ბათუმში წვიმს. კარგი იქნებოდა სადმე გავსულიყავით და ყავა დაგველია.თუცა, კარგახანია არ გვიმოგზაურია ხო!? ხოდა მოემზადე. წამომყევი სამოგზაუროდ. სად? პატარა რომ იყო ამ ქალაქში ჩასვლისას თავს უფლისწულად ან კიდე პრინცესად იგრძნობ. აქ ძალიან მშვენიერი სასახლეები, მოკირწლული ქუჩები, მდინარეზე ამაყად გაწოლილი ხიდები და ძალზედ ლამაზი მოედნებია. სწორედ ისეთი ძველ კეთილ ზღაპრებში როა ხოლმე აღწერილი. ხო კარგი. აღარ გაწვალებ ამდენს. მოემზადე, ჩვენ დღეს პრაღაში მივდივართ.
არსებობენ უბრალოდ ლამაზი ქალაქები, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთა ხილვის შემდეგ შენ აუცილებლად გაგიჩნდება იქ დაბრუნების სურვილი, რათა კიდევ ერთხელ იხილო ის სილამაზე და შეიგრძნო ის განცდა რითაც ამ ქალაქმა თავი შეგაყვარა. ასეთი რამოდენიმე ქალაქი იცი?! ხოდა მათ ჩამონათვალს პრაღაც მიათვალე. სამომავლოდ კი გაითვალისწინე რომ ასეთ ქალაქში ჩასვლა იმ ადამიანის გარეშე ვინც გიყვარს– დანაშაულის ტოლფასია.
სანამ აკლიმატიზაციას გაივლი და თვალის ცეცებას შეეშვები გეტყვი რომ ეს პრაღის მთავარი მოედანია.სტარომენსკის მოედანი.
ეს გაბრაზებული ბიძია იან გუსია. გენიალურუ რეფორმატორი რომელიც რეაქციონერებმა დაწვეს 1415 წელს...ა თუმცა მართალი ხარ... რა დროს ისტორიაა. თუმცა ისტორია აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე გვახსენებს თავს. აი ეს ძალზედ ცნობილი საათია. "არწივებს" ეძახიან. მართლაც უნიკალური რამაა. გეთანხმები, ბათუმშიც მომრავლდა გუმბათებზე საათჩამონტაჟებულისახლები. ეტყობა აქ გაისეირნა ვიღაცამ...
წამოდი ამ მოკირწლულ ქუჩას ჩავყვეთ. რა კარგია რომ აქ მოგზაურობა ახლა გვიწევს და არა რამოდენიმე საუკუნის წინ. რატომ? იმიტომ რომ აქ ჩამვლელის ბედს დიდად არავინ ისურვებდა.
წამოდი ამ მოკირწლულ ქუჩას ჩავყვეთ. რა კარგია რომ აქ მოგზაურობა ახლა გვიწევს და არა რამოდენიმე საუკუნის წინ. რატომ? იმიტომ რომ აქ ჩამვლელის ბედს დიდად არავინ ისურვებდა.
ამ ქუჩას, რომელსაც ოქროს ქუჩა ჰქვია, თავის დროზე ისეთი რამ როგორიც კანალიზაცია მხოლოდ მისტიურ მოვლენად ესახებოდა. ამ ლამაზი სახლების ბინადრები. ღამის ქოთნებს ღია სარკმლებიდან პირდაპირ ქუჩაში სცლიდნენ ხოლმე. ამიტომაც აქ გამვლელ მოხეტიალე ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. ახლა კი თამამად შეგვიძია ჩავიაროთ და უცნაური სახლებით დავტკბეთ.
"ვრტბოვსკაია ზაგრადა" მშვენიერი ბაღია,ის ევროპის საუკეთესო ბაღად ითვლება, დიდი სიამოვნებით გავისეირნებდით ბაღში, მაგრამ წინ კიდევ საინტერესო რაღაცეები გველოდება, დრო კი ძალიან ცოტა გვაქვს.
გზად კარლის ხიდი გავიაროთ. ეს პრაღელების და ტურისტების საყვარელი ადგილია 1357 წლიდან ხიდს სახე არ შეუცვლია. შეიცვალა მხოლოდ მასზედ მოსიარულეთა და იმ მუსიკოსთა თაობები თითქმის ყოველ დღე რომ სტუმრობენ მას. საღამოს, როცა ლამპიონები ენთება და დუნედ მიმავალ ვლტავას ზედაპირზე ხიდის იდუმალი ორეული გამოჩნდება, ძალიან ბევრ შეყვარებულ გულს დასცდება სანუკვარი სიტყვები.
თუმც ჯერ საღამომდე დიდი დროა.
ამიტომ წავიდეთ, კიდევ ერთი რაღაც უნდა გაჩვენო მართალი რომ გითხრა პრაღაში ლუდს უფრო ეტანებიან ვიდრე ყავას. აქ ძალიან ბლომადაა ისეთი ლუდხანები სადაც ადგილზევე ხარშავენ განუმეორებელ ლუდს. თან ლუდი მართლაც კარგი აქვთ... მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყავას ნაკლებ პატივს სცემენ. აბა ყავა რომ არ უყვარდეთ ყავის მუზეუმის გახსნას ვინ აიძულებდათ?
დიახ ყავის მუზეუმზე გეუბნები.
ეს პრაღის ერთ–ერთ ძველ უბანში "მალა–სტრანა"–ში, რესტორან Hergetova Cihelna–ში მდებარეობს. ამ ექსპოზიციის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, ყავის დიდი მოტრფიალე მალგოჟატა ებელოვი გახლავთ. მოგზაურობის მოყვარულს მთელი მსოფლიოდან მოუკრიბავს ყავის სახეობები და ყავასთან დაკავშირებული აქსესუარები. ნახე. აქ შეგიძია თვალყური ადევნო მთელ გზას რომელსაც ყავა ჩვენს ფინჯნამდე გადის. დამწიფებინდან დაწყებული, მოხალვა–მოხარშვამდე.საინტერესო ექსკურსიის შემდეგ, აი აქვე ჩამოვჯდეთ და ყავას დაველოდოთ.მოდი მე "პიკოლოს" ავირჩევ,
ეს პრაღის ერთ–ერთ ძველ უბანში "მალა–სტრანა"–ში, რესტორან Hergetova Cihelna–ში მდებარეობს. ამ ექსპოზიციის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, ყავის დიდი მოტრფიალე მალგოჟატა ებელოვი გახლავთ. მოგზაურობის მოყვარულს მთელი მსოფლიოდან მოუკრიბავს ყავის სახეობები და ყავასთან დაკავშირებული აქსესუარები. ნახე. აქ შეგიძია თვალყური ადევნო მთელ გზას რომელსაც ყავა ჩვენს ფინჯნამდე გადის. დამწიფებინდან დაწყებული, მოხალვა–მოხარშვამდე.საინტერესო ექსკურსიის შემდეგ, აი აქვე ჩამოვჯდეთ და ყავას დაველოდოთ.მოდი მე "პიკოლოს" ავირჩევ,
ეს მაგარი ყავაა და სასურველი სასმელი ვისაც არა მხოლოდ ყავის დალევა სწადია არამედ მისი ძლიერი არომატით ტკბობაც. მ, მართლაც ძალიან ძლიერი არომატი აქვს. გემოს გაგებამდე მისი სურნელებით თვრები და სხეულში რაღაც წარმოუდგენლად სასიამოვნო ტალღა იღვრება. ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. შენთვისაც მოვიფიქრებ რაიმეს . თუ დამიჯერებცოტათი მსუბუქ სორტს შევუკვეთავ.
მაგალითად ყავა ალჟირულად – შავი ყავა მაღალ ჭიქაში ათქვეფილი ნაღებით და კვერცხის ლიქიორით. გასინჯე აბა!? სხვათაშორის აქ ყავას kaba-ს ეძახიან. აქ ასევე პოპულარულია თურქული ყავა ( ეს "ბათუმურის" ვარიანტი უფროა, სახელწოდების გარდა საერთო თითქმის არაფერი აქვს) ეს შავი, ძლიერი არომატის ყავაა რომელსაც კი არ ადუღებენ, არამედ ხარშავენ სანამ ხსნადი ყავასავით სითხეს არ მიიღებენ. ასევე უყვართ ისკრა ყავა ესეც გემრიალი ყავაა ცივი ვისკის თანხლებით.არჩევანი ბევრია. ასე რომ თამამად შეგიძია აირჩიო.
დრო სწრაფად გავიდა, იმედია მოგეწონა პრაღული ყავა
ამასობაში ჩამოღამებულა კიდეც. რაო, ლამაზია ღამის პრაღა?
მაშინ წამოდი, კარლის ხიდზე უკვე აენთო ლამპიონები...
მაშინ წამოდი, კარლის ხიდზე უკვე აენთო ლამპიონები...
დიდი მადლობა დათო
ReplyDeleteძალიან გამახარა პრაღამ :)
ხო, პრაღა... ქალაქი რომელიც ზღაპარში ყოფნის შეგრძნებას გიქმნის.
ReplyDeleteმართლა სასჯელის ტოლფასია მისი უემოციოდ ხილვა
ჩემი პრაღა <3
ReplyDeletehttp://saafree.blogspot.com/2012/08/blog-post.html
ReplyDeleteაჰა წამოგყევი :)
:) ყოჩაღ :) კარგია
Delete