Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მწვანე მწვანე კონცხი. Зеленый зеленый мыс

მწვანე მწვანე კონცხი. Зеленый зеленый мыс

რატომღაც იშვიათად გვახსენდება აქაურობა. თუმცა ნებისმიერ ტურისტს დაბეჯითებით ვურჩევთ მწვანე კონცხის მონახულებას. თავს ვიქებთ მისი სილამაზითა და უნიკალურობით. მაგრამ შეიძლება წელიც ისე გავიდეს ერთხელაც არ ავიდეთ. ნუ, მწვანე კონცხის ბათუმის აკვატორიასთან შედარებით სუფთა ზღვაში მობანავეთა, ან ბოტანიკურის წიაღში ვაზის წალამზე შემწვარი მწვადის მსურველთა საკმაოდ მცირერიცხოვანი ამალის იშვიათ სტუმრობებს თუ არ ჩავთვლით. ძალიან მშურს იმ ადამიანების, ვისაც ადათად ააქვთ უიკენდზე, ან თვეში ერთხელ მაინც ქალაქ გარეთ გასვლა. მორჩა, დღეიდან ვიწყებთ ამ სიცარიელის ამოვსებას. ნაფსი გატყდა და უკან დასახევი გზა აღარ არის... ჩვენს უკან უნიათო, გაჭვარტლილ ბარებში გამოკეტილი უიკენდებია. წინ კი.. ოო, რამდენი საინტერესო ადგილი, წამოწყება და იდეაა...




მოკლედ, დიდის ძალისხმევითა და "მეზარებაზე" გადაბიჯებით თავი მწვანე კონცხზე ამოვყევით. რამოდენიმე დღის წინ ღია ეთერში მწვანე კონცხის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მენეჯერი - ჯაბა დავითაძე გვყავდა. ისე გვიქო ახალი მწვანით აყვავილებული მწვანე კონცხი რომ უხერხული იქნებოდა არ ამოსვლა. არ მოვუტყუებივართ... არნახული სანახავია...


სალაროსთან შეჯგუფებულ თურქ ტურისტებს ავცდით, ქართველთა წილხვედრი 3 ლარი გადავიხადეთ ( უცხოელებისთვის 6 ლარი ღირს შესვლა ) და მწვანე კონცხის აღმავალ ბილიკს ავყევით. წინა წლებთან შედარებით შესაშური სისუფთავე დაგვხდა... კი, ეგეც თვალში საცემი აღმოჩნდა.


მართალია ჯერ ადრეა, ჯერ მხოლოდ აპრილია. მაგრამ ირგვლივ უკვე საგრძნობლად ჭარბობს მწვანე... მწვანე და სიყვარული :) თუმცა ამისთვის სეზონი არ არსებობს


ყვავის ყველაფერი... ირგვლივ სიმწვანე და თურქი ტურისტებია, რომლებიც გაფართოვებული თვალებით ეძებენ მწვანე კონცხიდან გასასვლელ ბილიკს. ასე ხდება გიდს რომ გამოექცევი...


სვენებ სვენებით, ნება ნება ვანადგურებდით საპიკნიკეთ წამოღებულ ნუკბარს და აუჩქარებლად მივიწევდით წინ. აი იქეთკენ, სადაც რამოდენიმე წლის წინ ძალზედ ხშირი სტუმრები ვიყავით. კრასნოვის ძეგლთან. პრინციპში იქ თავად კრასნოვის სასაფლაოა, მაგრამ სასაფლაოს ხსენებას მაინც ძეგლი-ს თქმა გვირჩევნია. საოცრად კარგი, ლამაზი, მთავარი მარშრუტიდან ოდნავ მოშორებული და საპიკნიკეტ მშვენიერი ადგილია. თან ზოგჯერ გამოველაპარაკებოდით ხოლმე - კიდე კაი პასუხს არ გვცემდა.


დიდი ხანი დაგვჭირდა ასასვლელად. სიმართლე გითხრად არც ვჩქარობდით. გარშემო საკმაოდ ბევრი დეტალი ღირდა იმად რომ გავჩერებულიყავით და დაგვეთვალიერებინა.






ეს მწვანე კონცხის ადმინისტრაციის ახალი სიურპრიზია. ელექტრო მობილი. უჩუმრად, ნელი სვლით, სამ ლარად გადაგატარებთ კონცხს... უკან გადმოტარება რატომღაც ისევ 3 ლარი ღირს. მაგრამ როდესაც დაღლილი ხარ - სულზედ მისწრებაა....





აქ საპიკნიკე ადგილებიც და სველი წერტილებიც საკმაოდ ხშირად გვხდება მთავარ მარშრუტებზე.








ამ წარწერას ჩვენს ირონიით შევხედეთ. მერე წყალში ანარეკლი წავიკითხეთ და ყველაფერი თავის ადგილზედ დადგა. მივუხდით მუღამს.





ისე მოხდა რომ კრასნოვი ვეღარ მოვინახულეთ. ახალ მარშრუტებს გავყევით. ვიგრძენით რომ მოგვნატრებია. თან ძალიან ბევრი რამ უცხო იყო.












ბოლოს ჩამოვჯექით სკამზე, ერთმანეთს გადავხედეთ და ვაღიარეთ. არა, ეს დასვენების ყველაზე კარგი თუ არა ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. მითუმეტეს როდესაც აქვეა. რამოდენიმე კილომეტრში. სუფთა ჰაერი, თვალწარმტაცი გარემო, მოწყობილი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია ... სიმშვიდე. შორს ხმაურიანი ქალაქიდან. აი ქა, მწვანეში ჩაფლული სამოთხეა.

შენც ამოდი. არ ინანებ



No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]