Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

და მე ეს მომწონს რომ შენ ასე მოგწონს ...

და მე ეს მომწონს რომ შენ ასე მოგწონს ...

შენ გეზარება დილით ადრე ადგომა - მაგრამ რატომღაც ყოველთვის შენ მაღვიძებ.

შენ არ გიყვარს ნალექიანი ყავა - მაგრამ შენ გიყვარს ჩემი ჭიქიდან ყავის მოსმა.

შენ ყოველთვის დარწმუნებული ხარ ბულანჟერიაში შენს მიერ არჩეული ნამცვარი რომ ძალიან გემრიელია - მაგრამ რატომღაც ყოველთვის ჩემს არჩეულს ჭამ, მე კი შენსას ვავლებ მუსრს.




შენ ამბობ რომ ნაწვიმარ გუბეებში ზეცა უფრო ლამაზი ფერებით იხატება ვიდრე თავს ზემოდ გამოკიდებული ცა.

შენ გიყვარს გუბეში "ღრუბლებზე" სიარული და ისიც - შენს კვალდაკვალ ამას მეც რომ ვაკეთებ.

შენ გიყვარს ნაწვიმარი პლაჟი და სველი ქვების ყრუ ღრაჭუნი ფეხვქვეშ. მაგრამ ძალიან ბრაზდები ბრტყელ კენჭებს რომ ვერ ასრიალებ ტალღებზე, მითუმეტეს მაშინ როცა ეს მე გამომდის და შენ არა.




შენ გიყვარს ღამით სეირნობა და ის რომ მე შენზე უფრო მეტად მიყვარს ღამით სეორნობა.

შენ გიყვარს შენი ძველი გახეხილი ჯინსი და ჩემი ძველი ჯინსის შორტებად გადაჭრის იდეა.

შენ მოგწონს თვალებზე ჩამოყრილი შენი თმები და ის რომ მე მომწონს მათი უკან გადავარცხნა.




შენ გიყვარს 70 იანები და წუხ რომ დროზე არ დაიბადე. მაგრამ მერე გახსენდება რომ ახლა უკვე ახალგაზრდა აღარ იქნებოდი და გინდა რომ ახლა იყოს 70-იანების ნაირი 20 იანები.

შენ გიყვარს დილის სიგრილეში ოდნავ შეციებული ფეხების ემბრიონის პოზაში შემოკეცვა და შემოხვეული საბნიდან მხოლოდ ცვირის გამოყოფა.

შენ გიყვარს გემრიელი სიცილი და ის რომ მე ძალიან მომწონს როცა შენ იცინი და ეს ძალიან გიხდება .






შენ გიყვარს ტალღების ხმა, მაგრამ გეშინია მათთან ზურგით დგომა. სულ გგონია რომ ნელნელა გიახლოვდება ზღვა .

შენ გიყვარს მზის ჩასვლის ცქერა და ის რომ არც ერთი მზის ჩასვლა არ გავს მეორეს.

შენ გიყვარს თავისუფლება და მოგწონს რომ თავისუფალი ხარ.

შენ გიყვარს რომ არ არსებობს არანაირი ვალდებულება რომელიც დაგამძიმებს და შეგიშლის ხელს ფრენაში. 

შენ გიყვარს და ეს შენთვის მთავარია ... და ეს ჩემთვისაც არის მთავარი ... და ეს მე მომწონს

და მე ეს მომწონს რომ შენ ასე მოგწონს რომ მე ეს მომწონს ...

5 comments:

  1. შენც დათო? :P

    (ეს "ც" რა იყო ვითომ, მარა აწმყოში ასე იშვიათად წერ(დი). ანუ მსგავსი რაც წამიკითხავს, წარსულს ეხებოდაa ვ როდე.)

    ReplyDelete
    Replies
    1. ნწ. არანაირი წარსული :) მხოლოდ აწმყო ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]