Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ტყეში

ტყეში

ცეცხლმოდებული შეშის ტკაცანით გაბრაზებული თუჯის ღუმელი ნაპერცკლებს ყრის და რაღაცას თავისთვის დუდუნებს. ცეცხლის ალით ძირგამოშავებულ ჩაიდანში წყალი დუღილს იწყებს. ახლად დაყენებული ჩაი, ჯერ კიდევ თბილი პური და მარწყვის ჯემი. ფანჯრებიდან გასული შუქი კი ღამის წყვდიადში ჩამალულ, წვიმით გაწუწულ ხეებს ეფილება. იქ სიბნელე, სუსხი და ნესტია. აქ კი სითბო, სინათლე და მყუდროება.


აქ ალბათ დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა ბაბილინა, ან ვინმე ძალიან კეთილი და მოსიყვარულე. აი ისეთი, ქსოვა, ცხობა და წიგნის კითხვა რომ უყვარს. ხო, დღეს პრეზიდენტიდან დაწყებული ზღაპრის ნებისმიერი გმირი თამამად განაცხადებდა ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას. მაგრამ, რომ რამე. ასეთ პატარა სახლს მეც დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი ჩემთვის. ქსოვის რა მოგახსენოთ :) მაგრამ წიგნის კითხვაზე და გემრიელ საჭმლზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.



კარგი იქნებოდა აქ სეზონების გასაყარზე რამოდენიმე დღით გადაკარგვა. როცა ზამთრისგან გაძარცვულ ტყეში გაზაფხულის მწვანე იპარება. ან როცა ზაფხულისგან დაღლილ ხეებს შემოდგომის ოქროსფერი ეფინება.




ხო, ერთი რაღაც აკლია აქაურობას. თბილი, ღუღუნა, თავნება და ანცი კატა.


მოკლედ, ახლა ის დროა ღუმელში ცეცხლი შევუკეთოთ. ჩვენი საყვარელი წიგნის ჩაკეცილ ფურცელს მივუბრინდეთ და მშვიდად განვაგრძნოთ კითხვა. გარედ წვიმს, ქარია. აქ კი სითბო, შუქი და მყუდროებაა! 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]