Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გირჩი და ცოტა ფანტაზია

გირჩი და ცოტა ფანტაზია

საახალწლოდ მორთული და მოკეკლუცე ჩიჩილაკები, მრავალნაირად მოკაზმული გირჩები, საშობაო გვირგვინები და წიწვებისაგან დამზადებული ათასნაირი დეკორი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენაზე კიდე არა ერთი საინტერესო ექსპონატი იყო წარმოდგენილი. გამოფენა გაყიდვა ღია ცის ქვეშ, ნაძვნარში იყო მოწყობილი. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და აჰა, მშვენიერია 


საახაწლო-საშობაო მელოდიები , ცხელი ჩაი და გირჩის მტვრით გაზავებული გემრიელი თაფლი. კოცონი. ფიჭვები. მოკლედ. მშვენიერია


როცა ცხელი, თაფლიანი ჩაით გათბებოდა, მნახველს იქვე შეეძლო შეეძინა ჩვენებური ჩიჩილაკი, ან საშობაო გვირგვინი. ან სულაც გირჩებისა და რკოებისგან შექმნილი სათამაშოები. ასე გემრიელად მორთულ- მოკაზმულს ხო ძნელად თუ წააწყდებოდით სადმე. 


ზოგადად ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა  სასახელოდ უნდა ითქვას რომ ვიზიტორის აქ მოსვლა უკვე კარგა ხანია მხოლოდ ლამაზი ხედებით ტკბობით არ შემოიფარგლება. 


თითქმის ყოველი თვე კონკრეტული ღონისძიებით გამოირჩევა, გამოფენით, განახლებული ექსპოზიციით. მოკლედ მშვენივრად მუშაობს ბოტანიკური ბაღი და მე ეს მომწონს


ჩემთვის მაინც ყველაზე დაუვიწყარი ბამბუკის გამოფენა იყო სადაც ბამბუკის მურაბიდან დაწყებული ბამბუკვისვე ღვეზელამდე მისვლამდე ლამის ყველაფერი დავაგემოვნე და ვაღიარე, რომ თურმე პანდაც შეიძლება იყოს ბედნიერი.



რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას. ეს უფრო სადღესასწაულო, ხელნაკეთი ნივთების წინასაახალწლო ბაზრობას ჰგავდა და როგორც უკვე ვსთქვი - მშვენიერი იყო. მეც შევიძინე გირჩის სათამაშოები.




როგორც ჩემთვის არის ცნობილი გამოფენა თავისი ექსპოზიციით სულ მალე ბათუმსაც ეწვევა და მსურველს აქაც ექნება საშუალება წინა საახალწლოდ აი ასეთი, ძალიან ლამაზი განწყობა შეიტანოს სახლში


მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართული ჩიჩილაკი უძალიანმაგრესი რამაა



No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]