ეს ის რესტორანია, რომელიც ძალიან მალე დაიპყრობს ბათუმელების და არა მხოლოდ ბათუმელების გულებს. მისი მიგნება ძალზედ ადვილია. მთავარია იცოდეთ სად მდებარეობს "სახლი ბულვარში" ან სულაც სასტუმრო "შერატონი".
ეს ის გარემოა, რომელიც ნამდვილად შეესაბამება რესტორნის დასახელებას. სავსებით შესაძლებელია რომ სწორედ აი ასეთი სული ტრიალებდა იმ ძველ, მეცხრამეტე საუკუნის მიჯნაზე, კენჭებით მოკირწლული ქვაფენილებითა და აფეთქებული მაგნოლიებით მოკეკლუცე ბათუმში. დიდის სიამოვნებით შემოაბიჯებდნენ აქ უცხო ქვეყნების ემისრები, დესპანები, საქმოსნები და ჩინოსნები. დასხდებოდნენ მაგიდის ირგვლივ და იგემებდნენ ქვიშაზე , აწ უკვე "ბათუმურად" მოდუღებულ ყავას.
ვინც მიცნობს კარგად იცის რომ კარგი ყავა და კომფორტი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი რამაა. თქვენაც თუ იზიარებთ ჩემს შეხედულებებს. მაშინ ეს რესტორანი ნამდვილად მოგეწონებათ. არა, სამზარეულოც ჩინებული აქვთ. მაგრამ ყავა... ქვიშაზე მოდუღებული ბათუმური ყავა... სულ სხვაა
რბილი სავარძლები, საინტერესო ინტერიერი, მწევალთა და არამწეველთა გამიჯნული ზონა ( არის, ასრულდა ოცნება) . ცოცხალი მუსიკა და რაღაცნაირი შიკი. ხო, აი ასე. ერთადერთი რამ რაც იქ ყოფნისას დამაკლდა ( უფრო სწორედ რომ ვთქვა - ვისურვე ყოფილიყო) ეს ძველებური გრამაფონი იყო. ვინილის ფირფიტებიდან აჟღერებული რაიმე ფრანგული, ან სულაც ქართული რომანსებით.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!