Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"ჭეშმარიტების ბაგენი" - ტყუილის სისხლიანი "დეტექტორი"

"ჭეშმარიტების ბაგენი" - ტყუილის სისხლიანი "დეტექტორი"
ბევრს გონია რომ სიცრუის დეტექტორი ეს მეოცე საუკუნის ტექნოლოგიური მიღწევაა. სიმართლის დასადგენად, უფრო სწორედ ადამიანის გამოსატეხად (რაღათქმაუნდა წამებას არ ვგულისხობ) ადრეც არსებობდა საკმაოდ საინტერესო მეთოდი. სწორედ აი ასეთ დეტექტორზე მინდა გიამბოთ. ეს ცნობილი " ბაგე ჭეშმარიტების" ა გახლავთ. მრავალი წლის განმავლობაში მის წინაშე ძრწოდნენ სამსჯავროზე მოყვანილი ადამიანები. ამ იდუმალი ღვთაების დაუნდობელი მზერის წინაშე ბევრი აღიარებდა საკუთარ დანაშაულს. ბევრიც კი მისი საზარელი რისხვის მსხვერპლი ხვდებოდა და "სიმართლის მცოდნე" ბაგეთა წყალობით ცრუ ადამიანი სამუდამოდ ემშვიდობებოდა ხელის მტევანს.





ხო. საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს. წარმოიდგინეთ როგორი მოსასმენი და გასააზრებელი იქნებოდა ეს ყველაფერი შუა საუკუნეებში. როცა ეკლესიის კედელთან, ამ გამოსახულების წინ, მუხლზე დაჩოქილ ადამიანს მსჯავრმდებელი მღვდელი "ჭეშმარიტების ბაგეთა" წინაშე საკუთარი დანაშაულის აღიარებას უბრძანებდა. მითუმეტეს თუ სიმართლის დადგენა სწორედ რომ მსჯავრდებელის საქმე იყო და ეს პირდაღებული ბარელიეფი კი მხოლიდ ფასადური სამალავს წარმოადგენდა. ოთახში, რომლის გარეთაც ეს ბარელიეფია მიმაგრებული, ალესილი მახვილით შეიარაღებული ჯალათი იმალებოდა, რომელიც საიდუმლო ფრაზის ან ნიშნის გაგონებისას უმოწყალოდ ჭრიდა "ჭეშმარიტების ბაგეში" შეყოფილი ეჭვმიტანილის ხელს. სანახაობა მრევლისთვის მართლაც რომ შემზარავი იქნებოდა. "ყოვლისმჭვრეტელი სიმართლის ბაგეებიდან" დასისხლიანებული, უმტევნო კიდურით გამოსული ბრალდებული უკვე დასჯილი იყო "ზეციური ძალებისაგან".




რაღათქმაუნდა ამ ყველაფრის შემხედვარე შუასაუკუნებში მცხოვრები ადამიანი დაიჯერებდა ამ სისხლიან "სასწაულს". ამიტომაც "ჭეშმარიტების ბაგეებს" ძალიან დიდხანს შერჩა სისხლიანი და საშიში არტიფაქტის სახელი. ზოგი ამ ბარელიეფის გამოსახულებაში დაუმარცხებელ ერკოლს ხედავს რომელიც უმოწყალოდ აკვნეტდა ხელს ყველა დამნაშავეს. ზოგიც ოკეანუსის, ზოგის ტიბრის ღვთაებას ან სულაც მერკურის ხედავს. თუმცა საქმე ისაა რომ თავიდანვე ამ დისკს სულაც მშვიდობიანი დანიშნულება ქონდა. ის, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ან შადრევნის მორთულობის ერთერთი ელემენტი, ან სულაც სანიაღვრე არხის სარქველი იყო სადაც წვიმის წყალი ჩაედინებოდა. ზუსტი თარიღი იმისა თუ როდის გადააქცია ადამიანის "გენიამ" მშვიდობიანი დისკი, რომლის დამეტრი 1,75 მეტრია (რომლის წარმოშობის თარიღად ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნე ითვლება). სისხლიან და მრისხანე "ტყუილის დეტექტორად" არავინ იცის. მაგრამ მიიჩნევენ რომ ის უკვე "სიმართლის" სამსახურში XVII საუკუნიდანაა. წმინდა მარიამ კომედინის სახელობის ეკლესიის ფასადზე ეს პირდაღებული დისკო დღესაც უთავალ ტურისტს იზიდავს. ბევრი დღესაც თრთოლვით იწვდის ხელს ქვის ბაგეებისკენ იმ იმედით რომ ჭეშმარიტების მესაიდუმლე ბაგეები მოწყალე იქნებიან მათ მიმართ და მათი მტევანი უვნებელი დარჩება. მართალია დღეს მახვილიანი ჯალათი აღარ იმალება ეკლესიის კედლებს მიღმა, მაგრამ მისი არც თუ ისე სახარბიელო ისტორიის ექოს წყალობით ამ დისკოს (Bocca della Verità) დღესაც შერჩა საკმაოდ უცნაური აურა.


აი ასე შეუძლია ადამიანის ბოროტ გენიას მეორე ადამიანის გაუნათლებლობის და ცრურწმენის წყალობით ხორცი შეასხას მითს რომელსაც შემდეგ მასა აიტაცებს და ირწმუნებს.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]