Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეს მომაჯადოვებელი მომავალი (1900 წელი)

ეს მომაჯადოვებელი მომავალი (1900 წელი)
ოხ, ეს წარმოუდგენლად საინტერესო, მომხიბვლელი და მიმზიდველი მომავალი. ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა როგორი იქნებოდა ცხოვრება 50, 80 ან სულაც 100 წლის შემდეგ. სიმართლე რომ გითხრათ დღეს ამაზე ოცნებით დიდად აღარავინ იტკიებს თავს. ჰოლივუდი უკვე გამზადებულ, აწყობილ და შეკაზმულ მომავალს თითქმის აბების სახით გვაყლაპებს ყოველი ახალი ფანტასტიური ფილმის გამოსვლისას.  ძნელია უკვე გაკვირვება. ტელეპორტაცია, უცხოპლანეტელები, მფრინავი ხომალდები, დღეს ამით ბავშვსაც კი ვერ გააკვირვებ. წარმოიდგინეთ როგორი აღსათქმელი იქნებოდა ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში... თუმცა ის რაც მაშინ "ბედნიერი და ნათელი მომავლის ოცნება" იყო, დღეს ნაწილობრივ უკვე მიღწეული და მოძველებული თემაა.

მინდა შემოგთავაზოთ გასეირნება წარსულში. უფრო სწორდე კი წარსულიდან დანახულ მომავალში.


ეს მაშინ იყო, როცა ადამიანს გონების სავარჯოშოდ და ფანტაზიის საზრდოდ მხოლოდ წიგნებიდან ამოკითხული ისტორიები... ხოლო იშვიათ შემთხვევაში მხატვრის მიერ დახატული, წარმოუდგენლად საინტერესო ნახატები ქონდა მხოლოდ. ჭკვიანი მანქანებისა და მექანიზმების წარმოუდგენელი შესაძლებლობები ბევრს არ ასვენებდა. რაღათქმაუნდა მწერლებისთვის და მეტადრე მხატვრებისთვის ეს ძალზედ საინტერესო და ფრიად სარფიანი თემაც გახდათ.


ევროპაში ძალზედ მოდური იყო "მიუწვდომელი" მომავლის ამსახველი მისალოცი ღია ბარათები. გერმანულმა შოკოლადის მწარმოებელმა ფირმა "ხოლდებრანს"-მა კი მხატვრებს ასეთი ბარათების მთელი სერია დაახატინა.

ახლდა თითქმის ნახევარზე მეტი რაც კი საუკუნის დასაწყისში მხოლოდ მხატვართა და მწერალთა ფანტაზიად ითვლებოდა. 1900 წლებში ბარათებზე დახატული ტელევიზორი,  რომლითაც კონცერტის ტრანსლირების ხილვა იქნებოდა შესაძლებელი. ამ იდეაზე მხოლოდ 1907 წელს დაიწყეს მეცნიერებმა ფიქრი და მხოლოდ 1911 წელს მოხერხდა პირველი ტელემიმღების პროტოტიპის შექმნა, ხოლო პირველი, მეტნაკლებად სრულყოფილი იკონოსკოპი ზვარიკინმა მხოლოდ 1923 წელს შექმნა.
იდუმალი X-სხივები, რომლითაც პოლიციას ქალაქის ნებისმიერ უბანში შეეძლო დანაშაულის დანახვა და რეაგირება - თანამედროვე კამერების შორეული პროტოტიპი.

მოძრავი სახლდები, ზღვიდან პირდაპირ რელსებზე ამომავალი მატარებელი, გადახურული ქალაქები და ამინდის მმართველი მანქანები... რამდენი საინტერესო და იმდროისთვის აღტაცებული შეძახილების გამომწვევი იდეები ელოდნენ თავის დროს. თუმცა როგორც დრომ გვიჩვენა - ნებისმიერი იდეა შეიძლება იქცეს რეალობად. ხოდა მოდით, დავათვალიეროთ წარსულიდან დახანული 2000 წელი.










1. მალე ამერიკის მოსახლეობის რაოდენობა 350 მილიონს მიაღწევს. ამერიკა გაიყვანს ნიკარაგუას არხს რის შედეგად ნიკარაგუა შემოუერთდება ამერიკას. მასთან ერთად შემოერთების სურვილს გამოთქვამს მექსიკაც და ცენტრალური ამირიკის სხვა სახლემწიფოებიც.


2. საშუალო ამერიკელის სიმაღლე 5 საინტიმეტრით გაიზრდება. ეს გამოწვული იქნება სანიტარული, ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით. ადამიანი ბავშვობიდან დაკავდება სპორტით. ცხოვრების საშუალო ასაკი კი ნაცვლად დღევანდელი 35 წლისა გახდება 50 წელი. ადამიანები იცხოვრებენ ქალაქგარეთ რადგან ქალაქში მხოლოდ სამუშაო ოფისები იქნება.


3. სპორტული ვარჯიშები გახდება აუცილებელი. არასპორტული აღნაგობის ქალი ან მამაკაცი მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის


4. ქალაქში აღარ იმოძრავებენ ავტომობილები. ისინი ან მიწის ქვემოთ, ან ქალაქის თავზე, შეკიულ იარუსებზე ივლიან. ავტობუსები ელექტოძრავებზე იმუშავებენ. დიდ ქალაქებში იქნება მეტროები. ხოლო სართულიდან სართულზე  თვითმოძრავი კიდეებიით ივლიან. ქალაში სიწყნარე და სიჩუმე იქნება.


5. მატარებლები სიგარის ფორმის და ელექტრონული ძრავით იქნებიან აღჭურვილნი. მათი საშუალო სიჩქარე 200 კილომეტრი იქნება საათში, რისი წყალობით სანფრანცისკოდან ნიუიორკამდე მანძილს ერთი დღეღამის განმავლობაში დაფარავენ.


6. იქნება საჰაერო ხომალდებიც, მაგრამ არასაიმედოობის გამო მათ მხოლოდ სამხედრო და სატვირთო საჭიროებებისათვის გამოიყენებენ.


7. გამოგონილ იქნება უზარმაზარი ქვემეხები. რომლებიც ჭურვებს 40 კილომეტრის მანძილზე ისვრიან. ჭურვის მართვა შემაღლებულ გორაკზე მდგარი ტელესკოპიდან იქნება შესაძლებელი. თავად ჭურვს კი ისეთი სიმძლავრე ექმება - შეეძლება მთელი ქალაქის განადგურება. ტყვიაგაუმტარი საჰაერო ხომალდები ხელოვნურად შქმნილი ღრუბლების მიღმა იქნებიან მიმალულნი და ისე უთვალთვალებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს. ქვეითები საერთოდ აღარ იქნებიან საჭირო. ზღვაში კი წყალქვეშა ნავები იბატონებენ


8. ფოტოები შეიძლება შორ მანძილზეც გადაგზავნოთ. მაგალითად თუ კი ჩინეთში ომის დროს ფოტოგრაფი გადაიღებს სურათს, ის სულ რაღაც ერთ საათში შეიძლება (ნუიორკში) გაზეთის ფურცლებზე იხილოთ.


9. ადამიანს შეეძლება დაინახოს ის რაც ათასობით კილომეტრის მიღმა ხდება. მაგალითად ნუიორკში შეგვეძლება ვნახოთ თუ როგორ იდგამს ევროპის მონარქო გვირგვინს, ან იმართება ოპერა. დანადგარს თან ექნება ტელეფონიც, რისი საშუალებითაც ჩვენ არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ ხმის მოსამენასაც შევძლებთ.


10. მავნე მწერები აღარ იარსებებენ.

11. ლობიოსა და ცერცვის მარცვლები ჩანგლისოდენა იქნება. ერთი დიდი ნესვით მთელო ოჯახის დანაყრება იქნება შესაძლებელი. მარწყვი ვაშლისოდენა იქნება, ხოლო ვაშლი და მსხალი მარცვლების გარეშე. მათ ჯიშს სპეციალურად გამოიყვანენ მეცნიერები.


12. მაღაზიებთან აღარ იქნება გამოფენილი პროდუქტი და სურსათი. ყველაფერი მაცივრებში იქნება მოთავსებული სადაც ტემპერეტურასთან ერთად ტენიანობაც იქნება შენარჩუნებული.


13. ხელწერილი ალფავიტი აღარ იქნება აქტუალური. ყველაფერი ჩაიწერება ხმის საშუალებით. გაზეთიც კი ხმოვანი გახდება. ხოლო სასაუბრო ენა რიგი ქვეყნებისთვის საერთო იქნება.


14. საუნივერსიტეტო განათლება იქნება სავალდებულო და ხელმისაწვდომი როგორც მამაკაცებისთვის ასევე ქალებისთვის. მეცადინეობა ჯგუფორად იწარმოებს. მწირი შემოსავლების მქონე სტუდენტს უფასოდ მიეცემათ ტანისამოსი, საკვები, წიგნები, სამედიცინო დახმარება, სათვალეები და საცხოვრებელი. ისინი უფასოდ იმგზავრებენ სახლიდან უნივერსიტეტამდე და უკან. არდადეგების დროს ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებს მოინახულებენ. სასწავლო განრიგში კი ახალი საგანი - სახლთმართველობა შემოვა.


15. ტელეფონი უსადენო გახდება, ხოლო თავად კავშირი ავტომატური. ქალბატონ ოპერატორის დახმარების გარეშე შეეძლება  ოკეანეში გემზე მყოფ ქმარს დაუკავშირდეს თავის მეუღლეს, რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს.

16. ოპერის მოსმეტა ტელეფონის საშუალებით ყველა სახლში გახდება შესაძლებელი. ხმის ხარისხი კი სწორედ ისეთი იქნება როგორც საუკეთესო საკონცერტო დარბაზში. მუსიკალური ინსტრუმენტები კი ელექტრონული გახდება და მათზე დაკვრას ელექტრონული კლავიშების საშალებით ყველას შეეძლება. 

17. სახლის გასათბობად ან გასაგრილებლად სპეციალური დანადგარები იქნება გამოგონილი. სადაც ტემპერატურის რეგულირებაც იქნება შესაძლებელი.

18.  სურსათის და ნივთების გადამზიდი ფურგონების ნაცვლად ამუშავდება პლევმომილები. რომლებიც სადგურიდან სადგურამდე გაჭიმული მილების საშუალებით გადაზიდავენ ნივთებს.

19. სახლის გასათბობად უკვე აღარ იქნება საჭირო ნახშირი. საამისოდ ჰიდროენერგიას გამოიყენებენ. მდინარეებში სპეციალურ დანადგარებს ჩაამონტაჟებენ რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებენ 

20. მზა საჭმელის მოსამზადებლად, დღევანდელი საცხობების მსგავსად ცეხები ამოქმედდება, რადგან საბითუმო ფასები გაცილებით უფრო იაფია ვიდრე საცალო

21. ფერმერისთვის სულერთი იქნება ზამთარია თუ ზაფხული. ნიადაგში გაყვანილი ელექტროსადენების საშუალებით მას შეეძლება გაათბოს სიცივეში თავისი ბაღი და ნაყოფი ახაროს. ხოლო ყოველი მხრიდან შემინული და დაცული ბაღი ელექტრო სანათებით ისე გაანათოს რომ მუდამ მზე იქნება.

22. ადამიანის შინაგანი ორგანოების კვლევა და მკურნალობა სპეციალური აბების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს აბები უნდა გადაიყლაპოს და შემდეგ სპეციალური მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ორგანოს ფოტოს გადაღება და მისი კვლევა უხილავი სხივების მეშვეობით.


23. ზღვის ხომალდები ელექტროძრავით იქნებიან აღჭურვილნი და მათი სიჩქარე 90 კილომეტრი იქნება საათში. ის წლის ზედაპირზე იცურებს ისე რომ წყალს არც კი შეეხება. ხოლო შტორმის დროს წყლის ქვეშ ჩაეშვება და იქ დაელოდება გამოდარებას.


ძნელი წარმოსადგენია რომ ეს ყველაფერი დეკემბრის თვეში, 1900 წლის დადგომამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე დაიწერა. ეს სტატია ჟურნალ The Ladies Home Journal  ჯონ უიტკინსმა გამოაქვეყნა. წარმოიდგინეთ რა აღტაცებით წაიკითხავდა ყოველივე ამას იმ დროის გაზეთის მკითხველი. თუმცა არანაკლებ აღტაცებაში მოვყავარ ამ სიტყვებს და ფანტაზიის გასაქანს დღესაც. ეს ხომ მაშინ დაიწერა როცა ეს მხოლოდ ლამის "გიჟური" ოცნებების სფეროს წარმოადგენდა. მაგრამ მაინც, ეს ძალიან ლამაზი ოცნება იყო . რომელის უმეტესობა ახდა კიდეც.


ხოდა სწორედ ამიტომ ვამბობ - ნუ დაივიწყებთ ოცნებებს. იოცნებეთ ხშირად... იოცნებეთ თამამად. ვინ იცის იქნებ და ჩვენი ოცნებაც ახდეს .

5 comments:

  1. რა შეიძლება იყოს 2050 წელს დავით?
    მოდი, მოვიფიქროთ და ვიოცნებოთ ერთად დ

    ReplyDelete
    Replies
    1. მშვენიერია, ხოდა მოვიფიქროთ ამ დღეებში მომავალი :)

      Delete
  2. და მალე ჩვენ შემოგვთავაზებენ სამყაროს საზღვრების გარეშე რომელსაც ინტერნეტი ერქმევა ... :დ :დ


    რა გინდათ, კაცობრიობამ გეგმა ხუთიანზე შეასრულა :))))

    ReplyDelete
    Replies
    1. ამის მერე რა ვქნათ თორე :)) ახლა კაი ჯანდაბას ... ჰოლივუდო ძალსა შენსა. იმედია ციფრულ ფორმატში გადასვლას არ შემოგვთავაზებენ :)

      Delete
  3. რამდენი დრო გასულა აქ არ შემოვსულვარ. მომნატრებია :) ბევრად თბილ და ჰუმანურ ფერებშია მომავალი აღწერილია, ჰუმ, სიამოვნებით ვიცხოვრებდი 19 საუკუნეში.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]