Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დართლო. თუშური ამბები. თავი მეოთხე

დართლო. თუშური ამბები. თავი მეოთხე

საავდრო ღრუბელს გამოქცეულებმა უკან ჩამოვიტოვეთ შენაქო, ძველი და ახალი დიკლო და ჩვენი მოგზაურობის ბოლო პუნქტისკენ, დართლოსკენ გავემგზავრეთ. ციცაბო ფერდობებს და ნაპრალებს შეჩვეუებმა უკვე თითქმის უემოციოდ გადავლახეთ გზის საშიში მონაკვეთი და მარგველას ველისკენ გავემგზავრეთ. იმ სილამაზეზე რაც ირგვლივ ბობოქრბდა აქ დაწერა უბრალოდ სიტყვების ფუჭი რახარუხი იქნება. ამიტომ ზოგადი აღწერით შემოვიფარგლები





გზა ხან უღრან ტყეში იკარგებოდა, ხანაც ციცაბო ფერდობს მიყვბოდა და ხანაც ათასფერი ყვავილებით მობიბინე მინდორში იძირებოდა.


"აუ იქით გაიხედე, აუ აქეთ გამოიხედე"-ს ფონზე ფოტოკამერაც ხან საიდან გაძვრებოდა ავტომობილის ფანჯრიდან და ხან საიდან. გადასაღები კი იცოცხლე, ბლომად იყო. მაგრამ ყველაზე გასახარი ჩემთვის მაინც ეს უცარი შეხვედრა იყო. ხევიდან ამოსული ქარის ნაკადზე ფრთაგაშლილი არწივი თითქოს ერთ ადგილზედ გამოკიდულიყო...


სანამ მე ავტომობილიდან გადმოვბობღდი, კამერა ჩავრთე და გადასაღებად მოვემზადე... არწივმა ერთი წრე შემომარტყა და მაღლა აფრინდა... რასაც ჩემი ობიექტივი მისწვდა მხოლოდ ეს კადრია... არადა მისი ფრენის ცქერა ასე მომხიბვლელი თუ იქნებოდა არ მეგონა. საოცარი სანახაობაა.

თუმცა არანაკლებ საინტერესო სანახაობა წინ გველოდა. დართლო. მანამდეც გვსმენია მისი ქება. მაგრამ გაგონილს ნანახი რომ სჯობია ასი თავით - ეს ის შემთხვევაა.


დართლო ძალიან დიდი ისტორიის მქონე სოფელია. საბედნიეროდ ძველი ხელისუფლების დროს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების წყალობით ამ სოფელმა ახალი სიცხოცხლე შეიძინა. ბევრ მიტოვებულ სახლს დაუბრუნდა სიცოცხლე და სოფელიც გალაღდა. ჩვენ სასტუმრო "სამციხე"ში დავბინავდით. ეს ერთერთი დიდი სასტუმროა დართლოში. თუ დამიჯერებთ და თქვენაც ეწვევით - მერწმუნეთ, არ ინანებთ.

მაგრამ გზად წამოწეულმა საავდრო ღრუბელმა დაგეგმილი ფეხით მოგზაურობა ისე უსირცხვოდ ჩაგვიშალა - ელიას წარბიც კი არ შეუხრია. მაგრამ აბა ვინ დაგვაკავებდა ოთახში, ან კი სად იყო ვერანდაზე ტყუილად ჯდომის დრო. საწვიმარი ლაბადები ვიშიშვლეთ და ... გამარჯობა დართლო



არსებული კანონის საფუძველზე სახლებს, რომელთაც თუნუქის ან შიფერის სახურავი აქვთ, ძველებური, მშრალი წყობით გადახურული სახურავები დაუბრინდებათ. ბევრი კოშკი ხარაჩოში იყო ჩასმული. სახლებს ახალმიშენებული ხის აივნები უხდებათ. რაც როგორც წესი თუშეთისთვის უცხო არქიტექტურული დეტალია. მტრისგან დასაცავად როგორც წესი ვიწრო სარკმლიან და დაბალ კარიან სახლებს აშენებდნენ.





კოშლები აქ განსხვავებული წესით იგებოდა. თუმცა განსხვავება მაინც მის გადახურვაში უფრო შეიმჩნევა ვიდრე დანარჩენ აგებულებაში. სვანებისგან განსხვავებით აქ სორკუთხოვანი, კონუსებრივი ფორმა აქვს. რაც თითქმის მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში ხშირად გვხდება.



ბედის საჩუქარი იყო ალბათ. დართლოში იმ დღეს ავედით როცა (არც მეტი - არც ნაკლები ) ღვთისვილთაგან ერთერთის - იახსარის ხსენების დღე იყო. სალოცავთან გაშლილ სუფრას სოფლის უხუცესები, მოსახლეობა და სტუმრები შემოსხდომოდნენ. მართალია ჩვენ სანამ მივაღწიეთ სუფრა უკვე აშლილი იყო. მაგრამ განა სუფრაშია საქმე? მთავარი აახსარის ხსენების დღე იყო. დასავლეთში ეგზომ პოპულარული ღვთის შვილის ხსენების დღეს და სალოცავს აქაც თუ გადავაწყდებოდი - არ ველოდი. გამიხარდა



სოფლის ვიწრო ორღობეებში ხეტიალისას კარგა გვარიანად დავსველდი. სასტუმროსკენ გავემართე და გზად მოედანზე შევჩერდი. აქ იკრიბებოდნენ სოფლის ბჭენი ( ადამიანები, რომელთაც სოფლის და ხშირ შემთხვევაში ხეობის ბედიც ებარათ) . 12 რჩეული უხუცესი. თუშეთის სასახელოდ მინდა გითხრათ რომ სწორედ აქ, საქართველოს მთის სხვა კუთხიდან განსხვავებით გენდერული საკითხი გაცილებით კარგად იყო დაბალანსებული. ბჭეთა შორის ქალებიც ყოფილან და მათ კრებას ხშირად სწორედ ქალი განაგებდა. ტრადიციებსა და ადათზე მომდევნო პოსტში მოგითხრობთ. მანამდე სოფელს დავუბრუნდეთ.


ეს კი სოფლის მოედანზე მდგარი ეკლესიაა, რომელიც მიწისძვრებმა ძალზედ დააზარალეს. თუმცა დღემდე მოქმედებს. ადათი აქაც არ ავიწყდებათ და სალოცავთან კაციც და ქალიც სხვადასვა გზით მიდის.


ეს კი ყველაზე უტყუარი მეგობარი და ტრანსპორტი. არა მხოლოდ თუშისთვის, მთაში მცხოვრები ნებისმიერი ვაჟისთვის და ქალისთვის. ქალაქიდან ჩასულთათვის ცხენის ციცაბო ფერდობზე გაქანება იმაზე გაცილებით ძლიერი შეგრძნებაა ვიდრე ჩვენთვის ჩოპერის მოტორის თუხთუხი სწორ ასფალტზე.


ეს კი დართლოელი სამი მუშკეტერი. თუმცა რა მუშკეტერი და გაპზუებული ფრანგი. დართლოელი სამი ვაჟკაცი. ყოველ ცხენის აღკაზმულობას ერთგვარი "ტიუნინგი" ქონდა ჩატარებული. ვისაც ცხენი უყვარს მის გარეგნულ იერზეც ზრუნავს. სანამ აგუნას სასმელს მორეული უფროსები შორიახლოს ირეოდნენ. ბიჭებმა ახალი გასართობის საძიებლად ახალი მარშრუტი აირჩიეს. ერთიც დაჰყვირეს ცხენებს და სოფლის ორღობეში მიიმალნენ.


მოსაღამოვდა, მეც გვარიანად დავსველდი და სასტუმროსკენ გავეშურე. სამციხეში კი უკვე მელოდა სულ სხვა სანახაობა. დიდი ფილებით მოკირწლულ ეზოს ხის მორებისგან გაკეთებული მაგიდები ამშვენებს. ეზოს ქვემოთ კი დიდი სასადილოა შემალული თავისი ბუხრითა და ვეება სამზარეულოთი.


წვიმამ ოდნავ გადაიღო და სასტუმროს ბინადრებმაც ეზოს ათვისება დაიწყეს. როგორც არაერთგზის ვიწუწუნე უკვე, ორი სამი დრე თუშეთისთვის ძალიან ცოტაა. აქ უნდა ამოხვიდე მინიმუმ ათი დღით რათა ნორმალურად დაათვალიერო და დაისვენო.


ამ გოგონასგან განსხვავებით, ჩემს ჩანთაში მიკუჭულ წიგნს თუშეთში არ ეღირსა გამომზეურება. ნამდვილად მშურდა მისი.


ეს კი მისი მრისხანება, სასტუმროს ნამდვილი მფლობელი კატა გახმავთ. მიუხედავად იმისა რომ კატები მიყვარს. ასეთი ცბიერი და სხარტი არსება არ მინახავს. ჩემს თვალწინ ისე უცებ დაიჭირა და შესანსლა ბეღურა... გინზეც ვერ მოვედი. მზერაზეც ეტყობა... მის ტერიტორიაზე ვარ.


სულ მალე ჩემი ყურადღება მაღალი ბალახიდან ამოშვერილმა ორმა ფუმფულა ყურმა მიიპყრო. კი, ეს ბაჭიებიც ამ სასტუმროს ბინადრები ყოფილან.


ბევრი მსმენია მთაში მოხარშულ ლუდზე და თუშურ ხინკალზე. მაგრამ მერწმუნეთ მოყოლილს სანა გემოს არ გაუგებ... მეც მოგიყვებით მაგრამ რა... უნდა გასინჯოთ რომ მიხვდეთ - მშვენიერია


სანამ ჩაყრილი ხინკალი ამოტივტივდებოდა ლუდით ვიქცევდით თავს. შემდეგ კი მოვიდა ცხელი, ორთქლმოდებული, მადლიანი, სავსე, ხორციანი - ხინკალი როგორიც უნდა. მერე - ბოდიში. არავის აღარ ეცალა ფოტოს გადასაღებად. მიზეზის დასახელებას მგონი აზრი არააქვს მიმიხვდებოდით. თუშური ლუდისა და თუშური ხინკლის კომბინაცია ფოტოხელოვნებისთვის დროს არ ტოვებს.

თუმცა ძალიან დიდ დროს ტოვებს მითებისთვის, ლეგენდებისთვის, სადღეგრძელოებში გაბნეული ამბებისთვის და ისტორიებისთვის. რასაც შემდეგ მოვყვები. ამ თავში უბრალოდ ვერ. მოკლედ საღამო ზღაპრუად საინტერესო და საოცრად გემრიელი გამოდგა. ღამე კი იმ ლეგენდებში ვიმოგზაურე საწყისი სუფრაზე რომ დაედო.


მომდევნო დილაც წვიმიანი გამოდგა. მიუხედავად იმისა რომ ბარის საზომით მართლა ზომაზე მეტი დავლიეთ - მეორე დღეს არც ბახუსი და არც სხვა გვერდითი მოვლენები არავის არ შეგვინიშნავს. როგორც იტყვიან ჩიტივით ვიყავით. რამე რომც ყოფილიყო, კიდევ ერთი საოცარი სასმელის წყალობით ეგრევე მოგვეშვებოდა.


ეს ქონდრის ჩაია. ხო, მიდვრად დაკრეფილი ქონდიდან დაყენებული არაჩვეულებრივი სასმელი. მაგრამ რამდენიც არ უნდა გვეწრუპა ქინდრის ჩაი და გვენებივრა ვერანდაზე, მაინც უნდა წამოვმდგარიყავით და ბარგი ჩაგველაგებია. "აუ არ გვინდა"ს გადავაბიჯეთ და რამოდენიმე წუთში ისევ ავტომობილთან შევიკრიბეთ.

ილია, ჩვენი მეგზური, არაჩვეულებრივი გიდი და ჩინებული მესაჭე. შუაში თქვენი მორჩილი, ხოლო მარცხნივ ბატონი ბესო ენალიძე . სასტუმროს მეპატრონე. მართლაც არაჩვეულებრივი ხალხი ( ჩემი ჩათვლით რათქმაუნდა)

მასპინძლებს გამოვემშვიდობეთ. ბარგი ჩავალაგეთ. დართლო და უნახავი სანახები ლამის გამოვიტირეთ და ისევ გავემგზავრეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ. ბევრი მსმენია დართლოზე, მაგრამ ნანახი ათასგზის ჯობს. გამოვემშვიდობეთ იქაურობას იმ იმედით რომ მალე ისევ დავბრუნდებით. მანამდე კი ისევ გზა და ისევ ახალი აღმოჩენები.

თუ დააპირებთ თუშეთის მონახულებას. აუცილებლად ეწვიეთ დართლოს და სასტუმრო "სამციხეს". დარწმუნდებით რომ საუკეთესოა. შეიძლება ინანოთ კიდეც აქამდე რომ სხვაგან ჩერდებოდით. ხო, არ დაგავიწყდეთ -ჩვენგან დიდი მოკითხვაც გადაეცით

პ.ს. ლაღი იახსარის და აგუნას მადლიც გფარავდეთ

4 comments:

  1. რა სილამაზეა ! ღმეთო, ნუ მოშლი მთას, თავისი ადათ-წესით, რომელიც ამ ჩვენს დროში სრულიად სხვა სამყაროში ამოგაყოფინებს თავს.

    ReplyDelete
    Replies
    1. მართლა სხვა სამყაროა და ასეც უნდა დარჩეს. შენარჩუნდეს :)

      Delete
  2. ძალიან მიყვარს თუშეთი და ვისიამოვნე არაჩვეულებრივი ფოტოებითა და პოსტით. უბრალოდ, თუ არ მიწყენთ, ორ სახელს შეგისწორებთ: პოსტის დასაწყოსში მირგველას ველი უნდა გეწეროთ მარგველას ველის ნაცვლად, სამსტუმრო "სამციხის" ძალიან კარგ მასპინძელს კი გელა არ ჰქვია, არამედ ბესო, ბესო ელანიძე.

    ReplyDelete
    Replies
    1. მიღებულია ორივე შენიშვნა, პირველზე - მირგველას ველზე იმდენი ვიხუმრეთ მარგველაშვილისააო - გამომყვა ეტყობა. ბესოს სახელს ჩავასწორებ :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]