Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მთვარის კლუბი და ჯგუფი რადიოაქტიური გილოცავთ ახალ წელს

მთვარის კლუბი და ჯგუფი რადიოაქტიური გილოცავთ ახალ წელს

საახალწლოდ რაღაც განსაკუთრებულს, სახალისოსა და გამორჩეულს ამზადებენ მუდამ. მეც გადავწყვიტე გადაცემის ფორმატისთვის ოდნავ გადამეხვია და თქვენთვის ის ადამიანები გამეცნო, ვინც ჩემთან ერთად იმ რადიოში მუშაობენ სადაც მზადდება გადაცემა "მთვარის კლუბი". ესენი რადიო აჭარის მუსიკალური პოროგრამების წამყვანები არიან. თავიდან ვიფიქრე მათაც, ჩემი სტუმრების დარად მოვათხრობინებთქო რაიმე ისტორიას და შევარჩევინებ სიმღერებსთქო. მაგრამ, განვმეორდები და - რაკიღა საახალწლო გადაცემაა. გადავწყვიტე საახალწლო განწყობით წარმსდგარიყვნენ თქვენს წინაშე. შევარჩიეთ სიმღერა, დავწერე ტექსტი, ვაწვალეთ ბავშვები, ჩავწერეთ, ჯგუფსაც "რადიოაქტიური" დავარქვით და გზა დავილოცეთ.

საერთოდ მაქსიმალური დისტანცია მიყვარს ისეთ დაწესებულებებთან სადაც ნიჭის მაგიერ მხოლოდ ბიუროკრატიულ-ნომენკლატორული სულისკვეთება ზესუფევს. ამიტომაც კლიპიც და გადაცემაც ჩვენი ძალებით დავამზადეთ.

დიდი მადლობა ირაკლი ყაჭეიშვილს, რომ არა მისი კამერა და ხედვა ეს კლიპი ასეთი ლამაზი არ გამოვიდოდა. დიდი მადლობა ასევე მამუკა ჩხიკვაძეს - მისი "რელსების" გარეშე შორს ვერ წავიდოდით. დიდი მადლობა ბენზეს ხელოვნების ცენტრის თანამშრომლებს... ნუ.. ჩვენს მშობლებსაც რაღათქმაუნდა და სადაა ოსკარი ?!

ახლა კი გთავაზობთ საახალწლო "მთვარის კლუბს". ჩემი პირველი "სარეჟისორო" დებიუტი კლიპმეიკერობაში დიდად კრიტიკულად არ შეაფასოდ. მაინც ახალი წელი და საახალწლო განწყობაა. ხოლო იმ ადამიანებს, ვის "რელიგიურ გრძნობებსაც" შესაძლოა რაიმენაირად შეეხოს ეკრანზე გამოჩენილი კარდინალის კოსტუმიანი ადამიანის არსებობა. ვთხოვ თამამად გადაიკითხოს სამი მუშკეტერი და ნახოს ნებისმიერი დადგმა ან ფილმი სადაც სასულიერო პირს "თამაშობენ". ნატვრის ხე მაინც ნახოს. ნუ ეს ისე... ყოველი შემთხვევისთვის. ახლა კი... გილოცავთ შობა-ახალ წელს. მრავალს დასწრებოდეთ ჯანსაღ, გონიერ, იუმორით სავსე და პოზიტივით გამსჭვალულ საზოგადოებაში !



ეს კი კლიპი - ცალკე ;)



გილოცავთ ახალ წელს ;) 

2 comments:

  1. როგორც ყოველთვის მხიარული, სახალისო და განსხავავებული:)გილოცავ და გისურვებ ბეეევრ პოზიტიურ,სახალისო, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ამბებს ,რომ მერე ჩვენც ვიხალისოთ:) წარმატებები.სტაჟიანი მთვარეული:)

    ReplyDelete
    Replies
    1. :) გაიხარე :) შევეცდებით ყველანაირად ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]