Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეზოს ისტორიები

ეზოს ისტორიები
ალბათ გიყვარს საინტერესო ისტორიები. და როცა საინტერესო ისტორიებს საინტერესოდ მოგითხრობენ... ან კიდევ უფრო უკეთესი, გაჩვენებენ... ა კიდე უფრო უკეთესი - მის თანამონაწილედ გხდიან ?! ხოო... საინტერესო იქნება. 
რავიცი, მე ასეთი რაღაცით აუცილებლად დავინტერესდებოდი და თუ შენც დაგაინტერესეა ამ ამბავმა მაშინ იმასაც გეტყვი რომ მალე ძველი ბათუმის რამოდენიმე ეზო თავად მოგიყვება საინტერესო ისტორიებს. როგორ და რანაირად?! ჰმ. ეგ მე თუ მოგიყევი რაღა გამოვიდა. ეს უნდა ნახო, მოისმინო, შეიგრძნო და შესაძლოა დააგემოვნო კიდეც. მთლად დაგაბნიე ხო?!

მაშინ ასე გეტყვი. ეს არის პროექტი "ეზოს ისტორიები" 

„ეზოს ისტორიები“ კუტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში.  საჯარო სივრცეს პროექტში ბათუმის ერთ ერთი ქუჩა და მასზე მდებარე რამდენიმე ეზო წარმოადგენს. 
პროექტის მიზანია ეზოების მაცხოვრებლებთან მხატვრების შემოქმედებითი თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობის და პერსონალური ისტორიების გაცოცხლება, რომელიც თავის მხრივ ასახავს ბათუმის ურბანულ და სოციალურ დინამიკას. 
გამოფენები ქუჩასა და ეზოებში გარკვეული დროით მნიშვნელოვნად შეცვლიან ეზოების იერსახეს და მობინადრეთა აქამდე უცნობ, კულტურულ, ისტორიულ და ყოფით თავისებურებებს ეზოს ფიზიკურ სივრცეში ხელოვნების ნიმუშების სახით დააფიქსირებენ. 
ეს ისე... წინასწარ რომ იცოდე. მალე ამ პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ბლოგიც ჩაეშვება და თუ ვინიცობაა მოსვლას ვერ შეძლებ, ბლოგის მეშვეობით მაინც გაიგებ რა მოხდა და როგორ! აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - ძაალიან საინტერესო რამ გველოდება. ასე რომ მოემზადე სიახლისთვის 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]