Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩვენ ხომ გვიყვარს ძეგლები და ყვერება ცხენები !?! ან რატომაც არა N 3

ჩვენ ხომ გვიყვარს ძეგლები და ყვერება ცხენები !?! ან რატომაც არა N 3

ქართველებს ყვერებიან ცხენზე ამხედრებული მხედრები კი გვიყვარს მაგრამ... მხედარიცაა და ... მხედარიც....




ეს ჩეხთა სიამაყე, წმინდა ვა()სლავია. მისივე სახელობის მოედანზე, რომელიც პრაღაში ძალზედ პოპულარულია. საკმაოდ სკანდალურმა და არანაკლებ წარმატებულმ David Cerny   სწორედ აი ასეთ „პოზაში“ ამხედრებული უძღვა ის პრაღელებს. ცხენუკუღმა მჯდარი (იმედია ცხენი დედალია ) არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ფიქურა იყო. მაგრამ... როგორც ხედავთ "აიტანეს". წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ანალოგიურ პოზაში რომელიმე ქართველი მეფე რომ ენახა ქართველ()ებს. ახლა იტყვით „აბა იმ კვერცხებზე რა გაყვირებდა“-ო. რა და ის 7 ლარიანი, ჩინური, მწვანე, საქართველოს დროშიანი „ლასტი“, რომელიც (ფერი) არც ორიგინალში უგულისხმია თავის დროზე ავტორს და რომელიც ისე იაფფასიანად გამოიყურება "ფრთხილად სავალი" კი არა ერთი სული გაქვს გაირბინო და წახვიდე... ნამდვილად ვერ მიგიყვანს იმ იდეამდე რომელიც მასშია ჩადებული.

ხო, თავად ამ ამობრუნებული ცხენის ავტორს რაც შეეხება. საკმაოდ კარგი იდეები უტრიალებს. ადრე ჩემს მიერ შემოთავაზებულ კოლაჟებშიც მოხდა მისი რამოდენიმე ნაშრომი. მოკლედ ასე. 
David Cerny
ბატონი დევიდი (დათიკო) არ ვიცი რას ეწევა, მაგრამ საკმაოდ ორიგინალური და გაბედული იდეები რომ მოსდის მერე თავში ეგ აშკარაა. ამას თავადაც მიხვდებით ამ ყველაფრის დათვალიერების შემდეგ

ბათუმში მდგარი შიშველი, ოქროსტაკოიანი ბერძენის ნაცვლად რომ ჩამომჯდარიყო :)))












დაათვალიერეთ და თვალიერებას რომ მორჩებით მაინც იმაზე იფიქრეთ... ასეთივე ხომ არ დაგვედგა (ჩამოგვეკიდა) .. ოღონდ მამალ, ამობრუნებულ ცხენზე შემჯდარი პუტინის ძეგლი!?... მაინც „გვიყვარს ეგ კაცი“



2 comments:

  1. მგონი ჩვენ ბეწვზე ვართ გადარჩენილები :დ :დ :დ
    ააა, ჩეხებზე უნდა მეეჭვა :დ :დ

    ReplyDelete
  2. არაფერიც... :) ნელინელ გვაპარებენ :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]