით გამოწვეული შეგრძნებები, მაშინ შვიდფეხათა ხომალდი გელით. ხოლო ვისაც ვარსკვლავური ომები და დამოუკიდებლობის დღე მოგწონთ მაშინ... ვიზიარებ ბატონო. ეს სხვა ვაგონი ჩამოვიდა


Картинки по запросу ფესვები ფილმი

გურულისთვის ძალიან ნელი ფილმია. თუ ეს წლის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკაა... ჰმ

მთელი ფილმის მანძილზე არ მშორდებოდა განცდა რომ როგორმე მალე ამოეხსნა მთავარ გმირს ამ წრიული დამწერლბის არსი, სირთულე და შინაარსი... ბოლოს კი მივედი დასკვნამდე. მართალია  თიბისი ბანკი #წერექართულად დაისვენე შენ და დაგვასვენე ჩვენც... 

სხვათა შორის მეც გავშიფრე შვიდფეხების ერთ ერთი გზავნილი. აი რა მომწერეს ჩემმა იქაურმა მეგობრებმა  


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]