Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოვიდა ჰობიტი, წავიდა ჰობიტი

მოვიდა ჰობიტი, წავიდა ჰობიტი

"ეს რა ჩვიდინეთ?!" - შესძახა ბილბომ და ტბაზე მდგარი ქალაქისკენ დაშვებულ სმაუგს გააყოლა თვალი...
"ეს რა ჩაიდინე?!" - შევსძახე პიტერ ჯექსონს და ცხვირწინ აფარებულ სამი დე ტიტრებს გავაყოლე თვალი...


კი, ვიყავი, ვნახე, ვისიამოვნე... პირველ ნაწილთან შედარებით, სადაც ძირითადი დრო პრეისტორიას, მონოლოგბსა და დიალოგებს ეთმობოდა - მეორე ნაწილი გაცილებითდინამიური იყო, თავისი ბრძოლებით, მდევრებით, ორკებით, ელფებით და ყოველივე იმით რასაც პირველ ნაწილშიც, თითქმის ტიტრების ბოლო ხაზამდე ველოდით - ამაოდ.

ნუ...იმ წიგნს, ბავშობაში და შემდეგ სტუდენტობაში რომ გადავიკითხე, ჰგავდა ეს ყვალაფერი. თუმცა ... სცენარისტებმა თავიანთ თარგზე გადმოქარგეს და მოირგეს. ამ ჭრა კერვაში ბევრი რამ ამოვარდა, თუმცა ისეთი საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელი პერსონაჟიც შეიქნმა - როგორიც ლამაზმანი ელფი - ტაურელია.


 რომელიც მოძრაობით, ჩაცმულობით და ჰაეროვანი თმებით არანაირად არ ჩამორჩება ლეგალოსს. მაგრამ მისი არსებობა რაღაცნაირად ავსებს ეკრანს. ხო მიგვაჩვიეს თავიდანვე რომ ეკრანზე, განსაცდლის ჟამს, თუჩებდაბერილი, წარბებაპრეხილი ლამაზმანი, ლამის ქართულ ენაზე ულოცავს დაჭრილ მხედარს და გულიხვად ატენის ჭრილობაში ათასგვარ ბალახეულობას. რაღათქმაუნდა ეს უკანასკნელი მერე იძინებს და დაძინებისას მის მხსნელს შარავანდედში ხედავს...
მაგრამ ეს... რავიცი... მომწონს... კიჰ.

ნეკრომანტიც გარდაქმნეს.. თუ შექმნეს თავიდან. არ ვიცი რომელია უფრო სწორი შეფასება.

გნომები, გნომები და გნომები... აი ეს ხაზი იდიალურადაა დამუშავებული. მშვენიერი გრიმი, კოსტიუმები... ხობიტი უკანა პლანზეა... მაგრამ... დოზირებულად. მთად შორსაც არ უშვებენ... ობობამ რომ არ წაიყვანოს.

ნუ დრაკონი ხო საერთოდ ცალკე თემაა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ორიგინალში მას არც მეტი და არც ნაკლები თავად ჩვენი საყვარელი "შერლოკ ბედედიქტ ჰოლმსი" ახმოვანებს... ნუ.. ეს ორიგინალში. ჩვენთან რუსი დრაკონი დაბობღავდა და ილანძღებოდა.


თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ ფილმს ამჯერად უკვე ორი რეჟისორი იღებდა. კარგი ნამუშევარი გამოვიდა.

ამის ჩაცმულობაზე აშკარად ქართველი დიზაინერი ზრუნავდა
მოვიდა წვერებიანი პიტერ კლაუსი, გვაჩუქა წინასაახალწლოდ მორიგი ნაგლეჯი ჩვენი ზღაპრიდან. გაგვიცოცხლა მოგონებები და აი ასე... მორიგ ახალ წლამდე "ერეგირებულ" მდგომარობაში დაგვტოვა.

დაგვრჩა გასანთავისუფლებელი გენდალფი, დასაცავი ქალაი ტბაზე, დასაბრუნბელი ეული მთა და... დასამთავრებელი წიგნი. სიმართლე ვთვა მე არც კი ვიცი კიდევ რა სიურპრიზები იქნება მომდევნო ფილმში, ან თუ იქნება საერთოდ და როდის. მაგრამ მჯერა რომ ჯექსონი კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებს - დამაბრუნებს ჩემს საყვარელ სამყაროში.

მადლობა.... შევხდებით ისევ ... აქეთობისას


პ.ს. დრაკონის მძვინვარებას ვერც ბათუმის ელექტროგადამცემმა ხაზებმა გაუძლო. შუქი ჩაქრა... ცოტახნით... მერე მოვიდა... აღარ ქრება... ჯერ

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]