მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ნახო ეს ფილმი რამდენიმეა:
პირველი - ნოლანის მომდევნო წარმატებული ფილმი, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შეუძლია გადაიღოს უფრო საინტერესო, უფრო სანახაობრივი (და უფრო გრძელი) ფილმი ვიდრე გადაუღია მანამდე
მეორე - კიპ ტორნის სამეცნიერო ნაშრომებზე აგებული სცენარია. ტორნი თავად ესწრებოდა გადაღების პროცესსაც ასე რომ ის რაც ეკრანზეა ნაჩვენები მაქსიმალურად ახლოა იმ შესაძლო რეალობასთან რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ან სულაც გველის არცთუ ისე შორეულ მომავალში
მესამე - მაკონაჰი, ოსკაროსანი მეთიუ. რომელმაც კიდევ ერთი საფეხურით აიწია დიდების მწვერვალისკენ. აშკარად კარგად თამაშობს ეს ადამიანი. რას იზამ.
მეოთხე - საინტერესო სცენარი. ისტორია, რომელიც როგორც უკვე ვთქვი არ არის ყურით მოთრეული ზღაპარი. რომელიც რეალურ სამეცნიერო შრომებს ეფუძვნება და მთელი ფილმის განმავლობაში არ გაძლევს მოშვების საშუალებას. ვაღიარებ, იყო ერთი მომენტი როცა მომინდა "გადახვევა" და ტელეფონში ჩავძვერი... ეს ის მომენტია როცა ზოგადად სიყვარულზე მსჯელობენ. მაგრამ ესეც ძალიან პატარა ნაწილია.
ერთადერთი რაც ნაკლებად მომეწონა ( ისევ მე ) ეს ის სამყაროა რომელიც ადამიანის საცხოვრისად გამოსადეგად ჩათვალეს. რატომრაც მინდოდა უფრო ლამაზი და საინტერესო არსებებით დასახლებული პლანეტა მენახა ვიდრე წმინდა მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი გარემო. თუმცა ნოლანიც ეგაა - რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ფერებით და სივრცით კარგად მოთამაშე, დამაინტრიგებელი რეჟისორი.
შავი ხვრელი მართლაც შთამბეჭტავია და ეს აქ ერთადერთია რაც სხვას არ გაუკეთებია არასდროს. ბევრჯერ გვიმოგზაურია შავი ხვრელის გავლით სხვა გალაქტიკებში. მაგარამ ასე - არასდროს.
გიგანტური ტალრები... ხო. ღირს მათი ნახვა და კიდევ ერთი რამ. რაც დარბაზში თითქმის 90% ჩემთან ერთად მოუვიდა თავში -" აუ, მინდა ეს რობოტი სახლში".
მთლიანობაში ფილმი ძალიანს აინტერესოა. შესაძლოა ბევრისთვის ის სამეცნიერო ფანტასტიკაში კარის შეღების მოტივატორი გახდეს. ჩემთვის პირადად კიდევ ერთი, ძალიზედ კარგი ფილმია ამ მიმართულებით გადაღებულ ფილმებს შორის.
მოკლედ თუ გეზარებათ კინოში სიარული და ფეხს ითრევთ იმ მიზეზით რომ "სანახავი არაფერია" - თამამად შეგიძიათ ადგეთ და თქვენი ცხოვრების სამი საათი კომპთან ჯდომის ნაცვლად ამ სასიამოვნო მოგზაურობას მოახმაროთ. აქ ყველაფერისა საიმისდო რომ თქვენ შთაბეჭდილებით აღვსილნი დაბრუნდეთ შინ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!