Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

პანდის ბედნიერება, ანუ "ლამარა, დაკალი ბამბუკი, სტუმრები მოდიან"

პანდის ბედნიერება, ანუ "ლამარა, დაკალი ბამბუკი, სტუმრები მოდიან"

ხო, სათაური ფრიად უცნაურად ჟღერს. თუმცა არანაკლებ უცნაიური იყო "შვედურ სუფრაზე" გამოფენილი მენიუ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ აქ ბამბუკი კულინარიულად აუღლეს. ეს ყველაფერი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ ბამბუკების გამოფენაზე ხდებოდა. აქ აღმოვაჩინე რომ თურმე ჩვენთან ოცდაათზე მეტი სახეობის ბამბუკი ხარობს. მართალია აქედან მხოლოდ (მოსო) ერთი შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ. თუმცა დანარჩენ სახეობებს წარმატებით გამოიყენებენ როგორც ავეჯის წარმოებაში, ასევე დეკორატიული მიზნებითაც.


გამოფენაზე ბამბუკიდან გაკეთებული ავეჯიც იყო წარმოდგენილი. რომლის შეძენაც ადგილზევე იყო შესაძლებელი მაგრამ... ავეჯმა მხოლოდ მაშინ მიიქცია ყურადღება, უფრო სწორედ პირდაპირი საჭიროებისამებრ მას მერე იქნა გამოყენებული რაც ბამბუკის საჭამანდმა სტუმართა აბსოლუტურ უმრავლესობას სახეზე დანაყრებული პანდის ღიმილი მოჰფინა.



"Только в Грузии можно попробовать пирожки с бамбуком и вино из роз " აღნიშნა ერთმა უკრაინელმა ქალბატონმა და კიდევ ერთი ღვეზელი დაითრია. ვარდების ღვინო აშკარად სხვაგან დააგემოვნებინეს. მაგრამ ბამბუკი იმ დღის რაციონში აშკარად ყვაოდა.


ჩემი რჩეული მაინც ეს დესერტო იყო.  ძალიან გავდა საზამთროს მურაბას. შემდეგ ის ნაყინთან ერთადაც დავაგემოვნე და ვაღიარე - პანდაც შეიძლება იყოს თურმე ბედნიერი



მოსო - ასე ეწოდება ბამბუკის იმ სახეობას, რომელიც საკვებად გამოიყენება. საკმაოდ საინტერესო პროდუქტია. კარგი იქნება სამომავლოდ რესტორნების მესვეურებიც თუ დაინტერესდებიან ამ პროდუქტით. მართალია მიუხედავად ყველაფრისა ხინკლიდან კანჭამდე გადასანაცვლებლად ლამის 30 წელი დაგვჭირდა. მაგრამ ტურისტებისთვის პლიუს კიდევ ერთი მიზეზი იქნება სუბტრიპიკული ბათუმის მოსანახულებლად.


ასეთი გემრიელი და უცნაური სუფრის შემდეგ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბილიკები სწორედ რომ მისწრებაა სასეირნოდ. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბოტანიკური ბაღის დირექციას და დიდი ეჭვი მაქვს, ესენი ამით არ შემოიფარგლებიან. თქვენ კი ყურადღებით იყავით, საინტერესო რაღაცეები არ გამოგეპაროთ.

ბოტანიკური ბაღი

მწვანე კონცხი


2 comments:

  1. me miyvars bambuki dzalian. kvelanair formashi. mikvida koveltvis chvensken ratom ar ikeneben sakvebad, arada sakmaod kargi produqtia cehemi azrit.

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგ კითხვა მეც გამოჩნდა და დედაჩემმა დამცინა. ეგ მივივიწყეთ თორე ბავშვობაში შენც მშვენივრად მიირთმევდი ბამბუკის მჟავესო :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]