დიდად არ მიყვარს ბლოგში პოლიტიკაზე საუბარი. მაგრამ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ძალიან დამაინტერესა. რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ვინც თვალყურს ადევნებს ისიც იქნება ცნობილი რომ 15 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მოედანზე გამოსულ მომიტინგეებს ტანმოკლე ფაშამ, რომელსაც რიგი ქართველებიც კი ეტრფიან (დიახაც, ჩემდა გასაკვირად ) არც მეტი - არც ნაკლები, ჩვენი ბავშვობისდროინდელი ერთერთი სახელგანთქმული წიგნის "მაუგლის" პერსონაჟების "ბანდერლოგების" წოდება მიანიჭა. ბანდერლოგები, რომლებმაც გაუხურეს საქმე თავიანთი ბლოგებით :)
სწორედ ეს "მოტივი" დაედო საფუძვლად დიმიტრი ბიკოვის სატირას. ლექსი კიპლინგის წიგნივით ვრცელი არა, მაგრამ საკმაოდ კარგი გამოვიდა რომელსაც არანაკლებ კარგად კითხულობს მიხაილ ეფრიმოვი :)
ხოდა აი ასე. მეც გავიგე და გაგიზიარეთ.. ბაბუაწვერა და რამე :))

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!