Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

რადიო აჭარა ცვლილებების მოლოდინშია

რადიო აჭარა ცვლილებების მოლოდინშია

რადიო აჭარა ცვლილებების მოლოდინშია. მენეჯრის თანამდებობა ესოდენ სასურველი და საკამათო ალბათ არც არასდროს ყოფილა. თითქმის ყოველ კვირას ვგებულობთ ვიღაც კანდიდატის  შესახებ, რომელიც რადიოში აპირებს მოსვლას ან რომელსაც თითქოსდა ნიშნავენ თანამდებობაზე, რომელიც თავისთავად უკვე უკავია ერთ ადამიანს და რომელიც თურმე ჩვენი მოთხონვიდან გამომდინარე არჩეულა. სიმართლე გითხრათ არ მახსენდება ფაქტი ვინმეს ეკითხა გვსურდა თუ არა რიგი პიროვნება იმ თანამდებობაზე, რომლის კანდიდატი წესით გამოცხადებული კონკურსის წესით, რადიოს განვითარების სათანადო გეგმის წარმოდგენის და ღრმადპატივცემული კომისიის მოწონების შემდეგ უნდა დანიშნულიყო. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, რადგან ახლადელი პოზიცირებით რადიოს მენეჯერს არც საკადრო ცვლილებების, არც ფინანსების განკარგვის, არც კადრის დამატება-განთავისუფლების უფლებამოსილება არააქვს.  აქედან გამომდინარე რეორგანიზაციის ჩატარებამდე იქნება თუ არა ეს თანამდებობა დაკავებული - არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია როგორი კონკურსი ჩატარდება და ვის და რა უფლებამოსილებით დანიშნავენ რადიოს მეჯენერად. საერთოდ კონკურსის ჩატარების ფორმა და კომისიის წევრების ვინაობაც რიგ კითხვებს ბადებს. მაგრამ ერთი დიდი პლიუსი ის არის რომ წინასწარ ცნობილი იქნება რიგი კანდიდატი რა პროექტითა და რა გეგმით მოდის რადიოში.

რამოდენიმე დღის წინ ხმა გავრცელდა რადიო აჭარის მენეჯერად  სულხან მელაძეს ნიშნავენო. ტელეარხ 25-ის ეთერიდან მისი შენიშვნაც კი მოვისმინეთ იმის თაობაზე რომ - საინფორმაციო არ უნდა ქონდეს რადიოს ისეთი როგორც ტელვიზიის ფორმატი ითვალისწინებს და ეგ გამოსასწორებელიაო. ძალიან კარგი, მაგრამ. სად წავიდა კონკურსი ?! შედეგ აღმოჩნდა რომ რაღაცეები შეიცვალაო. ზოგი აღშფოთდა - რას ქვია რადიო აჭარის დირექტორად თბილისელს ნიშნავენო. პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არააქვს მენეჯერის სადაურობას. არც თბილისელობა, არც ბათუმელობა და მითუმეტეს არც თანამშრომლობა ჩემთვის ამოსავალი წერტილი ნამდვილად არ არის. როგორც უკვე ვთქვი გაცილებით მნიშვნელოვანია ის კონკრეტული გეგმა და პროექტი რითაც მომავალი მენეჯერი შეირჩევა.

დღეს აქტიურად საუბობენ იმის შესახებ რომ რადიო ასეთი არ უნდა იყოს. ღარათქმაუნდა ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი და გასამართი. მაგრამ „აღშფოთებულთა“ უმეტესობამ უბრალოდ ისიც კი არ იცის თუ რა დიაპაზონზე მაუწყებლობს რადიო აჭარა, მის ეთერში ჩასმულ რიგ გადაემებს რომ თავი დავანებოთ. ეს იმ ოპერიდანაა „ ყველა რომ ექსპერტ-პროფესიონალია“. მაგრამ ამასაც მოევლება ეგ ზემოთხსენებული მითიური კონკურსის ჩატარების შედეგად, ყოველ შემთხვევაში კონკურსის მცდელობის მერე მაინც - იმედია. ასევე იედია რომ სამომავლოდ სატელეფონო ზარებით, ნათელმირონობითა და ნათესაობით ნაკლებად აიწონება კადრები. ყოველ შემთხვევაში რადიო დღეს ლოდინის რეჟიმშია. თუმცა ვერ გეტყვთ რომ გაჩერებულია. სტაჟორების თოვაა. რაც მშვენიერია და მისასალმებელი, მართალია სტაჟირება ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მაგრამ ხელის მოსაკიდებელი ადგილიც კი აღარ არის. თან რაც მთავარია ყველა დიდის სიხარულით ამბობს რომ მუშაობს აჭარის რადიოში.

ასეა თუ ისე რადიო მუშაობას განაგრძობს. უკვე შემატებულ ახალ გადაცემებს კიდევ რამოდენიმე დაემატება და შემდეგ უკვე ვნახავთ რა დარჩება და რა არა. ყოველ შემთხვევაში კონკურსამდე და დაგეგმილ რეორგანიზაციამდე როგორც ამბობენ არც თუ ისე დიდი დროა ! 

2 comments:

  1. რამოდენიმე თვის უკან, სამსახურიში დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე მასე დანიშნეს ერთი თანამშრომელი რის საფუძველზე დღესაც გაურკვეველია. მახსოვს ჩემი თანამშრომლები აღშფოთებულები იყვნენ, იქნებ ჩვენც გვინდოდა კონკურსში მონწილეობა, როგორ არ გაგვაგებინესო. მაგრამ ამ შემთხვევში კონკურსი რომ გამოცხადებულიყო,შედეგი მინც იგივე იქნებოდა და ეს ყველამ კარგად ვიცოდით.

    ასე მგონია თქვენთანაც იგივე სიტუაციაა. რაც არ უნდა საჯარო რეკრუტინგი მოხდეს, თავისი ორიექტებით და ა.შ. მაინც ვინც უნდათ ის მოვა. რა ვქნა, ძალიან სკეპტიკურად კი ჩანს ის რასაც ვამბობ, მაგრამ ასე მგონია.

    ReplyDelete
    Replies
    1. შესაძლოა, თუმცა კონკურსი მაინც ჩასატარებელია. დიდი იმედი მაქვს რომ რეალურად საქმეში ჩახედული კანდიდატი მოვა ! ოპტიმისტი :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]