Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მედეა ჩარკვიანი - მთვარის კლუბი 1/5

მედეა ჩარკვიანი - მთვარის კლუბი 1/5

გარეთ არც თუ ისე საამო ამინდია, თოვს, წვიმს, სიცივეა, ნესტია და ყველაფერთან ერთად ქარიც უბერავს. გინდა სადმე თავი შეაფარო. თბილად მოკალათდე, რაიმე ცხელი ან თბილი დალიო და შესაბამისად იმ აურზაურიდან, რაც გარეთ ხდება, თავი დაცულად იგრძნო - ერთი სიტყვით გარეთ მარტია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრი ამ თვეს ეტრფის, მეტიც მას ზოგიერთი ქალსაც ადარებს. ქალივით ცვალებადი თვეაო.. თუ ქალია მარტივით ცვალებადიო.. სხვათაშორის ის ქალბატონებიც ვიცი, ვისაც ანალოგიური შედარება დიდ სიამოვნებას გვრის.  სხვისი არ ვიცი მაგრამ ბათუმში მარტი ეს ზამთრის თვეა. ხოდა ვზივარ ამ ზამთრიდან ნასესხებ ცივ საღამოს, ვისმენ მუსიკას და მოგონებებიდან წარსულის საამო ფრაგმენტები ამოტივტივდება ხოლმე ....

ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ვიჯექით. რამპის შუქით განათებულ სცენას თვალს არ ვაშორებდით და სულმოუთქმენლად ველოდებოდით მოვლენების განვითარებას. დიდი, გაფართოვებული თვალებით ვეძებდით და ვცდილობდით გაგვერკვია თუ საიდან მოდიოდა საფრთხე... და როგორც კი შევამჩნევდით სკამიდან წამოვარდებოდით და ყვირილს ვიწყებდით.. მანანა, მანანა ... მელა მოვიდა.. ბატის ჭუკი უნდა მოიპაროს.. ჩქარა ჩქარა მოდი... ხო. ეს ყველაფერი თოჯინების თეარტში ხდებოდა. სამყაროში, სადაც პატარა მაყურებლს გაცოცხლებული და ამეტყველებული ზღაპრის გმირები ელოდნენ.

ფიქრობთ ალბათ, რა შუაშია მარტი და თოჯინების თეატრიო... ხოდა დამელოდეთ.  ყველაფერი ძალიან მალე გახდება თქვენთვის ნათელი 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]