დღეიდან ვამატებ კიდევ ერთ ჩანართს რომელსაც პირობითად "ჩემი სახლი" მინდა დავარქვა. არქიტექტურით და დიზაინით კარგახანია გატაცებული ვარ. ხოდა მინდა ჩემი ბლოგის საშუალებით თქვენაც პერიოდულად გაგაცნოდ თანამედროვე არქიტექტორ-დიზაინერების მიერ შექმნილი საკმაოდ საინტერესო პროექტები. სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით რომ ეს კონკრეტული ჩანართი სახლს ეხება. ინტერიერი, ექსტერიერი, დიზაინი და არქიტექტურა. დიდად გატაცებული რომ ვწერ ხოლმე ყავაზე - შესაბამისი ინტერიერიც ხომ უნდა შემოგთავაზოთ (ასე მაინც) ხოდა ... გაგცხადებოდეთ ყველა სასურველი ჩანაფიქრი რასაც კი ჩემი ბლოგის წაქეზებით ინატრებთ ... ვიწყებთ.
ვიწყებთ და თან როგორ?! უფრო სწორედ კი რითი?! ეს ასობნიაკი, რომელიც შვეიცარიის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტ ცერმარტში მდებარეობს, სულ რაღაც 22 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ექვს ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმრო შეგიძიათ იქირაოთ, მაგრამ თუ ოცნებაა ოცნება იყოს. წარმოიდგინეთ რომ ეს თქვენია. ეს... ნაგბობა რომელსაც ცოტა არ იყოს რთულია უწოდო - სახლი.
საერთო ფართი 778 კვადრატულ მეტრს შეადგენს, აივნებისა და ტერასების ჯამი კი, რომელიც სახლს გარს არტყამს და მის მფლობელს - ანუ შენ, ულამაზესი ხედებით ტქბობის საშუალებას აძლევს 120 კვადრატია. ექვი სართული. ხუთი საძინებელი თავიანთი სააბაზანოთი. პირველი სართული სპა ზონა თავისი ჯაკუზით, საუნითა თა სავარჯიშო დარბაზით. გარდა იმისა რომ აუარება ადგილია სადაც შეგიძლია დაისვენო, მოაზადო და მიირთვა საჭმელი. შენს განკარგულებაშია ღვინის "სარდაფი" და თხილამურების შესანახი ცალკე სათავსო.
ამ ყველაფრის შემხედვარე ძალაუნებურად გინჩნდება კითხვა - აქ ყოფნისას შვეიცარიის კურორტის დათვალიერებას უფრო მეტი დრო დასჭირდება თუ თავად ამ სახლის ?!
აი, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გასეირნება შვეიცარიის ალპებში განლაგებულ ექვს ვარსკვლავიან ბუტიკ სასტუმროში. დიახ გასეირნება და არა სტუმრობა. ექვსი სართულის მონახულება სწორედ რომ გასეირნებაა... ხოდა ასე. დღეიდან გაიხსნა კიდევ ერთი ჩანართი ჩემს ბლოგში, რომელიც სწორედ ასეთ, შესაძლოა ნაკლებად პომპეზურ და ძვირად ღირებულ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტებს დაეთმობა. მაშ ასე - მომავალ რევიუმდე.

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!