როგორი იქნება მომავალი? - ამ კითხვის წყალობით არაერთი საკმაოდ საინტერესო პროექტი და იდეა იშვა. ადამიანს ყოველთვის წყუროდა დაენახა მომავალი. თუნდაც ისეთი როგორსაც მის ეპოქის მოდის, არქიტექტურის და ხელოვნების ტენდეცინები კარნახობდნენ. დღეს უკვე ძალიან ძნელია წარმოიდგინო რაღაც, რაც არ გინახავს ეკრანზე, არ ამოგიკითხავს წიგნებში და საერთოდ... დღეს უკვე ძნელია ადამიანის გაკვირვება. საინტერესოა როგორ ხედავდნენ მომავალს გასული საუკუნის დასაწყისში. პრინციპში ჩვენც ხომ საუკუნის დასაწყისში ვცხოვრობთ.
გერმანული ფირმის BOHN ის დიზაინერებმა ჯერ კიდევ (უკვე შორეულ) 1940 წელს გადაწყვიტეს წარმოედგინათ თუ როგორი იქნებოდა "ახლო მომავლის" მანქანათმშენებელი ქარხნების პროდუქციის დაახლოებითი სახე. მათ ამ იდეას კონკრეტუი პროექტიც კი მიუძღვენს სადაც რეტრო ფუტურისტულ სპექტრში "მომავლის" მანქანები შექმნეს. საერთოდ გერმანული ინჟინერიის გენია ცალკე აღებული ფენომენია. მაგრამ დღეს მხოლოდ კონკრეტული ფირმის დიზაინზე შევჩერდეთ.
ისე, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს მშურს კიდეც ამ ეპოქის მეოცნებეების. მთი გადმოსახედიდან გაცილებით უფრო საინტერესო, ამოუცნობი და იდუმალი იყო მომავალი... გაცილებით უფრო დამაიმედებელი და ლამაზი ვიდრე თანამედროვე ფანტასტების გონების ნაყოფი
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!