30.01.2010

ბათუმში პოსეიდონმა ამოხეთქა. ანუ მოსიარულე ძეგლების ამბავი

მშვენიერი საღამო გმოვიდა. ხსნადი ყავა, გემრიელი ნამცხვარი და ცოტა არ იყოს მომაბეზრებელი სიგარეტის კვამლი. მერე ქუჩებში ხეტიალი და... აი აქ ცოტათი შევყოვნდეთ. ( აქ ანუ თეატრის წინ, სადაც რამოდენიმე თვის წინ დიდი ქართველი - ილია ჭავჭავაძე ბრძანდებოდა ორ ანგელოზთან ერთად)




 მართალი გითხრათ მისი საკმაოდ ორიგინალური ჯდომის წესის გამო საკმაოდ ბლომადაც ხუმრობდნენ ბათუმში. ისიც გამახსენდა, ერთ დროს მემედ აბაშიძე რო დააბრძანს ბულვარის შესასვლელთან (სახით ილიასკენ) . ისიც "მოხერხებულად იჯდა" ოღონდ ანგელოზების გარეშე.


 ხუმრობდნენ კიდეც, ახლა დიდ ნარდს აკეთებენ და მემდს და ილიას თავის შესაქცევი ექნებათო. საერთოდ ბათუმში დიდი ქართველები რატომღაც "დგომას" ერიდებოდნენ და ყოველთვის "ისხდნენ". ეტყობა კურორტია ბოლოს და ბოლოს და ისვენებდნენ. ერთი იყო გალაქტიონი, თავის გარეშე და ისიც ისეთ ადგილზედ გადაიტანეს დილით თავად გალაქტიონიც ვერ მოვიდა აზრზე "ეს სად ამოვყავი თავიო". ბათუმის სიმბოლომ პალმიანმა დელფინმა ხო იმდენი იღოღიალა ბათუმში ამდენი არც ერთ ძუძუმწოვარას არ უხეტიალია.


 ბოლოს გავიდა დამკაში. ერას მოედანზე. ( მგონი გადაარქვეს კიდე სახელი ) ერთ დღეს არწივი დაფრინდა რომელიც ძალიან გავდა უზმოზე გაღვიძებულ ნიფხვიან მამაკაც. ბევრი უქშიეს ავისმსურველებმა მაგრამ მაღალზე იყო და ვერ დააფრთხეს. სანამ მედიკო არ მოვარდა ხელში საწმისით და არ ააფრინა. მედეა განთავისუფლებულ ადგილზე თავად ამაყად წარმოიმართა,


 არწივმა კი იფრინა იფრინა და ტბასთან, ზოოპარკის ბოლოს, მოფარებულში დაფრინდა. მემედსაც სიცხემ შეაწუხა და ერთი კვარტლით ქვემოთ, ყოფილი თითების თეატრთან გადმოვიდა სკამიანად. გვერდს ღვინის კასრზე შემომჯდარი ბიჭუნა უმშვენებს (მათ კომპოზიციას "დო ი პოსლეც" ქვია) და ზოგჯერ მათ დუეტს მზესუმზირის გამყიდველიც უერთდება ჯორკოთი. ნამემედარზე ცოტახანს დელფინმა იბირჟავა და მერე დღემდე ბათუმელთა თეთრ თავსატეხად ქცეული ჩერნობილელი თევზის სილუეტის მქონე "რაღაცამ" დაიკავა. (სხათაშორის მას არწივის თვალსაც უწოდებენ. ეტყობა აპაჭნებს. ცოდვას ვერ ვიტყვი, ღამით ძალიან ლამაზია. ეს რაღაც).


ყოველივე ამის შემდეგ ილიასაც მობეზრდა ერთ ადგილზე ჯდომა. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ნოვატორი იყო და სიახლის ძიებაში თეატრის უკან გადაინაცვლა, თან წაიღო ტახტრევანი და ანგელოზებიც თან წაიყვანა. ვერაფერს ვიყვი. მასაც და მეც ეს ადგილი მოგვეწონა ( აბა ანგელოზებს არავინ არაფერს არ ეკითხება ). ეგ ყველაფერი გავიარეთ მაგრამ რო გამოვიარეთ ილიას ადგილზე. ამ გაგანია ყინვაში, დედიშობილა ბერძენი დგას სამკეპით ხელში და თეატრის ფასადის პროჟეკტორებს გაყინულ საჯდომს აფიცხებს.


 მაგრამ ეგ ყველაფერი როდია. ქვემოთ მანდილოსანთა მთელი გუნდი ელოდება. და არა მარტო ელოდება." შემზადებულებიც კი არიან".ვეშაპეპზე ვნბიანად გადანჯდარი მკერდსავსე სირინოზები კერტებით იწონებენ თავს. ასეთი რამ დაახლოებით შავ-თეთრ ეროტიულ ფოტოებზე გვხდებოდა ადრე. სამაგიეროდ ახლა აქარის ... ის აქ არიიის...


კარგია კაცო, რაც კარგი იქნება მით უკეთესი.მალე სოციალურ ქსელებში ამ მანდილოსნებთან ერთად გადაღებული ფოტოების ცვენა იქნება :)

ხუმრობა იქეთ იყოს და რა ამოვიჩემეთ ეს სხვისი ღმერთების და გმირების კოპირება. ჩვენ ნაკლები პანთეონი გვაქვს წარმართულ ღვთაებათა და გმირთა თუ რა ხდება?! უბრალოდ მათ სათანადო პროპაგანდა და შეფუთვა უნდა თორე რითი ჯობია ეგ საჯდომშიშველი მამრი ჩემს ვაჟკაცი პირიმზე ვისაც ამირანი ართმევდა ქალწულს ან თავად ამირანი ბოლოს და ბოლოს ( მითი რომელიც ბერძნებმა ისევ ჩვენ მოგპარეს ). სხისი არ ვიცი და მე ჩემი, მშობლიური უფრო გამიხარდებოდა ვიდრე პოსეიდონი, ეიფელის კოშკი ან პიზის კოშკი. ისინი იქაც უკეთ დგანან.

მშვენირია ბათუმის ბულვარში მიმოფანტული ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებები. მართლა ძალიან მომწონს. კარგი იქნებოდა ბლომად რომ ყოფილიყო. უფრო სწორედ გაემრავალფეროვნებინათ ( უფ რამოდენა სიტყვა გამოვიდა)


ჯერჯერობით კი ტრადიციის ერთგული და  ფეხმოუცვლელი ქალბატონი ფადიმეა რომელიც არც ადგილს თმობს და არც თვითფრინავს...

გაგრძელება ინქბა?!....

Post a Comment

7 комментариев:

  1. გაგრძელება რათქმაუნდა იქნება დათო. ეხლა ვფიქრობ, ჩემს უბანს ნეტა რომელი ღმერთი მოუხდება? ჰეფესტო ალბათ, იმის გატვალისწინებით რომ მანქანებს აკეტებენ გვერდით ქუჩაზე.

    ისე კი პოსეიდონი კი არა, ნურას უკაცრავად! ნეპტუნია ეს, რომაული მითოლოგიაც ვიცით მერიაში, აბა რავა?! :D :D

    ОтветитьУдалить
  2. მგონი, ურიგო არ იქნება, თუ ძეგლებს გორგოლაჭებიან პიედესტალებზე დადგამენ. რამდენი დრო და ენერგია დაიზოგება ამით. თან სააკაშვილს სადაც მოუნდება, იქ გამოიბამს და წაიღებს :))

    ОтветитьУдалить
  3. ეგ მერე ახალი თავსატეხი იქნება. წარმოიდგინე ტურისტი რომ ჩამოვა და რომელიმე ძეგლის მონახულებას მოინდომებს. მას მისცემენ მარშრუტს. ილიას ძეგლი ხვალ ხარაგაულში იქნება და საღამოს ზესტაფონში მოდისო :)

    ОтветитьУдалить
  4. mshvenieri ukanali aqvs im chvens axal berZens. ra gadaekide trapaidze

    ОтветитьУдалить
  5. ხო, უკანალის გულისთვის გირს :)))))
    სირინოზის მკერდი მაინც გეთქვა....

    ОтветитьУдалить
  6. ჩვენ გვყავს მობოდიალე ძეგლები, რითია თბილისი ნაკლები :დ ცირკთან ბომ ბოზებია, იქ რომ მზეჭაბუკი იყო ცეცხლით, ტოლი ამირანი, ტოლი პრომეთე, ბორჯომში გაუშვეს კურორტზე, პარკში ჩაუდგამთ მდინარის პირას სუფთა ხაერზე.

    ОтветитьУдалить
  7. დაიღალა ეტყობა, კიდევ კარგად გაუმწესებიატთ :))))

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!